ხელვაჩაურში თიხისგან დამზადებული წყლის მილები იპოვეს – „შესაძლოა ეს იყო მეჩეთის სისტემა“

ხელვაჩაურში, სოფელ ვაშალომიძეებში, თიხისგან დამზადებული, წყლის ძველი მილები იპოვეს. „მიწას ტრაქტორი თხრიდა და ამ დროს გამოჩნდა წყლის მილები. ეტყობოდა, რომ ძველი მილები იყო და სპეციალისტებს დავურეკეთ,“ – ამბობს მერაბ ღოღობერიძე, წყლის ძველი მილები მის ეზოში აღმოჩნდა. „პირველადი დათვალიერებით, თიხის შემადგენლობით და ფაქტურის მიხედვით, ეს უნდა იყოს სავარაუდოდ მე-18, მე-19 საუკუნის, ან მე-20 საუკუნის 20-იანი წლების …

გონიოს არქეოლოგიური ზონა ბეტონის ქვეშ

გონიოს ციხის მიმდებარედ არსებული არქეოლოგიური ზონა სულ უფრო და უფრო მეტად  ექცევა ბეტონის ქვეშ. 2004 წლიდან დღემდე ამ ზონაში ჯერ საცხოვრებელი სახლები, შემდეგ კი დამხმარე ნაგებობები გაჩნდა და მათი რიცხვი თანდათან იზრდება. ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში სპეციალისტები შიშობენ, რომ გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორია, როგორც საკვლევი არქეოლოგიური ზონა, შესაძლოა სრულად აღმოჩნდეს ბეტონის ქვეშ და დაიკარგოს უნიკალური არქეოლოგიური …

როგორი იქნება რეაბილიტირებული ხიხანის ციხე [ფოტო]

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ხიხანის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. თითქმის აღდგენილია ციხის ერთ-ერთი, N3 კოშკი, ხოლო ამავე და კიდევ N2 კოშკის რეაბილიტაციაზე მორიგი ტენდერი 2018 წლის 3 მაისს დასრულდება. არსებობს ციხის სარეაბილიტაციო გეგმა და ამასთან, რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც „ადაპტირების გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო, რათა არ დაიკარგოს ისტორიული ნაგებობის ავთენტურობა… სხვა შემთხვევაში მივიღებთ ახალციხის რაბათის ახლადადაპტირებული კომპლექსის …

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლაშა ასლანიშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობაში დაუდასტურეს: „მას დაწერილი ჰქონდა განცხადება  გადადგომაზე და დაკმაყოფილდა.“ მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლაშა ასლანიშვილი სააგენტოში სამუზეუმო განყოფილების ხელმძღვანელად დარჩება.  ჯერჯერობით  არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, ვინ შეასრულებს სააგენტოს უფროსის მოვალეობას, ვიდრე ახალ ხელმძღვანელს მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე დანიშნავს. ლაშა ასლანიშვილი, როგორც …

რას სთავაზობს სახელმწიფო მესაკუთრეს, რომლის ისტორიული სახლი ინგრევა

ილია ევანის ოჯახი ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, ისტორიულ სახლში ცხოვრობს. ილია ამბობს, რომ სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და სახურავი თუ არ გამოიცვალა, მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი ზამთარს ვეღარ გაუძლებს. გენერალ უშაკოვის ყოფილ აგარაკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2016 წელს მიენიჭა. სახურავის გამოცვლაზე ილია ევანს უარი უთხრა ქობულეთის მერიამ რესურსების სიმცირის გამო. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიზნობრივი პროგრამები არ …

ბათუმში ძეგლის სტატუსის მქონე ექვსი კერძო სახლის რეაბილიტაცია იგეგმება

ბათუმში – დემეტრე თავდადებულის  N35, მაზნიაშვილის  N6 – აბაშიძის N15, ზუბალაშვილის N38, კომახიძის  N4, ჟორდანიას  N14,  ვ. გორგასლის  N24 და  ქობულეთში მდებარე -„ეფენდიევის ვილა“ – ეს  კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ის ძეგლებია, რომელთა რეაბილიტაციასაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გეგმავს. შენობები კერძო მესაკუთრეებს ეკუთვნით და იგეგმება არა მხოლოდ ფასადის შეკეთება, არამედ ძეგლის სტატუსის მქონე ამ შენობების სრული …

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ლაშა ასლანიშვილი უხელმძღვანელებს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ლაშა ასლანიშვილი დაინიშნა. ლაშა ასლანიშვილი პროფესიით ისტორიკოსია და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომელი. იგი სააგენტოში სამუზეუმო განყოფილებას ხელმძღვანელობდა. „ძველმა ბათუმმა მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნოს იერ-სახე. მე ვარ მოვალეობის შემსრულებელი და წინასწარ რაიმე სტრატეგიაზე მე ვერ ვსაუბრებ, მაგრამ ვთვლი, რომ თითოეული ბათუმელის ინტერესში უნდა შედიოდეს, შენარჩუნდეს ის, რასაც …

Exit mobile version