„ბათუმის აქციის საქმეზე“ სასამართლომ გამომძიებლების ჩვენებების მოსმენა დაიწყო

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღევანდელ სხდომებზე იმ დეტექტივ-გამომძიებლების ჩვენებები მოისმინა, რომლებმაც 11 მარტის ბათუმის აქციის მონაწილეები, მათ შორის, ბრალდებულები დაკითხეს და სხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. გამომძიებლებმა თქვეს, რომ ისინი მოწმეებს ტელეფონით დაუკავშირდნენ, ხოლო გამოკითხვა პოლიციის სამმართველოს შენობაში შედგა. გამომძიებლების თქმით, 301 მოწმიდან გამონაკლისი მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრებთან მიმართებაში დაუშვეს – დეპუტატები უმაღლესი საბჭოს შენობაში გამოკითხეს. ადვოკატების …

ბათუმის აქციის მონაწილის ჩვენებიდან: ფეიერვერკის სროლით ჩემი პროტესტი გამოვხატე

„მე რომ აქციაზე მივედი, პოლიციის მანქანებს ცეცხლი ეკიდა. ზოგიერთი მანქანა დამტვრეული იყო, ამტვრევდნენ და აზიანებდნენ მანქანებს. დანგრეული იყო გზის გამყოფი დეკორატიული ღობეები. ახალგაზრდები იქ ვინებიც იყვნენ და ვხედავდი, აგრესიულად იქცეოდნენ, ისროდნენ ქვებს პოლიციის მიმართულებით, რომლებიც მობილიზებული იყვნენ და იცავდნენ პოლიციის შენობებს…“ – ვკითხულობთ „11-12 მარტის ბათუმის აქციის“ ერთ-ერთი მონაწილის, ზურაბ ბასილაძის ჩვენებაში. იგი ბათუმში ცხოვრობს და …

კიდევ ერთი მოსამართლე, რომელიც „11-12 მარტის აქციის საქმეს“ განიხილავს

„11-12 მარტის აქციის საქმეზე“ 9 ბრალდებულის საქმეს დღეს, 19 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. არსებითი განხილვის პირველ სხდომაზე მოსამართლე ბრალდებულებს  ბრალის არსს გააცნობს და ჰკითხავს – ცნობს თუ არა რომელიმე მათგანი თავს დამნაშავედ. თამარ ბეჟანიშვილი ასევე განუმარტავს ბრალდებულებს, რა სასჯელი ელოდება თითოეულ მათგანს, ბრალის დადასტურების შემთხვევაში. ამავე საქმეზე დაკავებული კიდევ 8 პირის საქმეს …

პროკურორი მოწმეების გარეშე – „11-12 მარტის აქციის საქმე“

„11-12 მარტის აქციის საქმის“ არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 17 მაისს დაიწყო. მასობრივ ძალადობას და პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულების საქმეს მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს. 21 ბრალდებულიდან ორს, მერაბ ღოღობერიძის და ირაკლი ჩხვირკიას მასობრივი არეულობის მოწყობა ედება ბრალად. მათი წინასასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა. საქმეში ორი არასრულწლივანია, მათი განხილვა დახურულ პროცესებზე მიმდინარეობს. დღეს კი დაიწყო იმ …

„ბათუმის აქციის საქმეზე“ 300 მოწმე დაიკითხება

„11-12 მარტის აქციის საქმეზე“ 17 ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა დღეს, 8 მაისს გაიმართა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე ზუსტად 6 საათის განმავლობაში განიხალავდა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს, ასევე იმას, უნდა გათავისუფლებულიყვნენ თუ არა ბრალდებულები პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ. საბოლოოდ, სასამართლომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად მიიჩნია და პატიმრობაც ძალაში დატოვა. პროკურატურამ ამ საქმეზე 16 ტომი წარმოადგინა. როგორც პროცესზე პროკურორებმა …

“ბათუმის აქციის საქმეზე” სასამართლოში ბრალდებულები შესაძლოა არ მიიყვანონ

“ბათუმის აქციის საქმეზე” 17 ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა 8 მაისს არის ჩანიშნული, თუმცა როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, სასამართლო პროცესი გადაიდება. მიზეზი სასჯელაღსრულების სამინისტროა, რომელიც ბრალდებულების სასამართლოში წარმოდგენას ვერ ახერხებს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი, ინგა ფუტკარაძე ადასტურებს, რომ წერილობითი შეტყობინება სასჯელაღსრულების სამინისტროსგან უკვე მიიღო. “მოგვწერეს, რომ არა მხოლოდ ბათუმის აქციის საქმეზე, არამედ, ზოგადად, 8 მაისს დაგეგმილ პროცესებზე …

პროკურორის კითხვები მერაბ ღოღობერიძეს და მოსამართლის გადაწყვეტილება

ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია. ორივე მათგანს 11-12 მარტის აქციის საქმეზე მასობრივი არეულობის ორგანიზება ედება ბრალად. „სთხოვდით თუ არა ადამიანებს შეეცვალათ თქვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენება?“ – ჰკითხა პროკურორმა რამაზ შავაძემ ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძეს. „არანაირად, – კატეგორიული უარის ნიშნად თავი გაიქნია ბრალდებულმა, – თუ გაქვთ რამე მტკიცებულება, წარმოადგინეთ“. კითხვები ბრალდებულთან …

მერაბ ღოღობერიძემ შიმშილობა დაიწყო

11-12 მარტის აქციის საქმეზე დაკავებულმა მერაბ ღოღობერიძემ დღეს, 24 აპრილს, შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ “ბათუმელებს” მისმა ადვოკატმა, ზაზა პაპიძემ უთხრა, რომელმაც წინასწარი დაკავების იზოლატორი ახლახან დატოვა. ზაზა პაპიძის თქმით, მერაბ ღოღობერიძე აპროტესტებს წარდგენილ ბრალს – მასობრივი არეულობის მოწყობას და იმას, რომ დღეს სასამართლოში მისი მიყვანა ვერ მოხერხდა. დღეს მერაბ ღოღობერიძის საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე უნდა განეხილა …

დაკავებულ მერაბ ღოღობერიძესთან ადვოკატი 3 საათი არ შეუშვეს

11-12 მარტის აქციის მოვლენების საქმეზე დაკავებულ მერაბ ღოღობერიძესთან ადვოკატი სამი საათის განმავლობაში არ შეუშვეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატი ზაზა პაპიძე მას შემდეგ შევიდა, როცა იზოლატორი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დატოვა. „ადმინისტრაციული წესით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო დააკავეს მერაბი შუადღისას, დამირეკა და მთხოვა, მისი დაცვის უფლება განმეხორციელებინა. აღმოჩნდა, რომ მას ეს უფლება შეუზღუდეს. სასამართლოში გადაყვანამდე მან …

აქცია – „ციხე არ არის გამოსავალი“ ბათუმში 4 აპრილს გაიმართება

11-12 მარტის აქციაზე დაკავებულების საქმეზე რამდენიმე ბათუმელი ახალგაზრდა აქციის მოწყობას გეგმავს ლოზუნგით – ციხე არ არის გამოსავალი. აქცია ბათუმში, „აჭარის ტელევიზიის“ შენობასთან 4 აპრილს, საღამოს 6 საათზე გაიმართება. აქციაზე დაკავებულების ახლობლები სპეციალურ მოთხოვნებსაც გააჟღერებენ. „ამ აქციით გვსურს მივმართოთ მთავრობასა და პროკურატურას, რათა პროცესები გამჭვირვალე და სამართლიანი იყოს. სამართლიანობაში იგულისხმება პროვოკატორთა საკადრისი დასჯა, რომლებმაც დეზინფორმაცია გაავრცელეს, ხოლო …

ბათუმში, მასობრივ არეულობაში ბრალდებულ 17 წლის არასრულწლოვანს სკოლაში არასდროს უვლია

11 მარტის ბათუმის აქციაზე მოწყობილი მასობრივი არეულობის და პოლიციელების მიმართ თავდასხმის საქმეში კიდევ ორი ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვა დახურულ სხდომაზე, ახლახანს დასრულდა. სხდომას ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი უძღვებოდა. ერთ-ერთი არასრუწლოვანი ბრალდებული 16 წელს მიუღწეველია. ის სასამართლომ 3 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მეორე არასრულწლოვანი 17 წლისაა. ის გუშინ დააკავეს სამართადამცველებმა. …

Exit mobile version