ბოლო ორი კვირის განმავლობაში მდინარე ბარცხანამ მინიმუმ ორჯერ მიიღო ლილისფერი. მდინარის დაბინძურების მიზეზის დასადგენად „ბათუმელები“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაუკავშირდა, რის შემდეგაც უწყების რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, ბაქრაძის ქუჩისა და მდინარე ბარცხანის დასახლების მიმდებარედ განთავსებული საწარმოები გადაამოწმეს. ვინაიდან, ადგილობრივი მოსახლეობა მდინარის დაბინძურებას უკავშირებდა მიმდებარედ განთავსებულ ზეთის საწარმოსა და ფარმაცევტული საწარმოს საქმიანობას, დეპარტამენტმა ეს ორი საწარმო შეამოწმა. …
Continue reading “რა დარღვევები აღმოაჩინეს მდინარე ბარცხანასთან არსებულ ფარმაცევტულ საწარმოში”