რატომ ასწავლის კერძო სკოლებში „ოცნების“ მთავრობა შვილებს, სადაც ათასობით ლარს და ევროს იხდიან

„ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების მაღალჩინოსნების უმრავლესობა შვილებს კვლავ არ ასწავლის საჯარო სკოლაში და არჩევანს კერძო სკოლებზე აკეთებენ. ისინი წლის განმავლობაში ათასობით ლარს, დოლარსა და ევროს ხარჯავენ იმისთვის, რომ შვილები პრესტიჟულ სკოლებში ჰყავდეთ, სადაც დაცული იქნება მათი შვილების უსაფრთხოება. „ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლები საკუთარი შვილებისთვის სწორედ დასავლურ განათლებას და ცხოვრებას ირჩევენ, სხვისი შვილებისთვის კი გაუმართავი ინფრასტრუქტურა, გაურემონტებელი …

რიჟვაძემ შვილები საჯარო სკოლიდან ამერიკულ სკოლაში გადაიყვანა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ორივე შვილი ბათუმის მე-8 საჯარო სკოლიდან კერძო, ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესში“ გადაიყვანა. ინფორმაცია თავდაპირველად „აჭარა-თაიმსმა“ გაავრცელა, თუმცა სკოლის ადმინისტრაციამ ინფორმაცია „ბათუმელებსაც“ დაუდასტურა. სკოლის ინფორმაციით, რიჟვაძემ შვილები კერძო სკოლაში ახლახან გადაიყვანა. ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში სწავლის წლიური საფასური 2025-2026 სასწავლო წლისთვის 8 000 ლარია. თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის მე­უღ­ლე პრო­ფე­სი­ით ინ­გლი­სუ­რი ენის მასწავლებელია და …

რა ღირს სწავლა კერძო სკოლებში და გახსნეს თუ არა რუსული სექტორები ბათუმში

განათლების სამინისტრომ კერძო სკოლების რეფორმა დააანონსა და გამოაქვეყნა იმ ცვლილებების ჩამონათვალი, რომლებიც მათ უკავშირდება. განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარს არ განუმარტავს, როდის შევა ეს ცვლილებები ძალაში, თუმცა კერძო სკოლებს, რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, მეტ-ნაკლებად მოსწონთ დაანონსებული ცვლილებები. მაგალითად, კერძო სკოლა „ნიკეს“ დირექტორი იზოლდა ტაკიძე ამბობს, რომ დოკუმენტი ამ ეტაპზე ცოტათი ბუნდოვანია და დაზუსტება სჭირდება, თუმცა მთლიანობაში, სკოლებს …

ეროვნულ სასწავლო გეგმასა და სქემაში ცვლილებები შევიდა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მიმართულებით ცვლილებები იგეგმება. ცვლილების მიხედვით, კერძო სკოლის მასწავლებლები გათავისუფლდებიან „პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაში‘‘ ჩართვის ვალდებულებისგან. მოწვეული უცხოელი მასწავლებლებისთვის მოიხსნება კვირეული დატვირთვის 9-საათიანი შეზღუდვა. უცხო ქვეყნის მოქალაქე მასწავლებლობის უფლებას მოიპოვებს უცხო ქვეყანაში გაცემული უფლების აღიარების გზით. „მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის‘‘ მხარდამჭერ ტრენინგებზე წვდომა თანაბრად ექნებათ …

საქართველოში 222 კერძო სკოლაა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2021-2022 სასწავლო წელს საქართველოში სულ 2 308 სკოლაა აღრიცხული, მათ შორის, 2 086 საჯარო სკოლაა, ხოლო 222 – კერძო. საქსტატის კვლევის თანახმად, წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 1 ერთეულით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (საერთო რაოდენობის 17.2%) იმერეთშია. რაც შეეხება აჭარის რეგიონს, აჭარის განათლების სამინისტროს ცნობით, აჭარაში …

კერძო სკოლას თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსწავლის სკოლიდან გაშვება შეეძლება – ინიციატივა

საქართველოს პარლამენტში შესულია ინიციატივა, რომელიც კერძო სკოლებს უფლებას აძლევს მოსწავლეს შეუჩეროს სტატუსი, თუ მას სწავლის გადასახადის დავალიანება აქვს. როგორც საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კერძო სკოლა ვალდებულია მოსწავლის დოკუმენტაცია მოთხოვნისთანავე გადასცეს მშობელს. რას ცვლის ეს საკანონმდებლო ინიციატივა კერძო სკოლებისთვის და ირღვევა თუ არა ბავშვის უფლება? „ბათუმელები“ ამ საკითხზე კერძო სკოლა „ევრო 2000“-ის იურისტს, ელენე კალანდაძეს …

რა ელით კერძო სკოლებს ბათუმში

როგორ აპირებენ კერძო სკოლები განათლების სამინისტროს მიერ დაწესებული რეკომენდაციების დაცვას და ელოდებათ თუ არა მათ ფინანსური კრიზისი. „ბათუმელები“ ბათუმში მოქმედ კერძო სკოლების მფლობელებს ესაუბრა. მათი განცხადებით, წინა წელთან შედარებით წელს ნაკლები პირველკლასელები მიიღეს, თუმცა ეს მათ შესაძლებლობას მისცემს კლასში, მოსწავლეებს შორის დაწესებული ერთმეტრიანი დისტანცია უკეთ დაიცვან. ქეთევან გოშხეთელიანი სკოლა „იმედის“ დირექტორია. მისი თქმით, წელს 15 …

დაეხმარება თუ არა სახელმწიფო მშობლებს კერძო სკოლის გადასახადის დაფარვაში

დღეს, 24 აპრილს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ და რამდენით დაეხმარება სახელმწიფო იმ მოქალაქეებს, ვინც კორონავირუსის პანდემიის პირობებში სამსახური დაკარგა და შემოსავლის გარეშე დარჩა. გეგმის წარდგენის შემდეგ გიორგი გახარიას ბრიფინგზე შეკითხვები დაუსვეს ჟურნალისტებმა. ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა კერძო სკოლებსაც. კერძოდ – დაეხმარება თუ არა სახელმწიფო იმ მშობლებს, ვისაც შვილები …

„მშობლები ყოყმანობენ გადასახადის შემოტანას“ – კერძო სკოლების კრიზისი

დღეს, 1-ელ აპრილს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბიუჯეტში 2 მილიარდი ლარია აკუმულირებული, რომლითაც მოსახლეობას კომუნალური გადასახადების დაფარვაში დაეხმარება სახელმწიფო, ასევე ეს თანხები უნდა მოხმარდეს ბიზნესის მხარდაჭერას. თუმცა რა ფორმით დაეხმარება სახელმწიფო ბიზნესს, ჯერ ამაზე კონკრეტული გზავნილები პრემიერს არ გაუჟღერებია. კერძო სკოლების ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო კორონავირუსის გამო შექმნილ ფორსმაჟორულ მდგომარეობაში მათაც უნდა დაეხმაროს. „ძალიან კრიზისულ მდგომარეობაში …

სასკოლო წიგნები მნიშვნელოვნად გაძვირდა

კერძო სკოლის მოსწავლის ერთ-ერთი მშობელი ამბობს, რომ მეოთხე კლასის სახელმძღვანელოების შეძენა წელს 161 ლარი დაუჯდა, მაშინ როცა გასულ წელს წიგნებში 80 ლარი გადაიხადა. 161 ლარად მშობელმა 7 სახელმძღვანელო შეიძინა, მოსწავლის რვეულთან ერთად. გამოდის, რომ ამ მშობელმა ერთ წიგნში, საშუალოდ, 23 ლარი გადაიხადა. ერთ-ერთი მშობელი „ფეისბუქით“ გამოგვეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ სასკოლო წიგნების შესაძენად 150 ლარი გადაიხადა. …

5 ათასი ლარი გამარჯვებულ პროექტს – კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

სკოლის მოსწავლეებისთვის გამოცხადდა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩამოაყალიბონ თეატრალური დასი და დადგან სასკოლო სპექტაკლი. გამოვლინდება ხუთი გამარჯვებული პროექტი, თითოეული პროექტი 5 ათასი ლარით დაფინანსდება. გამარჯვებული პროექტებიდან ჟიური გამოავლენს სამ საუკეთესო სპექტაკლს, რომლებიც დამატებით მიიღებენ ფასიან საჩუქრებს. პროექტებს აჭარის განათლების სამინისტრო აფინანსებს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კერძო სკოლების მოსწავლეებსაც. კონკურსში მონაწილეებმა აჭარის განათლების სამინისტროში უნდა წარადგინონ …

რამდენი პირველკლასელია აჭარაში 2018 წელს

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს  აჭარის საჯარო სკოლებში 4 852 პირველკლასელი ისწავლის, მათგან  792 – კერძო სკოლაში. გასულ წელს აჭარაში 4 725 პირველკლასელი იყო, მათგან 805 კერძო სკოლაში იყო რეგისტრირებული. ქობულეთის კერძო სკოლებში გასულ წელს 118 მოსწავლე სწავლობდა, წელს კი ეს ციფრი 77- მდეა შემცირებული. ხულოს მუნიციპალიტეტში წელს მთლიანობაში 261 პირველკლასელი შევა სკოლაში, გასულ …

ნახეთ, რომელ კერძო სკოლებში გაძვირდა სწავლა ბათუმში

ბათუმის რამდენიმე კერძო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან გაძვირებული სწავლის საფასური დაგხვდებათ. ფასის დამატების სურვილსა და საჭიროებაზე თითქმის ყველა კერძო სკოლის დირექტორი საუბრობს, თუმცა იქვე დასძენს: „როგორც ჩვენ გვიჭირს, ისე უჭირს მოსახლეობას, რა ვქნათ?“ 500 ლარით გაძვირებული დაგხვდებათ წლიური სწავლის გადასახადი კერძო სკოლა „ნიკეში“. წინა წლებში აქ სწავლა 1800 ლარი ღირდა, ახლა – 2300 ლარია. სკოლის …

კერძო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურში გაიმარჯვეს, საჯაროს მოსწავლეებმა – ქართულში

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით საგნობრივი ოლიმპიადის მეორე ტური ექვს საგანში ჩატარდა: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისური ენაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. ოლიმპიადის შედეგების მიხედვით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაიმარჯვეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და კერძო სკოლის მხოლოდ ერთმა მოსწავლემ. ამ ოლიმპიადას ქართულში შვიდი გამარჯვებული ჰყავს – ბათუმის #4 და #8 საჯარო სკოლები, სოფელ …

Exit mobile version