ჯერ სიგარეტი და ფული სთხოვეს, შემდეგ სცემეს – ბათუმში 3 უკრაინელ ბავშვს ათამდე მოზარდმა სცემა

ბათუმში, მე-13 საჯარო სკოლის წინ, ავტობუსის გაჩერებაზე, ათამდე ქართველი მოსწავლე, 3 უკრაინელ მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა. ბავშვებს, როგორც ერთ-ერთი დაზარალებულის მშობელი ამბობს, სახეზე აღენიშნებათ დალურჯებები. შემთხვევა ბათუმში, 9 ნოემბერს, პარასკევ დღეს მოხდა, დაახლოებით 15:30 წუთზე, სკოლის წინ, ავტობუსის გაჩერებაზე. „ჩემი შვილი სამ თანაკლასელთან ერთად სკოლიდან მოდიოდა, როცა ავტობუსის გაჩერებაზე ერთი მოზარდი მიუახლოვდა და სიგარეტი სთხოვა. როცა …

უკრაინელ ბავშვებს ბათუმში სასკოლო წიგნების ამოსაბეჭდად დახმარება სჭირდებათ

ბათუმის მე-20 სკოლაში 900 უკრაინელი ბავშვი სწავლობს უკრაინულ სექტორზე. შევსებულია ყველა საფეხური პირველიდან მე-11 კლასის ჩათვლით, უკრაინულ სექტორზე პარალელური კლასებიც არის. მოსწავლეებს სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიების ამობეჭდვა თავად უწევთ. თითო საგნის სახელმძღვანელოს ამოსაბეჭდად მშობლებს დაახლოებით 25-40 ლარი სჭირდებათ. სახელმძღვანელოებს ახლავს მოსწავლის რვეულებიც. უკრაინელი მშობლები საქართველოს მოქალაქეებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს თხოვნით მიმართავენ, დაუჭირონ მხარი  წიგნების ამობეჭდვაში. უკრაინელი …

აფხაზეთიდან დევნილმა ქალმა, პოლონეთში უკრაინელები შეიფარა

„არსებობს ქვეყანა, სადაც ომი არასდროს იქნება? მოდი ყველანი იქ წავიდეთ“, – ეს სიტყვები მარიუპოლის ჯოჯოხეთს გამოქცეულ 6 წლის გოგოს ეკუთვნის, რომელიც პოლონეთში, აფხაზეთიდან დევნილმა ქართველმა, მეგი ბიბილურმა შეიფარა. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსებმა ომი დაიწყეს, მეგი იმ დღიდან ზრუნავს უკრაინიდან ლტოლვილ ადამიანებზე. „ბათუმელებთან“ იმაზე ჰყვება, რაც ბავშვებმა და ქალებმა უკრაინიდან პოლონეთამდე გაიარეს. მეგი, როგორც ვიცით, …

სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან 392 ლტოლვილი ბავშვისთვის მასწავლებლებს გადაამზადებენ

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2 ათასი მასწავლებლის გადამზადებას გეგმავს. ეს პედაგოგები საქართველოში უცხო ქვეყნებიდან ლტოვილ ბავშვებს ქართულ სკოლებში ასწავლიან. როგორც ცენტრში გვეუბნებიან, უკვე შემუშავებულია პედაგოგების გადამზადების ტრენინგმოდული და მისი განხორციელება დაახლოებით ივნისში დაიწყება. როგორც ცენტრში გვეუბნებიან, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას, რამდენი ლტოლვილი ბავშვი სწავლობს ქართულ სკოლებში. ცენტრი ვერც იმის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, რა თანხებია …

Exit mobile version