ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან მფრინავი ქალის ქანდაკებას ამჟამად დაზიანებული ნაწილი მწებავი ლენტით აქვს დაფიქსირებული. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია ქანდაკება აქ მიმდინარე სამუშაოების მიმდინარეობისას დაზიანდა თუ არა, თუმცა ქალაქის მერიის შესაბამის სამსახურში, რომელიც ქანდაკებების მოვლა-შენახვაზეა პასუხისმგებელი, ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. ცენტრალური პარკის კოლონადებს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ამჟამად რეაბილიტაცია-რესტავრაცია უტარდება. რესტავრაცია ჩაუტარდება მფრინავი ქალის ქანდაკებასაც, თუმცა პროექტში, …
Tag Archives: კოლონადები
1 მილიონი ლარი პარკის კოლონადებისა და საზაფხულო თეატრის რეაბილიტაცია-პროექტისთვის
ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადების რეაბილიტაციისთვის და ბულვარში, საზაფხულო თეატრის სარეაბილიტაციო პროექტის შესაძენად ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარია გამოყოფილი. შესაბამისი ტენდერები სახელმწიფო შესყიდვაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. ცენტრალური პარკის კოლონადები და საზაფხულო თეატრის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია. 502 456 ლარით არის გამოცხადებული ტენდერი ცენტრალური პარკის შესასვლელში არსებული კოლონადების რეაბილიტაცია-რესტავრაციაზე. ტენდერში წინადადებების მიღება 2024 …
Continue reading “1 მილიონი ლარი პარკის კოლონადებისა და საზაფხულო თეატრის რეაბილიტაცია-პროექტისთვის”
ბათუმის ბულვარი კოლონადების რესტავრაციას გეგმავს
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია კოლონადების რესტავრაციას გეგმავს. რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას კი, ბულვარი ტენდერით შეისყიდის, რისთვისაც ბიუჯეტიდან 20 ათას 550 ლარია გამოყოფილი. ბათუმის ძველ ბულვარში არსებული კოლონადები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ტექნიკური დავალების მიხედვით, პროექტირებისას, სხვადასხვა დეტალების გათვალისწინების პარალელურად, უნდა მომზადდეს: არქიტექტურული ანაზომები ლოკალურ დაზიანებათა დატანით; საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, ტექნიკური ანგარიშის, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება [გრუნტების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების …
Continue reading “ბათუმის ბულვარი კოლონადების რესტავრაციას გეგმავს”
ესკიზი კოლონადის, რომელსაც ნურიგელის ტბასთან დადგამენ – ტენდერი
ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნავსადგომთან, კოლონების აღდგენისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაში ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო 6 ათასამდე ლარს გადაიხდის. ხარჯთაღრიცხვის მომზადების შემდეგ დაზუსტდება, რამდენი დაიხარჯება კოლონადის აღსადგენად, თუმცა გადაწყვეტილია, რომ კოლონები იქნება რკინა-ბეტონის კონსტრუქციის. სააგენტოს კოლონადის ესკიზი, პირდაპირი წესით, უკვე შესყიდული აქვს. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას სააგენტო ტენდერის მეშვეობით შეისყიდის, სადაც წინადადებების მიღება 2018 წლის 5 მარტს დაიწყება …
Continue reading “ესკიზი კოლონადის, რომელსაც ნურიგელის ტბასთან დადგამენ – ტენდერი”
ბათუმის პარკს ტბისპირა კოლონადები ექნება
ბათუმის ცენტრალურ პარკში, რომელსაც აქამდე 6 მაისის პარკი ერქვა, ტბისპირა კოლონადები აღდგება. ბათუმის მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომ, პირდაპირი წესით, 4 500 ლარად ორი პროექტი შეისყიდა, რომელთაგან ერთ-ერთი ტბასთან, კერძოდ მის ნავმისადგომთამ კოლონადებისთვის ესკიზების შექმნას მოიცავს. ესკიზები შპს ERGO GROUP-მა შექმნა. მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსანდრე თევზაძის თქმით, კოლონადების ესკიზები მოიცავს მოცულობებს, ადგილმდებარეობას …
ბულვარის კოლონადების სვეტი წაიქცა
ბულვარის კოლონადებთან ერთ-ერთი სვეტი ჩამოინგრა. ადგილზე მოვაჭრე მცირე მეწარმეების თქმით, სვეტი კვირა დილით ნახეს დაშლილი და იგი მანამდე ნაწილობრივ დაზიანებული იყო. ბულვარის ადმინისტრაციის განმარტებით, სვეტი უამინდობამ დააზიანა და იგი რესტავრაციისთვის სახელოსნოშია გადატანილი. სვეტის აღდგენისთვის ბულვარის ბიუჯეტიდან 300 ლარი დაიხარჯება. ბულვარის ადმინისტრაციის პრესცენტრში გამორიცხავენ სვეტის დაზიანებას კოლონადებში განთავსებული სცენის გამო, თუმცა აქამდე არავის გაურკვევია, კონკრეტულად რამ …
22 ათასი ლარი კოლონადების შესაღებად
ბათუმში, 6 მაისის პარკის კოლონადების შეღებვაში ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო მაქსიმუმ 22 100 ლარს გადაიხდის. შესაბამისი ტენდერი სააგენტომ უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 16 მაისს დაიწყება და 18 მაისს დასრულდება. გამარჯვებულმა სამუშაო – კოლონადების ზედაპირიდან ამორტიზებული საღებავის ფენის მოცილება, ზედაპირის დამუშავება და მაღალი ხარისხის წყალმედეგი საღებავით შეღებვა – ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა დაასრულოს. გამარჯვებული …