თბილისში 2 ადამიანი დაიღუპა კორპუსის ჩამონგრევის შედეგად

14 ივლისს თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა ერთი პირი. თბილისის მერმა კახა კალაძემ სადგურის მოედანზე კორპუსის ჩამონგრევას უბედური შემთხვევა უწოდა. მისი თქმით, კორპუსის მოსახლეობას შესთავაზეს ქირით გადასვლა შენობის დემონტაჟისა და მისი ჩანაცვლების პერიოდში, თუმცა კორპუსის ყველა მოსახლე არ იყო ამაზე თანახმა. კალაძემ აღნიშნა, რომ ჩამონგრეული კორპუსის მდგომარეობის შესახებ …

რა უთხრა კაცმა მოსამართლეს, რომელსაც 12 წლის შვილი კორპუსის ჩამონგრევის გამო დაეღუპა

“მანამდე მტვრევისგან საშინელი ხმაური ისმოდა კორპუსში… პირველი სართულიდან მოდიოდა ეს ხმები დაახლოებით 10 დღე, ჩვენ მესამე სართულზე ვცხოვრობდით,” – ხმადაბლა დაიწყო ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში სადარბაზოს ჩამონგრევის ამბის გახსენება გია შომახიამ. მან დღეს, 10 თებერვალს, სასამართლოს ჩვენება მისცა. გია შომახიამ 8 ოქტომბრის ტრაგედიის დროს 12 წლის დათა და ცოლი დაკარგა. ბათუმში კორპუსის ნანგრევებში …

ბინა იმავე ადგილას ან კომპენსაცია – რას ჰპირდება მერია ჩამონგრეული კორპუსის მეპატრონეებს

დღეს, 14 ოქტომბერს, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლელა სურმანიძე, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდება. იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ბინის მეპატრონე სხვაგან გადაწყვეტს ბინის შეძენას, მერია მას ფულად კომპენსაციას გადაუხდის. „მოვიდა ექსპერტიზის დასკვნა, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ კორპუსი არ ექვემდებარება გამაგრებას და საჭიროა …

რა ღირს კორპუსის უსაფრთხოების შემოწმება

თუკი საცხოვრებელ კორპუსში ბინები გადააკეთეს, კედლები დაშალეს, კორპუსს რამე დააშენეს ან მიაშენეს, ვინ შეამოწმებს და რა ფასად? – ეს კითხვა განსაკუთრებით ხშირად ისმის ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ. „ბათუმელებმა“ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იკითხა: რა პირობებით არის შესაძლებელი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური შემოწმება და რა ფასად? ექსპერტიზის ბიუროში განმარტეს, რომ მნიშვნელოვანია თითოეულ შემთხვევაში ექსპერტიზის წინაშე …

სამივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს – კორპუსის ჩამონგრევის საქმე

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა „ბათუმში კორპუსების ჩამონგრევის საქმეზე“ სამივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 11 ოქტომბერს, გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუშვა. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი …

შენობის ნანგრევებში მეხუთე ცხედარი იპოვეს — ის ბავშვია

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში, მაშველებმა დღეს დილით მეხუთე ცხედარი იპოვეს, ის მცირეწლოვანია. ამ დრომდე ნაპოვნი გარდაცვლილებიდან ორი ბავშვია, სამი კი ზრდასრული. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა. ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სადარბაზოსთან მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ცოცხლად ამოყვანილია 2 ადამიანი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. მთავარ …

დაახლოებით 10-15 ადამიანს ვეძებთ ნანგრევებში – გომელაური

ბათუმში შს მინისტრი ვახტაგ გომელაური იმყოფება. ის 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ კორპუსთან მოვიდა, სადაც კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან. გომელაური ამბობს, რომ ნანგრევებში 10-15-მდე ადამიანს ეძებენ, მათგან რამდენი შეიძლება იყოს ბავშვი, გომელაური ვერ აკონკრეტებს. შს მინისტრის თქმით, კორპუსის ჩამონგრების გამო დაკავებული არავინ არის, თუმცა გამოკითხვაზე იმყოფებიან ადამიანები. რა გახდა კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის მიზეზი, ამ კითხვაზე დადასტურებული პასუხი …

Exit mobile version