„იაფ სახლში“ 40 ბინის გადაცემას ბათუმის მერია უახლოეს პერიოდში გეგმავს. დარჩენილი კიდევ 40 ბინის ბენეფიციარების შესარჩევად კი, განაცხადების მიღების მეორე ეტაპი გამოცხადებულია. განაცხადების მიღება 2021 წლის მაისის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე ეტაპზე შესული განაცხადებიდან ბენეფიციარებს მერია 2021 წლის დეკემბრამდე შეარჩევს, რისთვისაც 10 მარტს ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული შეისწავლის ასევე პირველ ეტაპზე შესული განაცხადებიდან შერჩეულ ბენეფიციარებსაც. ბინები …
Tag Archives: იაფი სახლის კრიტერიუმები
ბათუმში წელს 80 ოჯახს გადასცემენ ბინას „იაფ სახლში“
ბათუმის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამის მიხედვით, 2021 წელს ქალაქის მერიამ საცხოვრებელი ბინა 80 ოჯახს უნდა გადასცეს. მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ოჯახებს/ბენეფიციარებს ხელმისაწვდომი საცხოვრისის [იაფი სახლის] პროგრამის ფარგლებში შეარჩევენ. მერიაში ამ პროგრამის ფარგლებში ბინის მსურველთა 245 განაცხადია შესული. 2021 წელს, „ბენეფიციართათვის საცხოვრებელი ბინების გადაცემის მიზნით განხორციელდება აპლიკანტი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა – ოჯახებში ვიზიტი და ინტერვიუს წარმოება-ანკეტის …
Continue reading “ბათუმში წელს 80 ოჯახს გადასცემენ ბინას „იაფ სახლში“”
ვინ [ვერ]მიიღებს ბინას „იაფ სახლში“ – მერია კრიტერიუმებს ცვლის
ბათუმის მერიას „იაფი სახლის“ პროგრამაში ცვლილებები შეაქვს. მერია კრიტერიუმებს იმ დროს ცვლის, როცა 245 ოჯახის განაცხადი უკვე შესულია და მათი შესწავლა დაწყებული. მერიას გასანაწილებელი მხოლოდ 40 ბინა აქვს. „დაზუსტდა წესი, რომელმა ოჯახმა რამდენოთახიანი ბინა უნდა მიიღოს“ – გვითხრეს მერიაში. განაცხადების შეტანის ვადა 30 სექტემბერს ამოიწურა. დოკუმენტების შესწავლა/ოჯახების შერჩევა კი, მერიის ინფორმაციით, გრძელდება. პროგრამაში ერთ-ერთი ცვლილებით, …
Continue reading “ვინ [ვერ]მიიღებს ბინას „იაფ სახლში“ – მერია კრიტერიუმებს ცვლის”
„იაფი სახლის“ 40 ბინა – თითოეულის ფართობი, ღირებულება და ყოველთვიური გადასახადი
ხელმისაწვდომი საცხოვრისის [ე.წ. „იაფი სახლის“] პროგრამის ფარგლებში გასანაწილებელი 40 ბინის შესახებ მონაცემები ბათუმის მერიამ ქალაქის საკრებულოში გადააგზავნა. საკრებულო საკითხს დღეს, 30 იანვარს, განიხილავს. დამტკიცების შემთხვევაში კი, მერია ბინების ბენეფიციარებზე გაცემას დაიწყებს. ამ თემაზე: ვინ და რა ფასად მიიღებს ბინას „იაფ სახლში“- მერიამ კრიტერიუმები დააზუსტა „პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ ფარგლებში, პირველი ეტაპის დასრულების [ამ განკარგულების ძალაში შესვლის …
Continue reading “„იაფი სახლის“ 40 ბინა – თითოეულის ფართობი, ღირებულება და ყოველთვიური გადასახადი”
ვინ და რა ფასად მიიღებს ბინას „იაფ სახლში“ – მერიამ კრიტერიუმები დააზუსტა
ბათუმის მერიამ დააზუსტა ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ხელმისაწვდომი საცხოვრისის [ე.წ. „იაფი სახლის“] პროგრამის ფარგლებში შეირჩევა ოჯახები, რომლებსაც ბინები გადაეცემათ. განისაზღვრა ყოველთვიური გადასახადის ოდენობა და პერიოდი, თუ რა დროში გამოისყიდიან ბინებს ახალი მესაკუთრეები. შესაბამისი კანონპროექტები მერიამ ქალაქის საკრებულოში უკვე გადააგზავნა დასამტკიცებლად. საკითხი საკრებულოს ხვალინდელი, 30 იანვრის, სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი. დოკუმენტების მიხედვით, პროგრამის ფარგლებში 4 კორპუსი …
Continue reading “ვინ და რა ფასად მიიღებს ბინას „იაფ სახლში“ – მერიამ კრიტერიუმები დააზუსტა”
იაფ სახლში ბინის მისაღებად რეგისტრაცია ერთ თვეში დაიწყება – ბათუმის მერია
ბათუმის მერიის ინფორმაციით, უკვე შემუშავებულია განაცხადის სპეციალური ფორმა, რომელიც ბათუმში მცხოვრებმა ოჯახებმა „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსონ: „ამ დროისთვის მხოლოდ მცირე დეტალები ზუსტდება.“ დაზუსტების შემდეგ მერია სპეციალურ ფორმას საკრებულოში გადააგზავნის დასამტკიცებლად, შემდეგ კი მოქალაქეები პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებას შეძლებენ. ამ ყველაფრისთვის მერიას დაახლოებით ერთი თვე სჭირდება. განაცხადებს შესაბამისი კომისია წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით …
Continue reading “იაფ სახლში ბინის მისაღებად რეგისტრაცია ერთ თვეში დაიწყება – ბათუმის მერია”