ხვალ შეიძლება ციხეში შემაბრუნონ საკონსტიტუციოს გულგრილობის გამო – ყოფილი პატიმარი

მოქალაქე ლეონიდე მიქაბერიძე ყოფილი პატიმარია, რომელიც პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის და ამავდროულად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს ელის. მუხლი [პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლას ან ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია], რომლის მიხედვითაც მის დასჯას ითხოვს პროკურატურა, ლეონიდემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. მისი აზრით, სასჯელი, რასაც ეს სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს, ანტიკონსტიტუციურია. ყოფილი პატიმრის სარჩელის განხილვა სკონსტიტუციომ ორნახევარი წლის წინ – …

დაპირისპირება ციხის უფროსთან, რის გამოც მას ციხეში უპირებენ შებრუნებას – ლეონიდეს ამბავი

„როცა სვამ კითხვებს და აპროტესტებ, სისტემა ყოველთვის გიპირისპირდება, ძალიან რთულია. როცა სისტემა გეჯახება, თითქოს ყველა პირს კრავს შენს წინააღმდეგ. ხვდები, რომ იტანჯები, მაგრამ უბრალოდ სხვანაირად არ შეგიძლია რა,“ – გვიყვება ლეონიდე მიქაბერიძე. ის ყოფილი პატიმარია და ექვსწლიანი პატიმრობის შემდეგ ბათუმის ციხე რამდენიმე თვის წინ დატოვა. გამორიცხული არაა, ლეონიდე რამდენიმე დღეში ისევ ციხეში დაბრუნდეს. მას გამოძიება …

პატიმარი ითხოვს, რომ მოსამართლემ განაჩენი გამოუტანოს

მსჯავრდებული ლეონიდე მიქაბერიძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის დროულად მიღებას სთხოვს. ის მსჯავრდებულიცაა და ბრალდებულიც. მისთვის ერთ-ერთ საქმეზე ბრალის წარდგენიდან [2017 წლის 14 აგვისტო] 3 წელი და 5 თვე გავიდა, თუმცა განაჩენი პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ დრომდე არ მიუღია. ლეონიდე მიქაბერიძე სასჯელს სხვა საქმეზე მე-2 დაწესებულებაში იხდის. ლეონიდე მიქაბერიძის ოჯახი ფიქრობს, რომ მსჯავრდებულს უახლოეს დღეებში ამნისტია …

როგორ ამტკიცებს პატიმარი, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციოს მოსამართლეებს მოატყუა

„…ხელისუფლება არის ყველაფერზე წამსვლელი, რათა პატიმართა უფლებების დარღვევის ყოველი ფაქტი უარყოს ან მიჩქმალოს,“ – გვწერს ციხიდან პატიმარი ლეონიდე მიქაბერიძე. ეს ის პატიმარია, რომელმაც საკონსტიტუციოში სასამართლო დავა სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ 2016 წელს მოიგო. ამჯერად ლეონიდე მიქაბერიძე პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. ლეონიდე მიქაბერიძე სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული – 378-ე მუხლის მეხუთე ნაწილს  მიიჩნევს არაკონსტიტუციურად. ეს მუხლი …

პატიმარმა პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში სარჩელი შეიტანა

პატიმარმა ლეონიდე მიქაბერიძემ პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. იგი ბათუმის მე-3 დაწესებულებაში იხდის სასჯელს. ლეონიდე მიქაბერიძე თაღლითობისთვის 2014 წელს გაასამართლეს და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ახლა იგი ციხეში ჩადენილი დანაშაულისთვისაა ბრალდებული და თუკი სასამართლო მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, მას მინიმუმ 10 წლით დაუმატებენ თავისუფლების აღკვეთას. პატიმარი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის …

პატიმარი: საკონსტიტუციომ ხელით შევსებული სარჩელი არ ჩაიბარა, ელექტრონულს მთხოვენ

„გაურკვეველია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნა სარჩელის ელექტრონული ვერსიის აუცილებლობასთან დაკავშირებით. სად ვნახო კომპიუტერი? იქნებ არც ერთი ადვოკატი არ იღებს საქმეს? მაშინ არ მაქვს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება სამართლიანობისთვის?“ – კითხულობს ბათუმის ციხეში მყოფი პატიმარი, ლეონიდე მიქაბერიძე. რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ მის სარჩელზე ხარვეზი დაადგინა  – სასამართლომ პატიმარს წარმომადგენლის დანიშვნა და სარჩელის ელექტრონული ვერსია მოსთხოვა. „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ …

პატიმარს, რომელმაც თვითდაზიანება მიიღო, ოპერაცია გაუკეთეს

„პატიმარი, რომელმაც თვითდაზიანება მიიღო, ოპერაცია გაუკეთეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ – ამბობს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე. ის დღეს ბათუმის ციხეში პატიმრებს შეხვდა. ცოტნე ანანიძის თქმით, მსჯავრდებულმა საშუალო ხასიათის თვითდაზიანება დაახლოებით ორი კვირის წინ მიიღო. „ის აპროტესტებდა მის წინააღმდეგ არსებულ სისხლის სამართლის საქმეს და მიმართავს პროკურატურას. რა საგნით მიიყენა დაზიანება, …

პატიმრის ცოლი: პაემნის უფლებას გვიზღუდავენ სასამართლოში საქმის მოგების მიუხედავად

„პაემნის უფლებას გვიზღუდავენ. ჩემს ქმარს ციხეში ხან ეუბნებიან, რომ რემონტია, ან დაკავებულია პაემნების ოთახი, ან დანიშნავენ პაემანს და ოჯახის წევრებს არ გვატყობინებენ. ჩემმა მეუღლემ სასამართლო სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ უკვე მოიგო, მაგრამ ბათუმის ციხის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შესრულება არ სურს, 2014 წლიდან დღემდე ხანგრძლივი პაემნით მხოლოდ ორჯერ ვისარგებლეთ,“ – ამას მსჯავრდებულის და იმავდროულად ბრალდებულის, ლეონიდე მიქაბერიძის ცოლი …

Exit mobile version