18 სექტემბრიდან „ბოლტით“ მგზავრობის ტარიფები ყველა კატეგორიაში 12%-ით გაიზრდება. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.„ვიცით, რამდენი შრომა, დრო და პასუხისმგებლობა დგას თქვენი ყოველდღიური საქმიანობის უკან. საწვავისა და ავტომობილის მოვლის ხარჯების ზრდა, სხვა ყოველდღიურ ხარჯებთან ერთად, პარტნიორი მძღოლების შემოსავალზეც აისახება.ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ბაზრის მონაცემებს და სწორედ ამ დაკვირვების საფუძველზე მივიღეთ ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილება. მიგვაჩნია, რომ ეს თქვენი …
Tag Archives: მგზავრობა
ბათუმის ავტობუსებში ისევ ვერ გადაიხდით ნებისმიერი ბანკის ბარათით
„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ აცხადებდნენ, რომ მუნიციპალურ ავტობუსებში ნებისმიერი ბანკის ბარათით გადახდა იანვრის დასაწყისში იქნებოდა შესაძლებელი; შემდეგ იანვრის ბოლო დასახელდა, თუმცა, ჯერჯერობით, როგორც კომპანიაში განაცხადეს, ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში მხოლოდ საერთაშორისო ტიპის საბანკო ბარათებით გადახდის სერვისი დაემატა. როდის დაიწყება სხვა, ადგილობრივი ნებისმიერი ბანკის ბარათით მგზავრობის საფასურის გადახდა, ამ ეტაპზე კვლავ უცნობია. „მუნიციპალურ ავტობუსებში გადახდის ახალი სისტემის დანერგვა ხორციელდება …
Continue reading “ბათუმის ავტობუსებში ისევ ვერ გადაიხდით ნებისმიერი ბანკის ბარათით”
ხულომდე მგზავრობის ფასი 10 ლარი გახდა – ტარიფები იზრდება
პირველი აპრილიდან მიკროავტობუსების მძღოლები, რომლებსაც მგზავრები ბათუმიდან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გადაჰყავთ, მგზავრობის ტარიფების ზრდას ელოდებიან. მათი თქმით, თუ საწვავზე ფასებმა არ დაიკლო, ისინი ან გაჩერდებიან, ან მგზავრობის საფასურს გააძვირებენ. როგორც ბათუმელებმა“ გაარკვია, დღეს 26 მარტის მდგომარეობით, მგზავრობის ფასი მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით გაძვირებულია, სხვა მიმართულებებზე კი ჯერ-ჯერობით ძველი ტარიფია შენარჩუნებული. როგორც ბათუმის ავტოსადგურის სალაროში გვეუბნებიან, დღეს, 26 …
Continue reading “ხულომდე მგზავრობის ფასი 10 ლარი გახდა – ტარიფები იზრდება”
24 დეკემბრიდან არც სამგზავრო მატარებლები არ იმოძრავებენ
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, საქალაქთაშორისო სამგზავრო ტრანსპორტის მოძრაობა არ აღდგება, მათ შორის, არც სამგზავრო მატარებლების. „მგზავრების გადაყვანა საქალაქთაშორისო ტრანსპორტით – სამარშრუტო ავტობუსებით და მიკროავტობუსებით, ასევე მატარებლით, კვლავ აკრძალული რჩება. მგზავრობა მხოლოდ კერძო ავტომობილებითა და ტაქსით იქნება დაშვებული. შესაბამისი ცვლილება – რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა არ აღდგება 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე – …
Continue reading “24 დეკემბრიდან არც სამგზავრო მატარებლები არ იმოძრავებენ”
როდის დაიწყება მატარებლის ბილეთების გაყიდვა
2020 წლის 15 ივნისიდან საქართველოში სამგზავრო მატარებლების მოძრაობა აღდგება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ გუშინ, 8 ივნისს, მიიღო. ამ დროისთვის საქართველოს რკინიგზაში სამგზავრო ბილეთების შეძენა არ არის ხელმისაწვდომი. რკინიგზის ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ზუსტდება მატარებლების მოძრაობის განრიგი, რომელიც სავარაუდოდ შეიცვლება. „2-3 დღეში ცნობილი იქნება განრიგიც და მგზავრობის ფასიც, რის შემდეგაც გავავრცელებთ ინფორმაციას, თუ როდიდან იქნება შესაძლებელი …
Continue reading “როდის დაიწყება მატარებლის ბილეთების გაყიდვა”
მატარებლების მოძრაობა 15 ივნისიდან განახლდება
მთავრობის დადგენილებით, სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. „დღეს მატარებლის ვაგონები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და განმარტეს, რომ საქართველოს რკინიგზა ყველა რეგულაციას ზედმიწევნით ასრულებს და მზად არის, აღადგინოს მგზავრთა გადაყვანა,“-აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში. რკინიგზაში განმარტავენ, რომ სარკინიგზო ტრანსპორტისთვის კორონავირუსთან გამოქვეყნებული რეკომენდაციების შემუშავების პროცესში თავად იყვნენ ჩართულები. ,,პირველ რიგში, …
Continue reading “მატარებლების მოძრაობა 15 ივნისიდან განახლდება”
„მაქსიმის“ 250-მა მძღოლმა ბათუმში მუშაობა შეწყვიტა, ისინი ფასების გაზრდას ითხოვენ
ტაქსის კომპანია „მაქსიმის“ მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. მძღოლები კომპანიის ბათუმის ოფისთან შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ აღარ იმუშავებენ, ვიდრე მგზავრობის ტარიფი არ მოიმატებს. „ზაფხულში იყო ფასი გაზრდილი დაახლოებით 80 თეთრით, მერე ისევ დააკლეს, არ უნდა დაეკლოთ, რადგან ყველაფერი გაძვირდა, მანქანის მოვლის ხარჯმა მოიმატა, საცობებია… თუკი მგზავრობის ტარიფი მოიმატებს, ჩვენს კონკურენტებზე იაფი გამოვა მაინც „მაქსიმით“ მგზავრობა,“ – …
Continue reading “„მაქსიმის“ 250-მა მძღოლმა ბათუმში მუშაობა შეწყვიტა, ისინი ფასების გაზრდას ითხოვენ”
31 იანვარს სარფის სასაზღვრო პუნქტზე გადაადგილება რვა საათით შეჩერდება
ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს განცხადებით, 2019 წლის 31 იანვარს, ხუთშაბათს, სარფის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე მგზავრთა და ავტომანქანების გატარება დროებით შეფერხდება. „სარფის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე ქვეითთა ახალი დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით, 2019 წლის 31 იანვარს, ხუთშაბათს, თურქეთის დროით 10:00-18:00 (საქართველოს დროით 11:00-19:00) კომპიუტერული სისტემები გადატანილი იქნება ახალ ადგილას, რის გამოც მითითებულ დროს მგზავრთა და ავტომანქანების გატარება დროებით შეჩერდება,“ …
Continue reading “31 იანვარს სარფის სასაზღვრო პუნქტზე გადაადგილება რვა საათით შეჩერდება”
12 და 13 ნომერ ხაზზე კონდუქტორები აღარ იქნებიან – შესაბამისად, ავტობუსში ბილეთს ვერ შეიძენთ
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, მუნიციპალურ ავტობუსებში N12 ხაზზე 2018 წლის პირველი მაისიდან კონდუქტორები აღარ იქნებიან. კონდუქტორები არ არიან N13 ხაზზეც. ორგანიზაცია აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ შეიძინონ უკონტაქტო პლასტიკური სამგზავრო ბარათები. „ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, აღნიშნული ბარათების აღება საქართველოს ბანკის სერვისცენტრში, ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, 55 ნომერში, უფასოდაა შესაძლებელი. „პირველი მაისიდან N12 ხაზზე ავტობუსებში ბილეთები აღარ გაიყიდება. მიზეზი – ერთი ისაა, …
სტუდენტებს მატარებლის ბილეთის საფასურის ნახევარს უკან დაუბრუნებენ
სტუდენტებს, რომლებმაც მატარებლით მგზავრობის დროს სპეციალური შეღავათით ვერ ისარგებლეს და მატარებლის ბილეთში სრული ფასი გადაიხადეს, გადახდილი თანხის ნახევარს უკან დაუბრუნებენ. „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ სტუდენტებმა წერილობით „საქართველოს რკინიგზას“ უნდა მიმართონ ბილეთების შეძენის სალაროებში და პირადობის მოწმობის, ასევე შეძენილი ბილეთის ასლი უნდა დატოვონ. მათ შეძენილი ბილეთის 50 პროცენტი მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხებათ. „სტუდენტებისთვის …
Continue reading “სტუდენტებს მატარებლის ბილეთის საფასურის ნახევარს უკან დაუბრუნებენ”
სეზონზე თბილისი-ბათუმის მატარებლით მგზავრობა ძვირდება
რა ეღირება მგზავრობა თბილისი-ბათუმის მატარებლით ზაფხულის სეზონზე? წინასწარი ინფორმაციით, მგზავრობის საფასური შესაძლოა 60 ლარამდე გაიზარდოს, რაზეც ამ ეტაპზე „საქართველოს რკინიგზა“ კომენტარს არ აკეთებს. „მგზავრობის ღირებულებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებთ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ფასების კორექტირებაზე ვმუშაობთ. ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მეორე კლასის ვაგონით მგზავრობის ღირებულება არ დაკორექტირდება. კორექტირება შეეხება მხოლოდ ბიზნეს და პირველი კლასის …
Continue reading “სეზონზე თბილისი-ბათუმის მატარებლით მგზავრობა ძვირდება”
სომხეთიდან ბათუმში წელს პირველი მატარებელი შემოვიდა
სომხეთიდან ბათუმში, დღეს, 16 ივნისს, 07:10 საათზე, მიმდინარე ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, პირველი მატარებელი შემოვიდა. მატარებელი 180 ადგილიანია და ის პირველ ოქტომბრამდე, ყოველდღე ივლის. „მაისის თვეში გვაქვს ხოლმე მოლაპარაკება სამხრეთ კავკასიის რკინიგზასთან ან სომხეთის რკინიგზასთან და ვთანხმდებით ხოლმე ამ მატარებლის დამატებაზე, ისე ჩვეულებრივ რეჟიმში დადის ხოლმე ერევანი-თბილისი-ერევანი. მატარებელი ყოველდღიურად ივლის ერევნიდან ბათუმში და მგზავრობის ღირებულება კლასის …
Continue reading “სომხეთიდან ბათუმში წელს პირველი მატარებელი შემოვიდა”