ბათუმში „მაგნოლიას“ რეაბილიტაციის პროექტზე კონკურსი ხელახლა გამოაცხადეს

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუს „მაგნოლიას“ რეაბილიტაციისთვის დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი ხელახლა გამოაცხადა.  წინა კონკურსი, სადაც წინადადებების მიღება 2026 წლის 16 ივლისს დასრულდა, არ შედგა. შესყიდვების პორტალის მიხედვით კონკურსში მონაწილეობა არავინ მიიღო. ხელახალი კონკურსიც 2,5 მილიონი ლარითაა გამოცხადებული [დღგ-ს გარეშე]. წინადადებების მიღება კი, ამჯერად 2026 წლის 19 აგვისტოს დაიწყება და 24 …

2,5 მილიონით ბათუმში „მაგნოლიას“ რეაბილიტაციის პროექტზე კონკურსი გამოაცხადეს

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუს „მაგნოლიას“ რეაბილიტაციისთვის დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა.  დოკუმენტაციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2,5 მილიონი ლარია დღგ-ს გარეშე. მთლიანობაში რა თანხა იქნება საჭირო „მაგნოლიას“ რეაბილიტაციისთვის, სწორედ ამ დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადების შემდეგ გახდება ცნობილი. „შენობა-ნაგებობის ამჟამინდელი მდგომარეობა უარყოფითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებსა და მთლიანად ურბანულ გარემოსა …

ბულვარმა ყველაზე ვიზიტირებადი ტურისტული ადგილის ტიტული მოიპოვა

ბათუმში „მაგნოლია 2019“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდნენ. ბათუმის ბულვარმა ტურიზმის დაჯილდოებაზე რეგიონის „ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული ადგილის“  ტიტული წარდგენილ 13 ნომინანტს შორის მოიპოვა. გარდა ამისა, სსიპ „ბათუმის ბულვარი“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ მადლობის სიგელით დაჯილდოვდა მიმდინარე წელს განხორციელებული ადაპტირებული საპლაჟო ინფრასტრუქტურული პროექტისათვის, როგორც განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა და ინკლუზიური ტურიზმის ხელშეწყობა. …

დიდყვავილიანი მაგნოლიას გზა ამერიკიდან ევროპამდე

საფრანგეთის ეროვნული მემცენარეობის ბიბლიოთეკის დირექტორი, დანიელ ლეჟენი,  ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ს დიდი, თეთრყვავილიანი მაგნოლიას ისტორიას უამბობს, რომელიც ევროპაში ჩრდილოეთ ამერიკიდან გავრცელდა XVIII საუკუნეში. 1703 წელს, იმ პერიოდში განთქმულმა ბოტანიკოსმა, მამა ჟაკ პლუმიერმა, ლუიზიანაში ექსპედიციის დროს აღწერა პრიალა, გამძლეფოთლებიანი ხე დიდი, თეთრი და სურნელოვანი ყვავილებით. ჟაკ პლუმიერმა მოყვავილე ხეს „მაგნოლია“  ცნობილი ბოტანიკოსის, პიერ მაგნოლის (1638-1715) პატივსაცემად …

ბათუმში, „მაგნოლიაში“, რამდენიმე ბინა გაქურდეს

გუშინ, ღამით, ხიმშიაშვილის ქუჩაზე. ე.წ. კორპუს „მაგნოლიაში“ რამდენიმე ბინა გაქურდეს. ერთ-ერთი დაზარალებულის ინფორმაციით, ბინებში, სავარაუდოდ, აივნებიდან შეაღწიეს, რადგან რამდენიმე მესაკუთრეს ბინა შიდა მხრიდან დაკეტილი დახვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

მაგნოლიების ისტორია ბათუმში

ბათუმში მაგნოლიების დარგვა ბულვარის განაშენიანებასთან ერთად დაიწყეს. 1889 წელს ბულვარის განაშენიანების პროექტის ფარგლებში აქ ოცამდე მაგნოლიის ხე დაირგო. „აჭარაში მაგნოლიები ჩრდილოეთ ამერიკიდანაა ჩამოტანილი. ზღვისპირეთში ძირითადად დიდყვავილა მაგნოლიის (Magnolia grandiflora) სახეობა გვხვდება, რომელიც მაისის ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში ყვავილობს,“ – ამბობს ნათელა ვარშანიძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. ბათუმის მერიის თქმით, ამჟამად ბულვარის ტერიტორიაზე …

ახალი ნერგი ასწლოვანი მაგნოლიის ფესვზე

ბათუმის ბულვარში ასწლოვანი მაგნოლიის ფესვზე, რომელიც 2016 წლის ზამთარში, დიდთოვლობის დროს წაიქცა, ახალი ნერგი იზრდება. ხის წაქცევის ფაქტს მაშინ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ასწლოვანი ხის წაქცევის შემდეგ „ფეისბუქში“ ამ ხესთან დაკავშირებულ ისტორიებზე წერდნენ: „ მაგნოლიის ფოთოლზე დაწერილ წერილებს უგზავნიდნენ ერთმანეთს შეყვარებულები ძველ ბათუმში. მარკით, საფოსტო შტამპით და პროცედურების სრული დაცვით. ალბათ ბევრი სიყვარული აუხსნია …

Exit mobile version