„მაინც ვერ ვსწავლობთ ჭკუას“ – ინტერვიუ ისტორიკოსთან 31 მარტის რეფერენდუმზე

„ყველანაირად გონივრულად მოიქცნენ მაშინდელი ეროვნული ძალები,“ – ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენაც დემოკრატიული გზით მოხერხდა: „ჯერ ხალხს ეკითხები და მერე აცხადებ დამოუკიდებლობას სამართლებრივად.“ „31 მარტის რეფერენდუმის უზარმაზარი დატვირთვა ის იყო, რომ მაშინ არა მარტო ჩვენთან, სხვა რესპუბლიკებშიც გამოცხადდა დამოუკიდებლობის დეკლარაციები – შეიძლებოდა დეკლარაცია ხელისუფლებას გამოეცხადებინა თავისით, ჩვენთან კი, მაშინდელმა ეროვნულმა ძალებმა …

ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია უცხოელი მეცნიერებისთვის

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიიის მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პრემია გაიცემა ქართველოლოგიის დარგში, რომელიც მოიცავს ჰუმანიტარული მიმართულების კვლევებს საქართველოს შესახებ: ენებს, ენათმეცნიერებას, ლიტერატურათმცოდნეობას, ისტორიას, არქეოლოგიას, ეთნოგრაფიას, ეთნოლოგიას, კულტურის კვლევებს, ხელოვნებას. ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის ოდენობა 8 000 ლარია. მის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ქართველოლოგიის მიმართულებით საზღვარგარეთ …

მერაბ კოსტავას მემორიალთან შეკრებილები: ხელისუფლებას ამის გახსენება არ სურს

ბათუმში, მერაბ კოსტავას მემორიალთან, „ეროვნული მოძრაობის“ წევრები და პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები შეიკრიბნენ. მათ მერაბ კოსტავას დაბადებიდან 80 წლისთავი აღნიშნეს და კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ის, რომ ამ დრომდე მერაბ კოსტავასთვის ბათუმში ძეგლი არ დაუდგამთ. „სირცხვილია, რომ ჩვენ ისევ ვდგავართ ქვასთან, რომელიც აქ 1994 წელს გაჩნდა… ქვაზე წერია, რომ აქ უნდა აღიმართოს მერაბ კოსტავას …

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი და ზვიად გამსახურდიას იუბილე ბათუმში 

დღეს, 31 მარტს, ბათუმში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე და ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა ისტორიული კადრების ჩვენება და ფოტო და დოკუმენტური მასალის გამოფენა. ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, მინისტრები, დეპუტატები, ახალგაზრდები და ქალაქის საზოგადოების …

27 წლის წინ მოქალაქეების 98%-მა ქვეყნის საბჭოთა კავშირიდან გამოსვლას მისცა ხმა

1991 წელს 31 მარტს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმზე საქართველოს თითქმის სრულმა მოსახლეობამ, საარჩევნო ასაკის 98-მა პროცენტმა ხმა მისცა ქვეყნის დამოუკიდებლობას და საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოსვლას. საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამაჩაბლოშიც ჩატარდა. დღეს, 31 მარტს პირველი რეფერენდუმიდან 27 წელი გავიდა. ამ ისტორიული მოვლენის დღე დაემთხვა/დაამთხვიეს …

ბათუმში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმას გეგმავენ

ბათუმში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმის ინიციატივით ბათუმის საკრებულოს ნუგზარ ჩხაიძემ მიმართა. ბათუმის მოქმედი საკრებულოს განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარის ნინო ბერაძის განმარტებით, კომისიაში ამ საკითხზე იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ ბათუმში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძეგლი უნდა დაიდგას, თუმცა შესაბამისი განკარგულება არ მოუმზადებიათ. ინიციატორი მიიჩნევს, რომ ძეგლი მემედ აბაშიძის, ზვიად გამსახურდიასა და რუსთაველის ქუჩებს შორის არსებულ სკვერში …

აშშ-ს საარქივო ფონდებში დაცული საიდუმლო დოკუმენტები 9 აპრილის შესახებ

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 9 აპრილთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) საარქივო ფონდებში დაცული საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა. დოკუმენტები მოიცავს შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მიერ (დაზვერვის დირექტორატი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მოსკოვში აშშ-ის საელჩო) 1989 წლის აპრილის თვეში საქართველოში მომხდარი მოვლენების შესახებ მომზადებულ ანალიტიკურ ცნობებს. დოკუმენტები, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის პარტნიორმა ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ჯორჯ ვაშინგტონის …

Exit mobile version