რუსული მედიის თანახმად, ჰონდურასის პრეზიდენტ, ნასრი ასფურასთან შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბელარუს-უკრაინის საზღვართან ახლოს განთავსებულია რეტრანსლატორები, რომლებიც, მისი თქმით, „ცეცხლის კორექტირებას ახდენენ“. ზელენსკის აზრით, ეს ბელარუსს სამხედრო კონფლიქტში ითრევს. უკრაინის პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ ეს „ტექნიკა“ ერთ კვირაში გამოირთოს. „ვფიქრობ, ერთი კვირა საკმარისი იქნება ამის გასაკეთებლად. რატომ ვამბობ ერთ კვირას? იმიტომ, რომ …
Tag Archives: ლუკაშენკო
პროდუქტების გაიაფება – პოპულისტური იარაღი ავტორიტარი მმართველების ხელში
ავტორიტარული რეჟიმები ხშირად მიმართავენ პოპულისტურ რიტორიკას ფასების ზრდასთან დაკავშირებით: ხელისუფლება საზოგადოებას აჩვენებს, რომ იცავს მათ ინტერესებს, ხოლო ფასების ზრდის მიზეზად ხშირად „ხარბ“ ბიზნესმენებს ასახელებს. მაგალითები მოწმობს, რომ მსგავსი ინიციატივები საზოგადოებრივი უკმაყოფილების განმუხტვას ისახავს მიზნად და უფრო მოკლევადიან ეფექტზეა ორიენტირებული, ვიდრე რეალურ და სისტემურ ცვლილებებზე. პროდუქტების მაღალი ფასები საქართველოში დიდი ხნის გამოწვევაა, თუმცა პოლიტიკოსების დღის წესრიგის …
Continue reading “პროდუქტების გაიაფება – პოპულისტური იარაღი ავტორიტარი მმართველების ხელში”
თავისუფლება პოლიტპატიმრებს! – ბათუმში ბელარუსებმა ლუკაშენკოს რეჟიმი გააპროტესტეს
დღეს 21 მაისს, ბათუმში, ლუკაშენკოს რეჟიმს გამოქცეულმა ბელარუსებმა რეჟიმი გააპროტესტეს. აქციაზე მათ იმ ადამიანების ფოტოები გამოფინეს, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმმა იმსხვერპლა. „ეს ადამიანები ლუკაშენკოს რეჟიმის მსხვერპლები არიან. ზოგი პოლიტპატიმარი ბელარუსიის ციხეში გარდაიცვალა, ზოგი ისევ ციხეშია. ადამიანები, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან, იდევნებიან. ათასზე მეტი ადამიანია დაკავებული პოლიტიკური ნიშნით. მათ შორის არასრულწლოვნები“-ამბობს ოლგა ბიგელი. ვიდეო საპროტესტო აქციიდან:
ბელარუსმა მოთხილამურემ პოლიტიკური მიზეზების გამო სამშობლო დატოვა
17 წლის ბელარუსი მოთხილამურე, დარია დოლიდოვიჩი ოჯახთან ერთად სამშობლოდან წავიდა, მას შემდეგ, რაც პეკინის ოლიმპიადაზე ასპარეზობა აუკრძალეს – წერს „როიტერსი“. ოჯახი მიიჩნევს, რომ აკრძალვის მიზეზი, შესაძლოა, ბელარუსის პრეზიდენტის – ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელახალი არჩევის წინააღმდეგ 2020 წელს გამართულ ქუჩის საპროტესტო აქციებში მონაწილეობა იყოს: „დარიას ჩამოერთვა კონკურსებში მონაწილეობის უფლება და მე ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას იმისა, რომ …
Continue reading “ბელარუსმა მოთხილამურემ პოლიტიკური მიზეზების გამო სამშობლო დატოვა”
„უნდა ამერჩია ბათუმი ან ციხე“ – ცნობილი ბელარუსი უფლებადამცველის ცხოვრება ბათუმში
რომან კისლიაკი ბელარუსი იურისტი, უფლებადამცველი და სამოქალაქო აქტივისტია ქალაქ ბრესტიდან. იგი წელს, ზაფხულში ჩამოვიდა ბათუმში საცხოვრებლად. რომანი 2005 წლამდე ადვოკატად მუშაობდა ბელარუსში, შემდეგ კი გაეროს კომიტეტში – ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით. ამავე დროს იყო მოძრაობა „За Свободу“-ს საბჭოს წევრი. მიზეზი, რის გამოც იურისტმა მშობლიურ ქალაქში ცხოვრებას ბათუმში ჩამოსვლა ამჯობინა, ბელარუსში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას უკავშირდება. რომანი …
Continue reading “„უნდა ამერჩია ბათუმი ან ციხე“ – ცნობილი ბელარუსი უფლებადამცველის ცხოვრება ბათუმში”