„პატარა პრინცი“ ბათუმის თოჯინების თეატრში – „მოწვეული სტუმრებიდან არავინ გასულა უცრემლოდ“

დღეს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში “პატარა პრინცის” პრემიერა შედგა. სპექტაკლი მარიონეტულ სივრცეში გაიმართა, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ პირველად იწყებს ფუნქციონირებას. ამჯერად „პატარა პრინცი“ ნაწარმოებს ზუსტად არ მიჰყვება და სპექტაკლის რეჟისორისა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის – გიორგი ჩხაიძის ჩანაფიქრს წარმოგვიდგენს. „პატარა პრინცი“ უკვე მესამედ იდგმება, თუმცა ჩვენს გადაწყვეტაში იგი არ …

ბათუმის თოჯინების თეატრი 83-ე თეატრალურ სეზონს კარნავალით გახსნის

ხვალ, 15 სექტემბერს, ბათუმის თოჯინების თეატრი 83-ე თეატრალურ სეზონს ხნის. სეზონს სპექტაკლი „ვეშაპი-კო“ გახსნის, რომელიც 13:00 საათზე დაიწყება. სპექტაკლის შემდეგ პატარებს და მათ თანმხლებებს შეეძლებათ მოიწყონ ფოტოსესია და დაათვალიერონ ძველი თოჯინები და აფიშები. ძველი თეატრალური აფიშები ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული. თეატრალური სეზონის გახსნასთან დაკავშირებით,  სტუმრებს მათი დათვალიერების საშუალება თოჯინების თეატრში ექნებათ. 19:00 საათზე …

ფესტივალის -“სლავიანსკი ბაზარი” კასტინგი ბათუმში გაიმართება

საერთაშორისო ფესტივალში “სლავიანსკი ბაზარი” მონაწილეობის მსურველთა შესარჩევი კონკურსი ბათუმში გაიმართება. კონკურსში მონაწილეობა 18-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მომღერლებს შეუძლიათ. შერჩეული კანდიდატი საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას ფესტივალში. კონკურსის შესახებ ინფორმაცია დღეს ჟურნალისტებს ფესტივალის წარმომადგენელმა საქართველოში, მანანა სეფიაშვილმა და ბათუმის მერის მოადგილემ, სოფო ხალვაშმა გააცნეს. “ბათუმის მერიამ მხარდაჭერა იმიტომ გამოუცხადა ამ კონკურსს, რომ ძალიან კარგი პროექტია და თან …

90-იანელების გაცოცხლებული ბავშვობა თოჯინების თეატრში [ფოტო]

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში გადაწყვიტეს ქალაქის მცხოვრებლებს ბავშვობა დაუბრუნონ და თეატრის მეორე სართულზე 20-25 წლის წინანდელი, დიდი ხნის გადანახული და და მოქმედი თოჯინების გამოფენა ერთად მოაწყვეს. თუკი თქვენი ბავშვობა 80-90-იან წლებს დაემთხვა და ბათუმის თოჯინების თეატრის სპექტაკლები გინახავთ, ამ პერსონაჟებიდან რომელიმე მაინც გეხსომებათ: პატარა უფლისწული და კონკიას დედინაცვალი, ნიანგი, ჩიბურაშკა ბომბორა და სხვა უამრავი. …

დღეს მსოფლიოს მეთოჯინეთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

დღეს, 21 მარტს, მსოფლიოში მეთოჯინეთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის დაარსების იდეა ირანელ მეთოჯინეს, ჟივიდა ზოლფაღარიჰოს ეკუთვნის და ინიციატივა მან 2000 წელს მეთოჯინეების საერთაშორისო გაერთიანების მე-18 კონგრესზე შეიტანა პირველად განსახილველად. მეთოჯინეთა დღე მსოფლიოში და მათ შორის, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში,  წელს მეთექვსმეტედ აღინიშნება. თამარ კახიძე თეატრის მხატვარ-მძერწავია, წელიწადნახევარია რაც თოჯინებზე მუშაობს და მათი …

ბათუმის თოჯინების თეატრის დირექტორი ნაწილობრივ გამართლდა

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დაასრულა ბათუმის თოჯინების და მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დირექტორის, მედეა ჩარკვიანის საქმის განხილვა. მედეა ჩარკვიანს პროკურატურა სახელმწიფო ქონების მითვისებას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. დავის საგანი თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები გახდა, სადაც გამოძიების მტკიცებით, სახელმწიფოს 86 663 ლარის ზარალი მიადგა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მედეა ჩარკვიანი ნაწილობრივ გაამართლა. ის უდანაშაულოდ იქნა ცნობილი თანხის მითვისების ნაწილში. …

თოჯინების თეატრის შენობა გაიხსნა (ფოტო)

დღეს, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, კვლავ გაიხსნა თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის რეაბილიტირებული შენობა. გახსნის ცერემონიალის დასრულების შემდეგ თეატრი სტუმრების წინაშე სპექტაკლ „კოკროჭინას“ პრეზენტაციით წარსდგა. ცხადია, სტუმრებს შორის ყველაზე მეტი ბავშვი იყო. თუმცა, დღეს თოჯინების თეატრს ბევრი ზრდასრული ადამიანიც სტუმრობდა, მათ შორის აჭარის მთავრობის წევრები. საპრემიერო სპექტაკლზე მუშაობდნენ ინსცენირების ავტორი და რეჟისორი ოთარ …

Exit mobile version