„ხმა უნდათ, რომ ახლა მივცეთ, ხომ?“ – ხუმრობით ცდილობს ახსნას გონიოს ციხესთან ახლოს, საცხოვრებელი კორპუსების ეზოების გადათხრა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სულხან კახაძემ. ის აქვე ცხოვრობს და მიიჩნევს, რომ ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენას ცდილობს „ქართული ოცნება“. ცნობილია, რომ გონიოში სასმელი წყლის პრობლემა წლებია აქვთ, წყლის ახალი მილებისთვის კი, ეზოები „გადამწყვეტ“ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გადათხარეს. …
Tag Archives: მათე ფუტკარაძე
4 მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია ამომრჩეველს მოუწოდებს „ჩიქოვანის კლანი“ არ აირჩიონ
გონიოს პოლიგონის პრობლემა, კანალიზაციის სისტემისთვის გამოყოფილი თანხის კოვიდბიუჯეტში გადარიცხვა, ნაგავსაყრელი და ჭოროხის გზა, რომელიც არ გაკეთდა – ეს 4 პრობლემა ბათუმის მე-4 მაჟორიტარულ ოლქიდან 30 მარტს შემაჯამებელ ბრიფინგზე დაასახელა ბათუმის საკრებულოს ოპოზიციამ. 2 აპრილს ბათუმის მე-4 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნებია. ეს არჩევნები გადაწყვეტს, ბათუმის საკრებულო ოპოზიციური იქნება თუ არა. „არ აირჩიოთ ჩიქოვანის კლანი საკრებულოში,“ – …
Continue reading “4 მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია ამომრჩეველს მოუწოდებს „ჩიქოვანის კლანი“ არ აირჩიონ”
ენმ სასამართლოში ჯინჭარაძის კანდიდატურის მოხსნას ითხოვს – „ამომრჩევლის მოსყიდვა დადასტურდა“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოში 2 აპრილის შუალედურ არჩევნებზე რამაზ ჯინჭარაძის კანდიდატურის მოხსნას ითხოვს. რამაზ ჯინჭარაძე „ქართული ოცნების“ კანდიდატია ბათუმის მე-4 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც 2 აპრილს შუალედური არჩევნები გაიმართება. „ამომრჩევლის მოსყიდვა დასტურდება, ჩვენ სასამართლოში დავუდასტურებთ, რომ ადამიანების მასობრივი გადმოწერა ამ ოლქში უკავშირდება მოსყიდვას, ეს გამოჩნდა „ტვ პირველის“ მასალითაც, როცა ადამიანები ჰყვებიან, რომ ბინის მიღების სანაცვლოდ გააკეთეს …
რა შეცვალეს კანდიდატებმა უკრაინის ომის შემდეგ – 2 აპრილს ბათუმში არჩევნებია
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ანუ 24 თებერვლიდან, ბათუმში შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს საჯარო საარჩევნო აქტივობები აღარ აქვთ. „ქართული ოცნების“ კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე ამბობს, რომ წინასაარჩევნო კამპანია ომის დაწყების შემდეგ გაურკვეველი ვადით შეწყვიტა, ხოლო ოპოზიციური ერთობის კანდიდატს, მათე ფუტკარაძეს, მხოლოდ კარდაკარ შეხვედრები აქვს. ბათუმში შუალედური არჩევნები 2 აპრილს გაიმართება. ამ არჩევნებზე ბათუმის მე-4 მაჟორიტარულ ოლქში აირჩევენ …
Continue reading “რა შეცვალეს კანდიდატებმა უკრაინის ომის შემდეგ – 2 აპრილს ბათუმში არჩევნებია”
„მამის გარდაცვალების შემდეგ გადავწყვიტე პოლიტიკაში ჩართვა“ – ინტერვიუ მათე ფუტკარაძესთან
„მამის გარდაცვალების შემდეგ გადავწყვიტე პოლიტიკაში ჩართვა, მანამდე გამორიცხული მქონდა ეს, სხვა გეგმები მქონდა,“ – ამბობს მათე ფუტკარაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი 2 აპრილის ბათუმის შუალედურ არჩევნებში. ბათუმის საკრებულოს წევრს ამჯერად მხოლოდ ბათუმის №4 მაჟორიტარულ ოლქში აირჩევენ, რადგან გასული წლის ოქტომბერში ამ ოლქში არჩეული ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. 24 ნოემბერს კი „ერთიანმა ნაციონალურმა …