გამოვრიცხავთ აქციაზე მყოფებთან კონტაქტსა და მუქარას – ირანის საკონსულო ბათუმში

ირანის საკონსულო ბათუმში ეხმიანება ირანის მოქალაქეების განცხადებას, რომლის თანახმადაც საკონსულო მათ შესახებ ინფორმაციას აგროვებს საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო. ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური საკონსულო ბათუმში განმარტავს, რომ საკონსულო არ დაკონტაქტებია მოქალაქეებს და არ დამუქრებია მათ. საკონსულოს განმარტებას, რომელიც წერილობით მივიღეთ, გთავაზობთ უცვლელად: „აღვნიშნავთ, რომ თქვენ მიერ დასმულმა საკითხმა ჩვენში დიდი გაოცება გამოიწვია და აქვე უარვყოფთ და …

ბათუმში აქციის გამართვის გამო ირანის საკონსულო გვემუქრება – მოქალაქე

ბათუმში მცხოვრები ირანელები ამბობენ, რომ საფრთხეში არიან ირანის საკონსულოს ქმედებების გამო. უკვე მეორე კვირაა, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მოქალაქეები, რომელთა შორის ირანელებიც არიან, სოლიდარობის აქციას მართავენ ირანის ქალაქებში მიმდინარე პროტესტის გამო. როგორც „ბათუმელებს“ მოქალაქეები უყვებიან, ირანის საკონსულო აქციაში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციას აგროვებს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მას საკონსულოსთან მჭიდრო კავშირის მქონე ადამიანმა დაურეკა …

ირანელი კაცებიც ქალების გვერდით ვართ, ერთად ვიბრძვით უფლებებისთვის – აქცია ბათუმში

დღეს, პირველ ოქტომბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ირანელი ქალების მხარდასაჭერად მორიგი აქცია გაიმართა. აქციაზე როგორც ირანის, ასევე საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ. „ირანელი ქალების უფლებებისთვის ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია. ქალი და კაცი უნდა იყოს თანაბარი, პირველ რიგში, ეს არის ყველაზე მთავარი. ირანში ქალებს წართმეული აქვთ ბევრი უფლება, განქორწინების დროს, მემკვიდრეობის მიღების თუ სხვა მხრივ, ქალის უფლებები დარღვეულია. ეს არ …

„ნახეთ მისი მშვენიერი ღიმილი, მას ორჯერ ესროლეს“ – ირანში დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა

ირანელი აქტივისტების ცნობით, პროტესტის 11 დღის განმავლობაში ირანის უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე 76 მომიტინგე მოკლეს, ინფორმაციას ამის შესახებ ნორვეგიაში დაფუძნებული უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია “ირანის ადამიანის უფლებები” (IHR) ავრცელებს. მასიური საპროტესტო გამოსვლები ირანის ქალაქებში გამოიწვია 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილმა, რომელიც იქამდე მორალის პოლიციამ სავალდებულო თავსაფრის არასათანადოდ ტარებისთვის დააპატიმრა და სცემა. IHR-ი ირანის ხელისუფლებას ადანაშაულებს არაპროპორციული …

ხანდახან ხალხი მზადაა საკუთარი უფლებებისთვის მოკვდეს – ბათუმში მცხოვრები ირანელი

ორი დღეა ბათუმში ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებისადმი სოლიდარობის ნიშნად აქცია იმართება. 24 სექტემბერს, ევროპის მოედანზე აქციას ფარზინ ვალიპური მეგობრებთან ერთად მართავდა. ფარზინი 11 წელია საქართველოში ცხოვრობს, თუმცა მისი ოჯახი ირანშია. მშობლიურ ქვეყანაზე საუბრისას ფარზინი ამბობს, რომ ირანს დიდი ისტორია აქვს, ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციაა, მაგრამ ახლა „სამწუხაროდ, თავისუფალი ქვეყანა არაა“ – პირველ რიგში ქალებისთვის. ფარზინ ვალიპური: …

რომელი ქვეყნის მოქალაქეებს უთხრეს უარი საქართველოში შემოსვლაზე ნოემბერში

შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მომზადებული სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის ნოემბერში საქართველოში შემოსვლაზე უარს ყველაზე ხშირად ირანის მოქალაქეები იღებდნენ. ქვეყნების მიხედვით, ნოემბერში საქართველოში შემოსვლაზე უარის შემთხვევები ასე ნაწილდება: ირანი – საქართველოში შემოსვლაზე 434 მოქალაქეს უთხრეს უარი ინდოეთი -საქართველოში შემოსვლაზე 370 მოქალაქეს უთხრეს უარი თურქეთი – საქართველოში შემოსვლაზე 46 მოქალაქეს უთხრეს უარი რუსეთი – საქართველოში შემოსვლაზე 44 …

Exit mobile version