როდის გადაიკეტება ბაგრატიონის ქუჩის ერთი მონაკვეთი ცალმხრივად

ბათუმში ბაგრატიონის ქუჩა, ვაჟა-ფშაველასა და მელიქიშვილის ქუჩებს შორის, ამავე მიმართულებით, ცალმხრივად ორშაბათს, 19 აპრილს გადაიკეტება. ბაგრატიონის ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის ხელშეკრულება კომპანია „ზიმო-7“-თან 8 646 623 ლარზეა გაფორმებული. ბათუმის მერიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაგრატიონის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთი 15 აპრილს გადაიკეტებოდა. „ვინაიდან ახლოს იყო შაბათ-კვირა, გადავწყვიტეთ ქუჩის ეს მონაკვეთი 19 აპრილს გადავკეტოთ“ – უთხრეს …

ბაგრატიონის ქუჩის სარეაბილიტაციოდ 8,6-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულებას, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო, კომპანია „ზიმო 7“-თან 8 646 623 ლარზე გააფორმებს. კომპანია ხელშეკრულების დასადებად სატენდერო კომისიამ უკვე მიიწვია. ხელშეკრულების გასაფორმებლად კი აუცილებელია „ზიმო 7“-მა საბანკო გარანტია 2021 წლის 27 მარტამდე წარადგინოს. ბაგრატიონის ქუჩის (შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე) რეაბილიტაციის სამუშაოებზე მერიის სამმართველოს ტენდერი 11 867 002 ლარით ჰქონდა …

სახიფათო ადგილები ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე [ფოტო]

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი რამდენიმე ადგილზე იმდენადაა დაზიანებული, რომ საფრთხეს უქმნის როგორც ქვეითებს, ასევე ავტომანქანების მოძრაობას. ამ ადგილებში, სავარაუდოდ, ადიდებული მდინარე აჭარისწყლის მიერ გამორეცხილია ფერდობი, დაზიანებულია სპეციალური რკინის მოაჯირები, მდინარის კალაპოტი კი თითქმის გზის [ასფალტის საფარის] ზოლიდან იწყება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის გზის მოვლა-შენახვაზე ხელშეკრულება [სხვადასხვა მონაკვეთზე – ანგისიდან ხულომდე] ორ უცხოურ …

„ჭაობში“ 30-მდე ქუჩა მოწესრიგდება – ბათუმის ბიუჯეტიდან 23 მილიონი ლარი დაიხარჯება

„ჭაობის“ დასახლებაში ქუჩების მოსაწესრიგებლად გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულები გამოვლენილია. ერთ შემთხვევაში ხელშეკრულებაც გაფორმდა, თუმცა ამ ტენდერთან დაკავშირებით გრძელდება სასამართლო დავაც. სამუშაოების დაწყებას სასამართლო დავა ხელს არ უშლის. ოთხი ტენდერით ჭაობში 30-მდე ქუჩა მოწესრიგდება, რაშიც ბათუმის ბიუჯეტიდან ჯამში 23 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. ბაგრატიონის შესახვევი; გურამიშვილის ქუჩა; გურამიშვილის შესახვევი; მელიქიშვილის I შესახვევი; ოსტროვის I შესახვევი; სააკაძის ქუჩა; …

ბათუმში 8 ქუჩის კეთილმოწყობა გადაიდო – სასამართლომ მერიის ტენდერი შეაჩერა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქალაქის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს ტენდერი შეაჩერა. სასამართლოს ამ მოთხოვნით კომპანიამ „ზიმო 7“ მიმართა, რომელიც მიიჩნევს, რომ ტენდერში გამარჯვებულად სხვა კომპანია უსამართლოდ გამოაცხადეს. 8 ქუჩის კეთილმოწყობაზე ტენდერი ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველომ ივლისში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 მილიონ 587 866 ლარი იყო. ამ ტენდერზეა დამოკიდებულია შემდეგი ქუჩების მოწესრიგება: ბაგრატიონის შესახვევი, გურამიშვილის ქუჩა, …

რატომ არ იწყება ჭაობის ქუჩების რეაბილიტაცია ბათუმში – დავა ექვსმილიონიანი ტენდერისთვის

აქვს თუ არა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთ კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტისადმი დავალიანება? – მხოლოდ ამ ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე პასუხის შემთხვევაში გადაწყდება 6-მილიონიანი ტენდერის ბედი, რომლის ფარგლებშიც ბათუმში, „ჭაობის დასახლებაში“ რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს. სახელმწიფო უწყებებში ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, ტენდერის პროცედურა კი მეოთხე თვეა გრძელდება. ტენდერის მოსაგებად ამ ეტაპზე ორი კომპანია – „დაგი“ და …

დავა 6-მილიონიანი ტენდერისთვის და მოსაწესრიგებელი ქუჩები „ჭაობის“ დასახლებაში

ბათუმში, „ჭაობის“ დასახლებაში, რამდენიმე ქუჩის კეთილმოწყობაზე საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 6 587 866 ლარი გამოყო და შესაბამისი ტენდერიც გამოაცხადა, რომელიც მიმდინარე წლის 30 ივლისს დასრულდა. სამმართველოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების გამო კი, სატენდერო პროცედურები ამ დრომდე გრძელდება. შესაბამისად, ვერ ხერხდება გამარჯვებულის გამოვლენა, ხელშეკრულების გაფორმება და სამუშაოების დაწყება. ამ ტენდერზეა დამოკიდებული შემდეგი ქუჩების მოწესრიგება: ბაგრატიონის შესახვევი; …

„ჭაობში“ ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წელშიც გაგრძელდება

მიუხედავად იმისა, რომ „ჭაობის დასახლებაში“ არაერთი ქუჩა ამორტიზებულ-გადათხრილია, ამასთან ზოგიერთ უბანში ინტენსიური სამუშაოები არ შეინიშნება, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ რეაბილიტაციის პროცესი გეგმით მიმდინარეობს და ზოგიერთ ქუჩაზე სამუშაოები დაგეგმილზე ადრეც კი დასრულდება. „ჭაობში“ დღეს, ასე ვთქვათ, ორი ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს – მიწისქვეშა [კანალიზაციის ახალი ქსელის მშენებლობა] და მიწისზედა [სანიაღვრე არხები, კეთილმოწყობა, გარე განათება]. ქუჩების კეთილმოწყობა კი დამოკიდებულია საკანალიზაციო …

Exit mobile version