იყიდება თუ არა ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

კომპანიას, რომელიც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ეკუთვნის, აღარ აქვს ვალდებულება დაწესებულებას სამედიცინო პროფილი შეუნარჩუნოს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ჰოსპიტლის ყიდვით თუ მრავალწლიანი იჯარით აღებით არაერთი კომპანიაა დაინტერესებული, თუმცა ჰოსპიტლის მესაკუთრეებთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ჰოსპიტლის პროფილის შეცვლასა და შესაძლო გასხვისების შესახებ ინფორმაციას ამ სამედიცინო დაწესებულებაში კატეგორიულად უარყოფენ. „ჰოსპიტალი ჩვეულებრივად უწყვეტად აგრძელებს სამედიცინო საქმიანობას, სამედიცინო პროფილის შენარჩუნებით, ამასთან, არანაირი …

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი – აქ პროფესიონალები ჯანმრთელობას ქმნიან

საქართველოში პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაცია მიმდინარეობს, რომლის მიზანი დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება და რთული შემთხვევების ეფექტური მართვა და შემცირებაა. პროექტის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც დედათა და ჩვილ ბავშვთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სამედიცინო სერვისებს სთავაზობენ პაციენტებს, დონეები ენიჭებათ. ყველაზე მაღალი მესამე დონეა. სწორედ მესამე დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალს, რაც ნიშნავს, რომ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალს …

ისმეთ დინდარი: ურთულესი ოპერაციები ჩვენთან ყველასათვის ხელმისაწვდომია

პროფესორ, კარდიოლოგ ისმეთ დინდარს საქართველოშიც კარგად იცნობენ და უცხოეთშიც. მისი პროფესიული კარიერა დაკავშირებულია ისეთ სამედიცინო დაწესებულებებთან, როგორიცაა: „მედიცინა გრუპ ჰოსპიტალი“, „მედიკალ პარკ ჰოსპიტალი“, „კოლანის საერთაშორისო ჰოსპიტალი“. იგი მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციისა და წიგნის ავტორია. 2000 წელს პროფესორი ისმეთ დინდარი საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა ღირსების ორდენით. იმავე წელს მიიღო საქართველოს საუკეთესო მედიცინის მუშაკის წოდება და საპატიო მედალი. საუკუნის …

ისმეთ დინდარის პასუხი შპს „აიკონ გრუპის“ განცხადებაზე

ისმეთ დინდარი, ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორი მინდა გამოვეხმაურო შპს BROTHERS-ის  45-%იანი წილის მესაკუთრე პარტნიორს შპს „აიკონ გრუპის“ მიერ გაკეთებულ განცხადებას და წარმოვადგინო ინფორმაცია ფაქტების შესახებ, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის, კერძოდ, სამეწარმეო რეესტრის სარეგისტრაციო ჩანაწერებით, ხოლო სად არის  სიმართლე, ეს თავად საზოგადოებამ შეაფასოს. ა) 2015 წლის 15 მაისს მიიღეს კომპანიის შპს „BROTHERS“-ის „ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო …

ჰოსპიტლის დირექტორი სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორი, ისმეთ დინდარი სამართალდამცავ ორგანოებს დახმარებისთვის მიმართავს. ის ყოფილ დირექტორებს სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებს. „სასამართლოსგან უფლებაშეჩერებული დირექტორები არ ემორჩილებიან სასამართლოს ძალაში შესულ კანონიერ განჩინებას, რითაც აკრძალული აქვთ კომპანიის მიმდინარე საქმიანობაში, მათ შორის, შრომით საქმიანობაში ჩარევის უფლება. როგორც თავად დასაქმებულებიდან გამოდის ინფორმაცია, ი. თოქმანი და მ.ასლანჯა ფარულ შეხვედრას მართავენ რამდენიმე წამყვან ექიმთან …

რა ხდება ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში

ბათუმის სამედიცინო საერთაშორისო ჰოსპიტლის დირექტორი დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავს: „ცდილობენ საავადმყოფოს პარალიზებას“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კლინიკის ერთ-ერთი მეწილე და დირექტორი, ისმეთ დინდარი ავრცელებს. სამედიცინო ჰოსპიტლის დირექტორი კლინიკაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისში ყოფილ დირექტორებს ადანაშაულებს. ამ დირექტორებს გასული წლის სექტემბერში შეუჩერა დირექტორობის უფლებამოსილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ. ყოფილი დირექტორები არიან იღით თუღრულ თოქმანი და მეჰმეთ …

Exit mobile version