სუს-ის ყოფილი უფროსის ბინის ქურდობაში ბრალდებულები სასამართლომ გაამართლა

სუს-ის ყოფილი უფროსის, ირაკლი ერისთავის საცხოვრებელი ბინის ქურდობაში ბრალდებულები სასამართლომ გაამართლა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღეს, 10 ივლისს, მიიღო. შემთხვევა გასული წლის ნოემბერში მოხდა. ამ დროს ირაკლი ერისთავი სუს-ს ხელმძღვანელობდა აჭარაში. სამართალდამცავებმა ამ ფაქტზე სამი პირი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ირაკლი ერისთავის საცხოვრებელ ბინაში დავით ხიმშიაშვილი და ილია აფხაზავა შევიდნენ. სამართალდამცველებმა ნაქურდალი მაჯის საათები, სამკაულები და …

აჭარის სუს-ის უფროსი ირაკლი ერისთავი თანამდებობიდან გადააყენეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის რეგიონული მთავარი სამმართველოს (სუს) ხელმძღვანელი, ირაკლი ერისთავი თანამდებობიდან გადადგა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრში აცხადებენ, რომ „ყველა რეგიონში მიმდინარეობს საკადრო ცვლილებები“. ირაკლი ერისთავი აჭარაში სუს-ის უფროსის თანამდებობაზე, ფაქტობრივად, ამ უწყების შექმნიდანვე, 2015 წლის სექტემბრიდან მუშაობდა.    

სუს-ის უფროსის, ირაკლი ერისთავის ბინის გაქურდვა – რა უთხრეს ბრალდებულებმა მოსამართლეს

„დავით, რატომ არ გყავს შენ ადვოკატი?“ – მიმართა მოსამართლემ ბრალდებულ დავით ხ.-ს. „არ ვარ სოციალურად დაუცველი… ისე კი მსურს, მარა სადაა,“ – უპასუხა მოსამართლეს ბრალდებულმა. პროკურორი შოთა ქემაშვილი: „არ უნდა დაენიშნოს ადვოკატი სახაზინო წესით. კანონი განსაზღვრავს სავალდებულო წესით დაცვის შემთხვევებს…“ მოსამართლე: „ვერ დაგეთანხმებით… შეჯიბრებითობისთვის აუცილებელია ადვოკატის პროცესში ჩართვა“. დავით ხ. ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც პროკურატურა …

საათები, ბიჟუტერია, ქანდაკება – რა მოიპარეს სუს-ის უფროსის, ირაკლი ერისთავის ბინიდან

„ქანდაკება, ბიჟუტერია, საათები…“ – ამ ნივთების ქურდობას სამ პირს ედავება გამოძიება. საუბარია ბათუმში სუს-ის უფროსის – ირაკლი ერისთავის ბინის ქურდობაზე. ბრალდებულებს უკვე შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა, თუმცა ისინი ბრალს არ აღიარებენ. სუს-ის უფროსის, ირაკლი ერისთავის ბინის გაქურდვის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 ნოემბერს „რუსთავი 2“-ში გასული სიუჟეტის შემდეგ გაავრცელა. ამ დროისთვის უკვე ერთი კვირის დაკავებული …

ბათუმში სუს-ის უფროსის – ირაკლი ერისთავის სახლი გაქურდეს

ბათუმში სუს-ის უფროსის ირაკლი ერისთავის საცხოვრებელი ბინა გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს ადასტურებს. უწყების ცნობით, „ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით წარსულში ქურდობისათვის არაერთგზის ნასამართლევი, 1975 წელს დაბადებული დ. ხ. და 1984 წელს დაბადებული ი. ა. ხოლო წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების ბრალდებით, 1959 წელს დაბადებული ნ. უ. დააკავეს“. ინფორმაცია აჭარის სუს-ის უფროსის ბინის ქურდობის …

უნივერსიტეტის კონკურსში, წინასწარი ინფორმაციით, აჭარის სუს-ის უფროსის ცოლმა გაიმარჯვა

ინგლისური ენის მიმართულებით ერთი ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი აპრილში, სასწავლო წლის მიწურულს, მოულოდნელად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოაცხადა. 11 მაისს საკონკურსო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა, კანდიდატების საბუთებიც გადამოწმდა და გასაუბრებაც იმავე დღეს ჩატარდა. უნივერსიტეტი დღეს, 15 მაისს, დღის ბოლოს აპირებს კონკურსის შედეგების გამოქვენებას, თუმცა საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, უნივერსიტეტის პრორექტორი თამარ სირაძე „ბათუმელებთან“ არ მალავს, რომ „ყველა …

ნეპოტიზმი – აჭარის სუს-ის უფროსისა და სხვა მოხელეების ოჯახის წევრები თანამდებობებზე

დღეს, 20 მარტს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა, ჟურნალისტებთან სუს-ის ხელმძღვანელის ირაკლი ერისთავისა და სხვა საჯარო მოხელეების ოჯახის წევრების საჯარო სამსახურებში დასაქმებაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, სუს-ის უფროსს საჯარო სამსახურში ოჯახის ოთხი წევრი ჰყავს დასაქმებული. „რა თქმა უნდა, ნეპოტიზმი ყველა მთავრობის დროს იყო, მაგრამ რაც დღეს გვაქვს, ეს არის ნათელი მაგალითი კლანურ-ოჯახური მმართველობის, რომელიც იყო …

Exit mobile version