„თუ ხურჯინში ჩაეტევა, ბურთიც წამომიღე“ – ბათუმში ასამდე ღარიბი ბავშვი ელოდება საჩუქარს

ბათუმში 94 მზრუნველობამოკლებული ბავშვი საახალწლო საჩუქრებს ელოდება. ბავშვები დღის ცენტრის, „იალქნის“ ბენეფიციარები არიან. ცენტრმა მოგვაწოდა ბავშვების წერილები, სადაც ისინი თავიანთი ოცნებების ასრულებას ელოდებიან. ბავშვების ნაწილისთვის საჩუქრები შეგროვდა, თუმცა არიან ბავშვები, რომლებიც, შესაძლოა, საჩუქრის გარეშე დარჩნენ. ფონდი „იალქანი“ საზოგადოებას სთხოვს, გულთან მიიტანონ მზრუნველობამოკლებული ბავშვების საახალწლო ოცნებები და მათ საჩუქრების შეძენაში დავეხმაროთ. „ბათუმელები“ გაგაცნობთ ბავშვების საახალწლო სურვილები. …

სიღარიბეში მცხოვრები და-ძმა წიგნებს ითხოვს – სად შეგიძლიათ დატოვოთ ლიტერატურა

„როცა პროდუქტებს ვურიგებდი უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებს, რამდენიმე ბავშვმა მთხოვა წიგნი, წავიკითხავდითო,“ – ამბობს საქველმოქმედო ფონდ „იალქნის“ ხელმძღვანელი, თიკო აბაშიძე. ეს ორგანიზაცია სოციალურად დაუცველ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მუშაობს ბათუმში. თიკო აბაშიძის თქმით, მაგალითად, 13 წლის ანამ, რომლის შესახებ „ბათუმელები“ 4 აპრილს წერდა, „ჰარი პოტერი“ ითხოვა, მის ძმას კი, „ბეჭდების მბრძანებელი“ სურს. ანას პანდემიამდე ძირითადად …

როგორ შეგიძლია გახდე მოხალისე – „ვერ ვაცნობიერებთ, რა შეგვიძლია ერთმანეთისთვის“

„ზოგჯერ ვერ ვაცნობიერებთ, რა შეგვიძლია ერთმანეთისთვის… პანდემია არაა საჭირო იმისთვის, რომ ერთმანეთი დავინახოთ,“ – ამბობს თბილისელი მოხალისე, თსუ-ს ტექნოლოგიების და ინოვაციების სამრეწველო ლაბორატორიის მენეჯერი, ნიკოლოზ მნათობიშვილი. იგი მე-6 დღეა პლატფორმა „ერთიანობის“ ფარგლებში მოხალისეა და მოხუცებთან, ასევე, შშმ პირებთან პირველადი დახმარების ნივთები და საკვები მიაქვს. პანდემიის პირობებში ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მოხალისეობრივი ჯგუფი შეიქმნა. თითოეულ ჯგუფში გეტყვიან, …

ბათუმში მიუსაფარი ბავშვებისთვის „კრიზისული ცენტრი“ მოეწყობა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მიუსაფარი ბავშვებისთვის ე.წ. კრიზისული ცენტრი მოეწყობა. საუბარია ბავშვებზე, რომლებსაც ქუჩაში უწევთ ღამის გათენება სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, ოჯახში ძალადობის გამო. „ბავშვების მდგომარეობას მულტიდისციპლინარული ჯგუფი შეაფასებს. ამ ჯგუფში იმუშავებენ: ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და პედაგოგი. ეს ჯგუფი დააკავშირებს არასრულწლოვანს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, ასევე მიიღებს გადაწყვეტილებას, რამდენი დღით შეიძლება გაჩერდეს მოზარდი ცენტრში,“ – გვითხრა თიკო …

„დედა, დაინახე როგორ ჩამარტყეს თეფში?“ – ძიძას საყვედური გამოუცხადეს და ჯგუფს დატოვებს

„ჩემი შვილი 4 წლისაა, მას ძიძამ თავში ჩაარტყა თეფში იმის გამო, რომ წვნიანი არ შეჭამა,“ – ამბობს მშობელი თამილა ი. მისი შვილი ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღში 18 ოქტომბრის შემდეგ აღარ მისულა. მშობელი რეაგირებას ითხოვს. შესაბამისი კომისიის მოკვლევით, ბავშვისთვის თეფშის ჩარტყმა არ დადასტურდა. „ბაღიდან მომყავდა იმ დღეს საღამოს, ერთხანს ჩუმად იყო საეჭვოდ და მერე მეუბნება: დედიკო, დაინახე, …

„რელიგიური განსხვავებულობა გვაახლოვებს“ – აქცია ბათუმში [ფოტო]

დღეს, 29 დეკემბერს, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წევრმა ორგანიზაცია „იალქანმა“ ბათუმის ქუჩებში მოაწყო წინასწარ დაანონსებული აქცია-მსვლელობა – „რელიგიური განსხვავებულობა გვაახლოებს“. როგორც აქციის ორგანიზატორმა, თიკო აბაშიძემ განმარტა, აქციის მიზანია, აჩვენოს საზოგადოებას, რომ განსხვავებული აღმსარებლობა, ეროვნულობა და შეხედულებები ადამიანებს ჰარმონიულ ურთიერთობებში ხელს არ უშლის. აქციის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში სიმბოლური საჩუქრები დაარიგეს; ისინი იყვნენ ქალაქში არსებულ სხვადსხვა სამლოცველოებში.

Exit mobile version