რა ხდება ალკოჰოლზე დამოკიდებულთა უფასო ცენტრში, რომელიც მხოლოდ ბათუმშია

„არ მეგონა, თუ ასე დავეცემოდი ოდესმე, მაგრამ დავეცი. მთავარია, წამოდგომა შეძლო… ამას მაშინ აკეთებ, როცა ხვდები, რომ ყველაფერს კარგავ და დაკარგულის დაბრუნება რთულია,“ – ამბობს ზურაბ ხარაზიშვილი, რომელიც უკვე ორი თვეა ბათუმში, ალკოჰოლდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრში ცხოვრობს. ცენტრი, სადაც ადამიანები 6 თვის განმავლობაში ამარცხებენ ალკოჰოლის სურვილს, მხოლოდ ბათუმშია და მას საქველმოქმედო ფონდი „კარიტასი“ აფინანასებს. სარეაბილიტაციო ცენტრში …

რა ხდება ცენტრში, სადაც შეგიძლია ალკოჰოლი გადააგდო – რას ჰყვება 48 წლის მხატვარი 

„…ძალიან მიჭირდა, ვეძებდი შველას და ვერსად ვპოულობდი. ვერავინ მითხრა, რა უნდა მექნა, ყველა ზურგს მაქცევდა, ეს არის ყველაზე მძიმე,“ – გვიყვება ამური ტერაშვილი. მან ალკოჰოლზე დამოკიდებულება დაძლია, თუმცა ჯერ კიდევ რჩება სარეაბილიტაციო ცენტრში. ამური 48 წლისაა. ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების ნაწილს დღეს სახელმწიფო მხოლოდ ერთჯერადად სთავაზობს სამედიცინო დახმარებას უფასოდ. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ამავე ადამიანს ფსიქოზი …

ვინც თავშესაფარს დატოვებს, უფლება არ აქვს, უკან დაბრუნდეს

ბათუმში  ღამის ორი თავშესაფარი ფუნქციონირებს, ერთი მუნიციპალურია, მეორე კი – კათოლიკური ეკლესიის პატრონაჟის ქვეშ. როგორც „კარიტასის“ მიერ დაფინანსებულ  ღამის თავშესაფარში „ბათუმელებს“ უთხრეს, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, თავშესაფარში მცხოვრებ პირებს უფლება აქვთ, დღის განმავლობაშიც დარჩნენ თავშესაფარში. „ჩვენ ჩავატარეთ შეხვედრა, გასაგებად ავუხსენით „კარიტასის“ წესები და მოთხოვნები. მათ უფლება აქვთ დღისითაც დარჩნენ თავშესაფარში, მაგრამ ვინც …

როცა 1 ექთანი 50 მძიმე პაციენტს უვლის – შინმოვლა

ნინო ქათამაძე და ნატალია კონცელიძე ბათუმში ყოველდღიურად  7 – 8 ოჯახში მიდიან. ისინი „შინმოვლის პროგრამის“ ექთნები არიან. ნინოს ჯამში 50 პაციენტი აბარია, ნატალიას – 49. ვეკითხები, როგორ ახერხებთ ამდენ პაციენტის მომსახურებას-მეთქი. მპასუხობენ: „შევეჩვიეთ, სხვა რა გზა გვაქვსო.“ ნატალია კონცელიძე ამბობს იმასაც, რომ მისი 49 ბენეფიციარიდან 15-ის მდგომაროება რთულია და მათ ყოველდღე სჭირდებათ შინმოვლა. „დღეჩაგდებით ვახერხებ …

ბათუმში ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანებისათვის სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

ბათუმში ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების სარეაბილიტაციო ცენტრი, „იმედის სახლი“ საქველმოქმედო ფონდის, „საქართველოს კარიტასის“ ორგანიზებით შეიქმნა. ცენტრში ალკოჰოლზე დამოკიდებულ პირებს თერაპიული კურსის გავლა უფასოდ შეუძლიათ. „საქართველოს კარიტასის“ წარმომადგენელი, ილია გუჩმანიძე ამბობს, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანები ცენტრში ექვსთვიან კურსს გაივლიან, რომელიც მოიცავს სამედიცინო დახმარებას,  ფსიქოლოგიურ კონსულტაციას და ბენეფიციარების სრულად უზრუნველყოფას საყოფაცხოვრებო პირობებით: კვება, დამხმარე საშუალებები, რაც ბენეფიციარს სჭირდება ცხოვრებისთვის და …

Exit mobile version