„იაფ სახლში“ 40 ბინის გადაცემას ბათუმის მერია უახლოეს პერიოდში გეგმავს. დარჩენილი კიდევ 40 ბინის ბენეფიციარების შესარჩევად კი, განაცხადების მიღების მეორე ეტაპი გამოცხადებულია. განაცხადების მიღება 2021 წლის მაისის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე ეტაპზე შესული განაცხადებიდან ბენეფიციარებს მერია 2021 წლის დეკემბრამდე შეარჩევს, რისთვისაც 10 მარტს ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული შეისწავლის ასევე პირველ ეტაპზე შესული განაცხადებიდან შერჩეულ ბენეფიციარებსაც. ბინები …
Tag Archives: იაფი სახლის პროექტი
ბრალდებულები ნახევრად მშივრები არიან ბადრაგირების დროს – ერმაკოვის სასამართლო
„თქვენ, როგორც დაზარალებული ორგანიზაცია, სთხოვთ თუ არა ზიანის ანაზღაურებას იმ პირებს, რომლებსაც ჰქონდათ პასუხისმგებლობა იაფი სახლის პროექტის შესრულებაზე?” – ამ კითხვით პროკურორმა რამაზ შავაძემ ბათუმის მერიის წარმომადგენელს, ზურაბ ქამაშიძეს მიმართა. ზურაბი მერიაში 2016 წლიდან სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილებაში მუშაობს. მან დღეს, 24 ოქტომბერს, მერიის პოზიცია წარმოადგინა სასამართლოში. “მერიას მიაჩნია, რომ პასუხი უნდა აგოს “კონვენტ ჯორჯიამ”, რომელიც …
Continue reading “ბრალდებულები ნახევრად მშივრები არიან ბადრაგირების დროს – ერმაკოვის სასამართლო”
გაათავისუფლებენ თუ არა ერმაკოვს პატიმრობიდან, ხვალ გადაწყდება
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა წინასწარ პატიმრობაში მყოფ გია ერმაკოვს, არჩილ ვანაძეს და ეგარსლან ლომიძეს დღევანდელ პროცესზე უთხრა, რომ გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. ხვალ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, წინასწარ პატიმრობაში დარჩებიან თუ არა მერიის მაღალჩინოსნები. “მე უკვე ჩამოყალიბებული მაქვს პოზიცია, მაგრამ მჭირდება გარკვეული სამართლებრივი ანალიზი… ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსგავს საქმეზე უნდა მივიღო გადაწყვეტილება,”- უთხრა მოსამართლემ მხარეებს დღევანდელ პროცესზე. …
Continue reading “გაათავისუფლებენ თუ არა ერმაკოვს პატიმრობიდან, ხვალ გადაწყდება”
„ადვოკატებს მოწმის დისკრედიტაცია სურთ“ – პროკურორი „მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“
„სადაა დოკუმენტი, სადაც გაწერილია სატენდერო კომისიის ვალდებულება, რომ მას უნდა მოეთხოვა საბანკო ამონაწერი?“ – ეს კითხვა ადვოკატმა რამინ პაპიძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე რამდენჯერმე დაუსვა აუდიტორ ჰენრი სანიკიძეს. დღეს, 16 სექტემბერს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა „მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე“ აუდიტორის ჩვენება მოისმინა. აუდიტის დასკვნა მთავარი მტკიცებულებაა ამ საქმეში. სასამართლო პროცესზე ადვოკატების საპასუხოდ მოწმის სახით დაბარებულმა მთავარმა აუდიტორმა, …