ბათუმში, კლინიკაში გარდაცვლილი ბავშვის საქმეზე გამოძიება დაიწყო

ბათუმში, იაშვილის კლინიკაში, 13 წლის ლუკა ჩხიკვიშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. ლუკა ჩხიკვიშვილი გუშინ კლინიკაში ხელის მოტეხილობით შეიყვანეს, თუმცა ის ოპერაციამდე გარდაიცვალა. ოჯახის წევრების თქმით, ბავშვის გარდაცვალება ნარკოზის დიდმა დოზამ გამოიწვია. „ან მეტი მისცა [ნარკოზი] ან ჩქარა გაუკეთა“, – ამბობს გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის ერთ-ერთი წევრი …

ბათუმში, იაშვილის ჰოსპიტალში 12 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმის იაშვილის კლინიკაში 12 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მოზარდი კლინიკაში ხელის მოტეხილობით მიიყვანეს, თუმცა რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე არ არის დაზუსტებული. დეტალების გასარკვევად „ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმში მდებარე იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაციას იმ შემთხვევაში მოგვაწვდიან, თუკი ოფიციალური კომენტარი გაკეთდება კლინიკის ადმინისტრაციის მხრიდან ამ …

ბათუმში, სამშობიაროში ჩვილი დაიღუპა – ფაქტზე დაიწყო გამოძიება

ბათუმში მცხოვრები ოჯახი, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ექიმს ორსული ქალის არასწორ მკურნალობაში, დაგვიანებულ რეაგირებასა და  ჩვილის დაღუპვაში ადანაშაულებს. დაღუპული ჩვილის ოჯახის წევრის ინფორმაციით, უკვე 41 კვირის ორსულ ქალს სამშობიარო ტკივილები არ დაეწყო. ოჯახი ჩარევას ითხოვდა, თუმცა ექიმი კატეგორიული წინააღმდეგი იყო. საბოლოოდ კი ექოსკოპიამ 26 ივლისს ბავშვის დაღუპვა დააფიქსირა, რის შემდეგაც ქალს …

ბათუმში კოვიდზე 34 ბავშვი მკურნალობს, მათგან 4 ჟანგბადდამოკიდებულია

ბათუმის იაშვილის კლინიკაში კორონავირუსზე 34 ბავშვი მკურნალობს. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, მათგან ოთხი ბავშვი ჟანგბადდამოკიდებულია. „30 ბავშვის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა“. 27 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდით 3 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით კი მდგომარეობა გაცილებით მძიმეა. ბოლო 24 საათში 4 337 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 42 პაციენტი …

ბათუმში 33 ბავშვს მკურნალობენ კოვიდზე – „ტენდენცია არის მატებისკენ“

7 ოქტომბრის მდგომარეობით, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში 33 ბავშვს მკურნალობენ კოვიდზე. ინფიცირებული ბავშვების ასაკი 2-დან 13 წლამდეა. „დილის  მდგომარეობით 33 ბავშვი იყო კლინიკაში. სამწუხაროდ, ტენდენცია არის მატებისკენ, რადგან აქამდე თუ გვყავდა 15-17 პაციენტი, ახლა უკვე ეს რიცხვი გაორმაგდა,“- ამბობს ჰოსპიტლის დირექტორი თამარ ბახტაძე. მისი თქმით, კოვიდინფიცირებული ბავშვების ასაკი დაახლოებით 28 თვიდან …

„ეს დიაგნოზი სიცოცხლესთან შეუთავსებელია“ – კლინიკის განმარტება 6 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ივანე ჩხაიძე, 6 წლის საბა კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, 6 წლის პაციენტს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა, თუმცა დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ივანე ჩხაიძის თქმით, ბავშვს ჰქონდა იშვიათი თანდაყოლილი დაავადება და დროული მკურნალობის შემთხვევაშიც კი, პაციენტების 80 პროცენტი ამ დაავადებით იღუპება პირველივე თვეებში. „საბა კიწმარიშვილი …

Exit mobile version