ბავშვების თანდასწრებით მოწევა შეიძლება აიკრძალოს მსუბუქ ავტომანქანებშიც

ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით სიგარეტის მოწევა შესაძლოა აიკრძალოს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაშია აღნიშნული. „ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწესება გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს,“ – წერია საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში. საქართველოში 2018 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც თამბაქოს მოხმარება აკრძალულია ყველა …

თამბაქოს მოხმარების წესები უმეტესად საჯარო და სამედიცინო დაწესებულებებში ირღვევა

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე საქართველოს პარლამენტმა დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, „თამბაქოს მოხმარების წესები უმეტესად საჯარო სექტორსა და სამედიცინო დაწესებულებებში ირღვევა, რაც ამ სექტორსა და დაწესებულებებში მონიტორინგის გააქტიურებას საჭიროებს“. პარლამენტი ავალებს მთავრობას ინტენსიურად იმუშაოს შესაბამის უწყებებთან და დროულად დაასრულოს პროცედურები, „საჯარო დაწესებულებაში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის დაცვისა და სახელმწიფოს თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ …

მაღაზიებში თამბაქოს ნაწარმი არ უნდა ჩანდეს – აკრძალვა ძალაში შევიდა 

2021 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შევიდა რეგულაცია, რომლის თანახმადაც აკრძალულია თამბაქოს ყველა სახის ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგება ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან ისე, რომ მისი დანახვა შესაძლებელი იყოს სავაჭრო ობიექტში. კანონის თანახმად თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის გაყიდვა ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამის ობიექტში, გამოიწვევს ობიექტის …

თამბაქოს მოწევის ამკრძალავი ნიშნები ბათუმის კაფეებში

კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ უკვე 17 დღეა მოქმედებს. როგორ შეხვდნენ კაფე-ბარების მეპატრონეები და კაფეების სტუმრები სიახლეებს, იქმნება თუ არა პრობლემები კაფეს სტუმრებისგან და როგორ მოქმედებს რეგულაციები ამოქმედებიდან ორი კვირის შემდეგ? ბათუმის სხვადასხვა კაფეში მენეჯერები, კაფეს მეპატრონეები და მომსახურე პერსონალი ამბობს, რომ კანონი მათ დაწესებულებებში პრობლემებისა და გართულებების გარეშე მოქმედებს. სხვადასხვა კაფეში აკრძალვის სხვადასხვაგვარი მინიშნებაა გაკრული, …

5 000 ლარით დაჯარიმდება მედია, რომელიც მოწევის მავნებლობის ამსახველ პიქტოგრამას არ გამოიყენებს

„მოწევა ზიანს აყენებს მუცლად მყოფ ბავშვს“,  „თამბაქოს მოხმარება იწვევს ხორხის კიბოს“ – მსგავს მესიჯებს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალშობილის ან ხორხის კიბოთი დაავადებული ადამიანის გამოსახულებასთან ერთად იმ ფილმების, გადაცემების დასაწყისსა და ბოლოს მოისმენთ და ნახავთ, რომლებშიც სიგარეტის მოწევის კადრია ან თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებული ნებისმიერი აქსესუარი. 2018 წლის პირველი მაისიდან ძალაში შევიდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის …

პიქტოგრამები, რომლებიც მედიაში, ფილმებში, თეატრებში სიგარეტის ჩვენებას უნდა ერთვოდეს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ გამოსაყენებელი ტელე ან რადიორგოლისა და ბეჭდვითი მასალისათვის განკუთვნილი პიქტოგრამის ნიმუშები დაამტკიცა. ბრძანება 2018 წლის პირველი მაისიდან შევიდა ძალაში. [red_box]ბრძანების მიხედვით:[/red_box] №1 დანართით გათვალისწინებული ტელე/რადიორგოლი უნდა განთავსდეს ნებისმიერი სახის ისეთი მასობრივი ინფორმაციის საშუალების, ელექტრონული საშუალების, სატელევიზიო გადაცემის, რადიოგადაცემის, ფილმის, მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის, სხვა სახის აუდიო-ვიზუალური …

თამბაქოს რეკლამა და ანტირეკლამა საბჭოთა პოსტერებზე

საბჭოთა პოსტერებზე წააწყდებით როგორც თამბაქოს აკრძალვას, ასევე მისი წარმოების გაზრდისკენ მოწოდებებსა და წახალისებებს. ეს საბჭოთა პოსტერები ძირითადად 1950-80-იან წლებშია შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ეპოქაში მრავლად მოიპოვებოდა როგორც თამბაქოს რეკლამა ასევე ანტირეკლამაც, შეუძლებელია შედეგების გაანალიზება რა შედეგები მოჰქონდა რეალურად აკრძალვის პროპაგანდას.           ამავე თემაზე:    პიქტოგრამები, რომლებიც მედიაში, ფილმებში, თეატრებში სიგარეტის …

ადგილები, სადაც პირველი მაისიდან სიგარეტის გაყიდვა აიკრძალება

2018 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის ის მუხლები, რომლებიც გარკვეულ ადგილებში კრძალავს  სიგარეტის მოწევასა და გაყიდვას. მაისიდან ასევე იკრძალება როგორც 18 წლამდე ასაკის პირზე სიგარეტის მიყიდვა, ასევე 18 წლამდე პირის ჩაბმა თამბაქოს ინდუსტრიაში. პირველი მაისიდან აიკრძალება სიგარეტის, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია ან/და განლაგება შემდეგ ადგილებში: [crosslist] საგანმანათლებლო [ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ], სააღმზრდელო …

ვინ დააჯარიმებს სიგარეტის მწეველებს პირველი მაისიდან

პირველი მაისიდან ძალაში შედის კანონი, რომლის თანახმადაც სიგარეტისა და ელექტროსიგარეტის მოწევა იკრძალება დაწესებულებების, რესტორნებისა და კაფე-ბარების შენობებში, ასევე ტრანსპორტში [ტაქსის გარდა]. დაწესებულება, სადაც სიგარეტს მოწევენ შენობაში, ასევე ტრანსპორტის მფლობელი, დაჯარიმდება პირველ ჯერზე 500 ლარით,  ფიზიკური პირი – 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი  – 100 ლარით. კანონის ძალაში შესვლამდე ორი თვე რჩება, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ …

სად ვეღარ მოწევ სიგარეტს პირველი მაისიდან

ორი თვის შემდეგ ძალაში შედის 2017 წელს მიღებული კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, რომლის თანახმადაც, 2018 წლის პირველი მაისიდან თამბაქოს მოწევა [ასევე, ელექტროსიგარეტის] იკრძალება მთელ რიგ დაწესებულებებში. პირველი მაისიდან სიგარეტს ვეღარ მოწევ: ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში [გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი ზოგიერთი გამონაკლისისა]. იგულისხმება შენობა, რომელსაც აქვს იატაკი, სახურავი ან ჭერი და არანაკლებ 1/2-ზე აქვს ნებისმიერი სახის ან/და მასალის …

Exit mobile version