ბათუმის პორტში 2 დღეა რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტებით დატვირთული გემი დგას

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს, 27 ივნისს, ბრიფინგზე დაადასტურა, რომ ბათუმში სანქცირებული ტვირთი შემოიტანეს. მინისტრის თქმით, საბაჟოს ამ ტვირთის შემოტანაზე თანხმობა არ გაუცია. გემი ახლაც ბათუმის პორტში დგას. საუბარია სანქცირებული „როსნეფტის“ ნავთობპროდუქტებზე, რომელიც „მთავარი არხის“ ინფორმაციით, გუშინ, 26 ივნისს, თურქული დროშის ქვეშ მცურავმა ტანკერმა – ESEN KA-მ შემოიტანა საქართველოში. „ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება ეხებოდეს სანქციებს, …

ნებისმიერს გადმოგეცემათ სასურველი ტყე – მინისტრი პრემიერის ცოლისთვის ტყის მიცემაზე

„დღეს, თითოეულ თქვენგანს, ვინც აქ ესწრებით პრესკონფერენციას, შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და მე თქვენ გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენთვის სასურველი ტყის ობიექტი, სათანადო პასუხისმგებლობის ფარგლებში, თქვენ გადმოგცენ, ასევე საიჯარო ვალდებულებებით“, – უთხრა დღეს, 31 იანვარს, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს. ჟურნალისტებმა დღეს დავითაშვილს ჰკითხეს, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლისთვის ბაკურიანში ტყის გადაცემაზე. მინისტრის …

რას სთავაზობს მთავრობა თურქეთში დასაქმებულებს – მინისტრის განმარტება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, თურქეთში სეზონური დასაქმება შესაძლოა მნიშვნელოვნად ჩანაცვლდეს საქართველოში, სოფლის მეურნეობაში შექმნილი სამუშაო ადგილებით. ამის შესახებ დავითაშვილმა დღეს, 21 ივლისს, განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ. „ჩვენ გვესმის, რომ ძალიან დიდი სურვილი იყო აჭარაში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმების ჩვენ მეზობელ თურქეთის რესპუბლიკაში. ჩვენ ორგანიზებულად, აჭარის …

აგრარული ბაზრები იმუშავებენ, თუ სტანდარტებს დაიცავენ – დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, აგრარული ბაზრები დიდწილად წარმოადგენენ დაავადების გავრცელების მაღალ რისკს, ამიტომ მათი ფუნქციონირება შეიზღუდა, თუმცა იქნება გამონაკლისებიც. „კონკრეტულად, აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი ისინი სტანდარტის დაკმაყოფილებას შეძლებენ. სტანდარტი შეიმუშავა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთანაც. აღნიშნული სტანდარტი ითვალისწინებს შემდეგ მოთხოვნებს: მოვაჭრე პერსონალს უნდა ჰქონდეს სპეციალური დამცავი …

გვექნება მექანიზმი, რომ ფასები შევინარჩუნოთ 7 ძირითად პროდუქტზე – დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანას სურსათის მარაგის დეფიციტი არ აქვს: „შეკვეთები გზაშია, ამინდის გამო რთულდება ფოთში ჩამოსული გემებიდან პროდუქტების ჩამოტვირთვა, მეორე მხრივ, დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში დამაკავშირებელ მარშრუტზე, ამინდის გამო, არის სირთულეები. ლარსზე არის ძალიან დიდი რიგი, სურსათით დატვირთული 1000-ზე მეტი  მანქანა დგას დღეს ლარსზე, რადგან ზვავსაშიშროების გამო გაწმენდითი სამუშაოები …

ბატონო პრემიერო, ეს არის ჩვენი ბოლო მომართვა – აქტივისტები რივიერას დასაცავად

საზოგადოება „ბათომი“, საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ და ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ ბათუმის კონცხზე ხუთი კოშკის დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს, ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართავენ. მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: მოგმართავთ ისევ „რივიერა ბათუმის“ პროექტთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, გვაქვს დასაბუთებული არგუმენტები პროექტის მიზანშეწონილობას და რისკებთან დაკავშირებით და, …

რივიერაზე მშენებლობა საშიშია – პრემიერს და გარემოს მინისტრს გზშ-ს მოთხოვნით მიმართეს

ბათუმი რივიერაზე ცათამჯენების მშენებლობის რისკების შესახებ საზოგადოება „ბათომი“, მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ და „მწვანე ალტერნატივა“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიმართავენ. განცხადების ავტორები მოითხოვენ, კონცხზე დაგეგმილი მშენებლობიდან გამომდინარე სავარაუდო რისკებისა და კატასტროფის თავიდან ასარიდებლად, აუცილებლად ჩატარდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რის მომზადებაც  მშენებელი კომპანიისთვის სახელმწიფოს ამ დრომდე არ დაუვალებია. განცხადების შინაარს …

Exit mobile version