რა იცვლება პაციენტებისთვის კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემით და როდის

ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემის ამოქმედების ვადა გადაავადა, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირით. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ახალი DRG სისტემით ყველა კლინიკას განესაზღვრება ისეთი სატარიფო სისტემა და საბაზისო ტარიფი, რომ პაციენტს არ მოუწიოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სერვისზე კლინიკისთვის დამატებით თანხის გადახდა. „პაციენტს დღეს თუ უწევს [თანხის] დამატება სხვადასხვა სამედიცინო სერვისზე, ჩვენი ამ შეთანხმების მიხედვით, …

პაციენტების სამედიცინო საქმეები ქაღალდიდან ციფრულზე გადავა

დღეს, 11 მაისს, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ სამინისტრო ჯანდაცვის სერვისების სრულ გაციფრულებას გეგმავს, რის შედეგადაც კლინიკებში პაციენტების სამედიცინო ისტორიები ქაღალდიდან ელექტრონულ სივრცეში გადავა. „პრიორიტეტი გვაქვს მინიჭებული ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერის სისტემის განვითარებისთვის. აღნიშნული ელექტრონული სისტემა საშუალებას მოგვცემს პაციენტის სამედიცინო ისტორიები, ქაღალდმატარებლიდან გადავიდეს ერთიან, დაცულ ელექტრონულ სივრცეში. მკურნალ ექიმებს ექნებათ შესაძლებლობა საჭიროების …

ოჯახის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება ეტაპობრივად გაიზრდება – ჯანდაცვის მინისტრი

„ქვეყანაში დაწყებულია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დღეს, 11 მაისს, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ჯანდაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის (პჯდ) რეფორმის გზამკვლევის ძირითადი ეტაპები 2022-2025 წლებს მოიცავს. დოკუმენტის თანახმად  ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების გაზრდა და მინიმალური ხელფასის დაფიქსირება პროგრამაში 2022 წლის …

რამდენიმე კლინიკაში ინფექციის კონტროლის კუთხით სავალალო მდგომარეობაა – ჯანდაცვის მინისტრი

დღეს, 26 აპრილს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „იმედის“ ეთერში საუბრისას თქვა, რომ სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ვითარების შესწავლა დაიწყო და აღნიშნა, რომ მონიტორინგისას საქართველოს კლინიკებში გამოიკვეთა სისტემური პრობლემები, ასევე სავალალო მდგომარეობა ინფექციის კონტროლის კუთხით. „მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო, კოვიდის პერიოდში, სრულად უზრუნველყოფდა, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, ნებისმიერი პაციენტის მკურნალობის თანხების ანაზღაურებას. სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში, უკვე იკვეთება …

ვინ არის და რა ქონებას ფლობს პროფესიით ფინანსისტი ჯანდაცვის ახალი მინისტრი

27 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილი დაასახელა. 42 წლის ზურაბ აზარაშვილს ჯანდაცვის სექტორში არასდროს უმუშავია, იგი პროფესიით ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტია. მისი წარდგენისას ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში“. ზურაბ აზარაშვილი აქამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. მისი კარიერა საჯარო სამსახურში 2020 წელს დაიწყო, როცა აზარაშვილი …

Exit mobile version