მეუფე იაკობი გახარიას წინააღმდეგ – მორიგი დაპირისპირება

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააჟღერა ვერსია იმის შესახებ, რომ ინტერნეტში გავრცელებული უკანონო მიყურადების ფაილების უკან შესაძლოა ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია იდგეს, ეს ვერსია იმავე დღეს გაიზიარა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობ იაკობაშვილმა, რომელსაც ამაზე საუბრის საშუალება გუშინ, 16 სექტემბერს, „იმედის“ ეთერში მიეცა. მთავარეპისკოპოს იაკობის თქმით, მას ჯერ კიდევ მანამდე უთვალთვალებდნენ გახარიას დავალებით, სანამ იგი პრემიერ-მინისტრი გახდებოდა. …

ჩვენთანაც მოდის ინფორმაცია, რომელსაც ტელეფონები არ სჭირდება – მთავარეპისკოპოსი იაკობი

„ჩვენც შეგვიძლია ინფორმაციის, რაღაც ისეთის მოპოვება, რომელსაც ტელეფონები არ სჭირდება, მოსმენები არ სჭირდება, ჩვენთანაც მოდის ინფორმაცია, არა მარტო მაგ გზებით,“ –  განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობ იაკობაშვილმა 16 სექტემბერს „იმედის“ ეთერში სავარაუდოდ სუსიდან გავრცელებული ფაილების საკითხის კომენტირებისას. ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, ფაქტობრივად, ხელისუფლების გუშინ გამოთქმული ეჭვი  გაიზიარა იმის შესახებ, რომ გავრცელებული ფაილების უკან შესაძლოა ექსპრემიერი გიორგი გახარია იდგეს. …

მეუფე იაკობი ევროპარლამენტში: ჩვენ ევროპისკენ მივისწრაფვით და არა დამპყრობლისკენ

მეუფე იაკობი, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი: „ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით. ჩვენი ბრძოლის ფორმა იქნება მშვიდობიანი და ცივილიზებული. დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპელი და ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორები დაგვეხმარებიან. ვიცით ეს ხანგრძლივი პროცესია. მე აფხაზეთის ომის მონაწილე ვარ. ძალიან ბევრი მეგობარი დავკარგე. ყოველთვის ვუთანაგრძნობდი აფხაზ ხალხს, რადგან ეს არ იყო ჩვენი და აფხაზების ომი, ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი, რომელსაც …

მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსი და საპატრიარქოს ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე აღარ იქნება

28 ოქტომბერს საპატრიარქოს ვებგვერდზე ილია მეორის ბრძანება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც მთავარეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი გათავისუფლებულია საპატრიარქოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსის და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობებიდან. დღეს, 28 ოქტომბერს, შეხვედრა იყო საპატრიარქოში. ამ  შეხვედრის შემდეგ მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ იგი ქორეპისკოპოსის, იმავე პატრიარქის თანაშემწის პოზიციას ტოვებს. იაკობის გადადგომას წინ უსწრებდა მისი განცხადებები, რომელთა მიხედვითაც ხელისუფლების მაღალჩინოსნები ილია მეორის …

Exit mobile version