აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით, მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს სსიპ აჭარის მუზეუმის ბათუმის არქეოლოგიურმა მუზეუმმა საველე კვლევა-ძიება განაახლა ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიზე; სამუშაოები ორ უბანზე მიმდინარეობს: პირველი უბანი: ნამჭედურის გორა ნამოსახლარი (ნამჭედური I) ამ ეტაპზე ბორცვის აღმოსავლეთ ფერდობზე მიმდინარეობს გვიან კლასიკური ხანის კულტურული ფენის შესწავლა, რომელიც დამტვრეული ბათქაშების გროვებითაა წარმოდგენილი და გაუთხრელი ფართობის მიმართულებით ვრცელდება. in …
Tag Archives: კმდს
პროექტი „ბათუმური ეზო“ 30 სექტემბერს მაზნიაშვილის ქუჩაზე, N48-ში გაიმართება
კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2018 წლის 30 სექტემბერს 19:00 საათზე, ქ. ბათუმში, გ. მაზნიაშვილის N48-ში გაიმართება ღონისძიება „ბათუმური ეზო“. პროექტის მიზანია, ძველი ბათუმური ეზოების პოპულარიზაცია, მათი ყოფითი როლისა და ფუნქციის გაზრდა. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება თეატრალური პერფორმანსი, რომელიც გააცოცხლებს ძველი ბათუმური …
Continue reading “პროექტი „ბათუმური ეზო“ 30 სექტემბერს მაზნიაშვილის ქუჩაზე, N48-ში გაიმართება”
უნიკალური აღმოჩენა გონიოში
მიმდინარე წელს პირველად, ქართულ-პოლონური ერთობლივი არქეოლოგიური გათხრები გონიო-აფსაროსის ციხის კედლებს გარეთ ჩატარდა. არქეოლოგების ვარაუდით, თავდაპირველ რომაულ ციხეს განსხვავებული ფორმა და ზომა ჰქონდა. მათი ვარაუდი გამართლდა და გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა თავდაცვითი კედლის საძირკვლის ორი რიგი. აღსანიშნავია, რომ ისინი განსხვავდებიან არა მარტო კონსტრუქციით, არამედ თარიღითაც. ადრეული კედელი აფსაროსის პირველი რომაული გარნიზონის ადგილსამყოფელი უნდა ყოფილიყო. ბოლოდროინდელი გათხრების …
„ბათუმი ფოტოდღეები“ 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება
წელს პირველად ჩატარდება „ბათუმი ფოტოდღეების“ ფესტივალი განახლებული და მრავლისმომცველი კონცეფციით. ფესტივალი 2014 წლიდან ცნობილია საერთაშორისო საზოგადოებისთვის სახელწოდებით – „ოდესა//ბათუმი ფოტოდღეები“. ფოტოდღეების თემა და, შესაბამისად, მთავარი გამოფენის სახელწოდებაც არის se@ experience – რომელიც შეიძლება ითარგმნოს, როგორც „ნახე გამოცდილება“ ან „ზღვა გამოცდილება“. ეს იდეა დაფუძნებულია განსხვავებული ხედვისა და ღრმა განცდის უნარზე, ზღვა – როგორც სუბსტანციის სიმბოლო, გარემოს …
Continue reading “„ბათუმი ფოტოდღეები“ 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება”
გონიოს ციხესთან მოსაცდელის დადგმის საკითხზე ზონალურმა საბჭომ უნდა იმსჯელოს – კმდს
გონიოს მოსახლეობა, რომელიც გონიოს ციხის მოპირდაპირედ, ზღვის მხარეს ცხოვრობს, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებასთან მოსაცდელი ჯიხურის დადგმას ითხოვს. მათი თქმით, საკითხი 2014 წლიდან დღემდე მოუგვარებელია. „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ აცხადებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ზონაში მოსაცდელის დადგმის უფლება არ აქვთ. თუმცა, მოსაცდელი ჯიხურები ამ ზონაში მაინც დგას, მაგრამ არა ციხის იმ კედლის პირდაპირ, რომელიც ავტომაგისტრალის გასწვრივაა. „უშუალოდ ციხესიმაგრის მხარეს …
Continue reading “გონიოს ციხესთან მოსაცდელის დადგმის საკითხზე ზონალურმა საბჭომ უნდა იმსჯელოს – კმდს”
94 ათასი ლარი აჭარის ტელევიზიის შენობისთვის – შენობას კმდს გაარემონტებს
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს [კმდს] ბათუმში, მ. აბაშიძის ქ. N41-ში მდებარე შენობის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტში 94 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. შენობა, რომელშიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაა განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. კმდს სამუშაოებს ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, სადაც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 29 აგვისტოს დაიწყება და 3 სექტემბერს დასრულდება. სატენდერო პირობების მიხედვით, შეკეთდება შენობის სახურავი, გარემონტდება მანსარდული სართული …
Continue reading “94 ათასი ლარი აჭარის ტელევიზიის შენობისთვის – შენობას კმდს გაარემონტებს”
კმდს-ს ორგანიზებით შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება
2018 წლის 13 ივნისს, 19:00 საათზე, გონიო-აფსაროსის მუზეუმ – ნაკრძალში , აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გაიმართება გამოფენა „ხელოვნება გვაერთიანებს“. ღონისძიება შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან: [checklist] I ნაწილი – დაეთმობა თანამედროვე ხელოვანების (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების) ნამუშევრების …
ძმები ნობელების საქმიანობა და როლი ბათუმის ეკონომიკისა და მრეწველობის განვითარებაში
2018 წლის 30 მაისს, 13:30 საათზე, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ჩატარდება სახალვაშოს საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეთა მიერ უცხო ენაზე მომზადებული პრეზენტაცია თემაზე – “ძმები ნობელების საქმიანობა და მათი როლი ბათუმის ეკონომიკისა და მრეწველობის განვითარების საქმეში.“ პროექტის სასწავლო მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ უცხო ენაზე ინფორმაციის მოძიება და კომუნიკაცია, ნობელების ბათუმთან კავშირის შესახებ პრეზენტაციის …
მე ვარ გიდი – მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
2018 წლის 18 მაისს, 13:30 საათზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში ჩატარდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტი ,,მე ვარ გიდი’’. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ქ.ბათუმის, გონიოს, ახალსოფლის და სარფის საჯარო სკოლების მოსწავლეები. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ერთი დღით მოირგებენ გიდის ფუნქციას, უშუალოდ გაუწევენ …
Continue reading “მე ვარ გიდი – მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება”
ვმეგობრობთ მუზეუმებთან
2018 წლის 16 მაისს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში, მუზეუმის მეგობარი სკოლების ერთობლივი ღონისძიება „ ვმეგობრობთ მუზეუმებთან“ გაიმართა. მე-16 საჯარო სკოლის მიერ წარმოადგენილი იყო არჩევითი საგნის „მეწარმეობა“-საფუძვლების ფარგლებში შექმნილი მინი-კომპანია „SPACE LIGHT„ მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთი სანათები და მხატვარ-გიორგი ნიკოლაიშვილის ნახატები. სალიბაურის …
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2019-2022 წლების პრიორიტეტები
აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, სსიპ- აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2019-2022 წწ პროგრამის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრაზე ძირითადად საუბარი სააგენტოს მიერ 2019 წლისათვის განსახორციელებელ პროგრამას შეეხო. პროგრამა : ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პოპულარიზაცია და განვითარება ‘’ითვალისწინებს აჭარაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაციას, მუზეუმ-ნაკრძალების ინფრასტრუქტურის მოწყობას, არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას აჭარაში და ძეგლების პოპულარიზაციას და …
Continue reading “აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2019-2022 წლების პრიორიტეტები”
ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, 17-20 აპრილს ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა. ღონისძიებების ფარგლებში აჭარის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის, ააიპ დღის ცენტრ ,,იალქანის’’ ბენეფიციარებისათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის მოეწყო კულტურულ-შემეცნებითი ტური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე (პეტრას ციხე, ოქროპილაურას ციხე, მახუნცეთის თაღოვანი ხიდი, ახალციხის ისტორიული ციხე-კომპლექსი, გელათის მონასტერი) საგანმანათლებლო პროგრამის …
18 აპრილი ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეა
ეს დღე 1983 წელს იუნესკოსა და იკომოსის გადაწყვეტილებით დაწესდა და მას მთელ მსოფლიოში 1984 წლიდან აღნიშნავენ. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ყოველწლიურად განსაკუთრებულად აღნიშნავდა ამ დღეს და მიმდინარე წელსაც სააგენტოს ორგანიზებით შემუშავდა ახალი პროგრამა ,,ჩემი მემკვიდრეობა’’, რაც გულისხმობს, აჭარის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეებისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე (პეტრას ციხე, ოქროპილაურას ციხე, მახუნცეთის თაღოვანი ხიდი) ვორქშოფებისა და ინტელექტუალური …
Continue reading “18 აპრილი ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეა”
„თამარის ხიდს“ ლოდი დაეცა და დააზიანა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჩხუტუნეთში ჩხერის ხიდი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ლოდის დაცემის შედეგად დაზიანდა. ადგილობრივები შიშობენ, რომ თუ ხიდს არ გაამაგრებენ, შეიძლება ჩამოიშალოს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 2018 წლის თებერვალში დაზიანდა, მანამდე ცოტა ხნით ადრე, ამ ხიდზე საგანგებოდ გადებულ ე.წ. რელსებზე ავტომანქანები გადაადგილდებოდა. ლოდის ჩამოვარდნის დროს კი ხიდს ე.წ. დამცავი არ ჰქონდა. აჭარის კმდს-ში ამბობენ, …
ისტორიული სახლის ნაცვლად 14-სართულიანი კორპუსი – ზონალური საბჭო თანახმაა
ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების გადაკვეთაში, კომპანია „გლობალ +“ 14-სართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. ამ ადგილზე იტალიური დასახლებაა, სადაც სამი მესაკუთრე ცხოვრობს, მათ შორის ერთს ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის მხარეს სამსართულიანი სახლი აუშენებია. ინვესტორი თავის მიმართვაში, რომლითაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიმართავს, წერს, რომ ამ ეზოში სახლების უმეტესობა ამორტიზებულია და ბარაკული ტიპის საცხოვრებელს განეკუთვნება. თუმცა იმ …
Continue reading “ისტორიული სახლის ნაცვლად 14-სართულიანი კორპუსი – ზონალური საბჭო თანახმაა”