პუტინი ფრონტის ხაზის საჯარისო დანაყოფებსაც კი ვერ აკონტროლებს – მამულაშვილი

„რუსეთის ტერიტორიაზე დაიწყო გამათავისუფლებელი მოძრაობა და ეს აუცილებლად გაფართოვდება,“ – ასე აღიქვამს ბელგოროდში დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებს მამუკა მამულაშვილი, „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი. მას დღეს, 24 მაისს, ვესაუბრეთ იმაზე, თუ რა ხდება ამჯერად ფრონტზე: რა ფაქტორი შეიძლება გახდეს საბრძოლო მოქმედებების დაწყება რუსეთის ტერიტორიაზე და რა შემთხვევაში მოახერხებს უკრაინა კონტრშეტევის დაწყებას? „მასშტაბური შეტევა მიდის ბელგოროდის ოლქზე…“ – გვიყვება …

რუსებს უნდათ „ქართული ლეგიონი“ ერთიანად გაანადგურონ – ინტერვიუ მამუკა მამულაშვილთან

რატომ უკრაინაში უკრაინისთვის, როგორ დაიწყო რუსეთთან ბრძოლა ჯერ კიდევ 14 წლისამ, რა სჭირდება დღეს ყველაზე მეტად უკრაინას და რატომ წყდება საქართველოს ბედი უკრაინის ომში – „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ვრცელი ინტერვიუ მისცა: __ ჩვენ რუსეთის ლოგისტიკასა და სამეთაურო ცენტრებს ვანადგურებთ, კარგად ვართმევთ თავს ჩვენზე დაკისრებულ ამოცანებს. ეს, რასაკვირველია, არ მოსწონთ. …

რუსეთი მამუკა მამულაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას იწყებს

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურს, მამუკა მამულაშვილს, ომის დანაშაულებების ჩადენის ბრალდებას უყენებს. კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, უწყების თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა უკვე დაავალა საგამოძიებო განყოფილებას, გამოიძიონ რუსი სამხედროების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრონ მამუკა მამულაშვილს. მას რუსეთის ფედერაცია ომის წარმოების წესების დარღვევაში და რუსული გვარდიისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების …

„ვიგერიებთ მტერს“ – უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი

„სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, მაგრამ პანიკა არ შეიმჩნევა,“ – ამბობს „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი უკრაინაში, მამუკა მამულაშვილი. ბოლო ინფორმაციით, დაბომბვას უკრაინაში ამ დროისთვის 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 9 დაშავდა. ქართველი მებრძოლის თქმით, რუსეთმა ამ ეტაპზე იერიში საბრძოლო პოზიციებზე მიიტანა, ასევე აეროდრომებსა და სტრატეგიულ ობიექტებზე. „ძირითადი იერიშია სამხედრო ობიექტები, კომუნიკაციების გაწყვეტა, სტრატეგიული ობიექტები… ჩვენ გუშინ უკვე მობილიზებული …

ეს საქართველოსთვის ბრძოლაა – ქართველი ლეგიონერი კიევიდან

„ჩვენი მოხალისეების ნაწილი უკვე საბრძოლო პოზიციაზე გადაისროლეს, ნაწილი ისევ ინსტრუქტორად მუშაობს კიევში, სამოქალაქო ჯგუფებთან, რომ მათ გადაუდებელ სიტუაციებში ადეკვატური რეაგირება შეძლონ… ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არის, თუმცა ყველა სცენარისთვის ვართ მზად,“ – გვითხრა მამუკა მამულაშვილმა, უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელმა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 თებერვალი ერთობის დღედ გამოაცხადა. რუსეთი უარყოფს უკრაინაში შეჭრის განზრახვას, თუმცა მან …

უკრაინაში მებრძოლი: საქართველოს ოკუპაციას რამდენიმე საათი დასჭირდება, თუ აქ დავმარცხდით

„თუ რუსეთმა უკრაინაში წარმატებას მიაღწია, საქართველოს ოკუპაცია რამდენიმე საათის საქმე იქნება,“ – მიიჩნევს მამუკა მამულაშვილი. ის უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელია და ამ ეტაპზე მოქალაქეებს წვრთნის – როგორ იმოქმედონ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში. დღეს, 24 იანვარს, ნატომ [ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია] განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო მობილიზების საპასუხოდ, აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ხომალდებსა და თვითმფრინავებს გაგზავნის. ბოლო თვეების განმავლობაში …

Exit mobile version