სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი უფროსის, არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრის” დირექტორ ლონდა თოლორაიას შეფასებით, მზია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნა არც პოლიციელზე თავდასხმაა და არც პატიმრობის გამოყენების საფუძველი იყო სახეზე. ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდების საქმეზე, რაც ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაში …
Tag Archives: ლონდა თოლორაია
„აღსრულება ვეღარ მოხდება“ – იურისტი საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე
„მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა თანამდებობიდან გათავისუფლებული სახელმწიფო ინსპექტორისთვის ორი ახალი ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან რომელიმეზე დანიშვნის შეთავაზება, ანდა ერთ-ერთზე მისი ავტომატური გადანიშნვა ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო სამართლიანი კომპენსაციის გადახდა, რაც მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნებოდა უფლებაში ჩარევის ინტენსიურობის შემცირებისა და ზიანის მინიმალიზაციის თვალსაზრისით,“ – მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლომ „ლონდა თოლორაიას საქმეზე“. დღეს, 17 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ …
Continue reading “„აღსრულება ვეღარ მოხდება“ – იურისტი საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე”
უფრო მეტ ადამიანს მოუსმენენ – თვალთვალის ახალი წესი „სუს-ის ფაილების“ სკანდალის შემდეგ
„…სულაც არ გამოვრიცხავ, იქ, სადაც ადამიანებს უსმენენ, იგივე „სუს-ის ფაილების“ სკანდალის შემდეგ, ყოფილიყო პროტესტი, რომ უკანონოდ აღარ მოუსმენდნენ, ამ ცვლილებით კი, მასშტაბი ფართოვდება – უფრო მეტ ადამიანს მოუსმენენ და თან კანონის სახელით“, – ამბობს ლონდა თოლორაია. ის ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორია, რომელიც იმის გამო, რომ უკანონოდ ფარულ მოსმენებსაც ხშირად აპროტესტებდა, დღეს აქვს სტატუსი – „ყოფილი“. ლონდა …
საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ბათუმში მოვალეობის შესრულება მოსთხოვეს – თოლორაიას საქმე
დღეს, 23 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრებილი ადამიანები ტრანსპარანტებს მიღმა ყველაზე ხშირად სიტყვა „ისტორიულს“ ახსენებდნენ – „საკონსტიტუციო სასამართლოს 3 დღე დარჩა, რომ დემოკრატია დაიცვას, ეს ისტორიული მომენტია,“ – აღნიშნავდნენ აქციის მონაწილეები. სამოქალაქო ორგანიზაციები – „არ გადადო“, „სირცხვილია“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და მოსამართლეებს სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას შუამდგომლობის განხილვა მოსთხოვეს. საქმე უნდა განიხილოს …
რა შეუძლია საკონსტიტუციოს 4 დღეში „ლონდა თოლორაიას საქმეზე“ – იურისტის განმარტება
„საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავზე დამოკლეს მახვილი ჰკიდია, რომელიც ოთხი სამუშაო დღის დროითი ინტერვალით არის შემოსაზღვრული,“ – ამბობს საიას იურისტი, ვასილ ჟიჟიაშვილი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ლონდა თოლორაიას ინტერესებს იცავს. ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსია, თუმცა მისი სამსახური პირველი მარტიდან უქმდება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების და მის ნაცვლად ორი ახალი უწყების შექმნის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა …
Continue reading “რა შეუძლია საკონსტიტუციოს 4 დღეში „ლონდა თოლორაიას საქმეზე“ – იურისტის განმარტება”