ბათუმის კინოფესტივალი ზაზა ხალვაშის ფილმით გაიხსნა

17 სექტემბერს საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმით – „ლოტო“ – გაიხსნა. „ლოტო – იგავი ზღვისპირა ქალაქზე“ ბათუმელი რეჟისორის, ზაზა ხალვაშის ბოლო ნამუშევარია. ეს ერთ ეზოში გადაღებული შავ-თეთრი ფილმია ფერად ისტორიებზე. რეჟისორი ფილმზე მუშაობის პერიოდში გარდაიცვალა. შემოქმედებით ჯგუფს მოგვიანებით გამოაკლდა ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი ზურაბ ქავთარაძე. „ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ იშვიათი კადრები …

ბერლინის კინოფესტივალზე ზაზა ხალვაშის ბოლო ფილმს აჩვენებენ

წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ევროპული კინობაზრობის ფარგლებში 3 ქართულ მხატვრულ ფილმს აჩვენებენ. ევროპულ კინობაზარზე საქართველოს ეროვნულ კინოცენტრი წარადგენს: „სამურაი დასვენების ჟამს“ – რეჟისორი ლევან თუთბერიძე (საქართველო) 13 თებერვალი, 12:40 საათი, Virtual Cinema 3; „მშვენიერი ელენე“ – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი (საქართველო, საფრანგეთი, თურქეთი) 14 თებერვალი, 15:00 საათი, Virtual Cinema 23; „ლოტო – იგავი ზღვისპირა ქალაქზე“ – …

ზაზა ხალვაშის ბოლო ფილმს – „ლოტო” ვილნიუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ

ზაზა ხალვაშის ბოლო ფილმი „ლოტო” ვილნიუსის საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიულ პროგრამაზე წარდგება. სრულმეტრაჟიანი ფილმი რეჟისორმა ,,ნამეს“ შემდეგ გადაიღო. ფილმი საქართველო-ლიეტუვის კოპროდუქციაა. „ლოტო“ 2019 წელსაა გადაღებული. რეჟისორისთვის ინსპირაციის წყარო ბათუმურ ეზოში გატარებული ცხოვრება იყო. სიუჟეტი ბათუმურ ეზოში ვითარდება, ფილმში ბევრი არაპროფესიონალი მსახიობი თამაშობს, თამაშობენ ასევე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სარეჟისორო და სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტებიც. ფილმში ნაჩვენები ამბები მეოცე …

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ზაზა ხალვაშის სახელობის კინოსახელოსნო გაიხსნება

27 თებერვალს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროექტის – „DocNomads – TAFU – ბეშუმის საზაფხულო კინოსკოლის“ ფარგლებში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართება და ცნობილი კინორეჟისორის ზაზა ხალვაშის ხსოვნას მიეძღვნება. ფილმების ჩვენების შემდეგ კი ზაზა ხალვაშის სახელობის კინოსახელოსნო გაიხსნება. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ზაზა ხალვაში აქტიურად იყო ჩართული „DocNomads – TAFU – ბეშუმის საზაფხულო კინოსკოლის“ …

ბათუმის „აპოლოში“ ზაზა ხალვაშის „ნამეს“ აჩვენებენ

20 თებერვლიდან ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში“ და თბილისში, „ამირანში“ ზაზა ხალვაშის ცნობილი ფილმი, „ნამე“ დაუბრუნდება დიდ ეკრანს. კინოაფიშის თანახმად, „ნამე“ ნაჩვენები იქნება 20 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით. „ნამე“ ქართველი რეჟისორის ზაზა ხალვაშის ბოლო ფილმია. ზაზა ხალვაში 4 თებერვალს გარდაიცვალა, 62 წლის ასაკში. „ნამე“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია და საქართველო-ლიტვა-საფრანგეთის კოპროდუქციას წარმოადგენს. ფილმი საქართველოს მთებში, პატარა, …

რეჟისორი ზაზა ხალვაში 62 წლის ასაკში გარდაიცვალა

4 თებერვალს თბილისში გარდაიცვალა რეჟისორი ზაზა ხალვაში. ზაზა ხალვაში 1957 წელს დაიბადა ბათუმში. 1983 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის სახელოსნო. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა „ქართულ ფილმში“, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში კათედრის გამგედ, აჭარის ტელევიზიის დირექტორად. ფილმებისათვის მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი. არის დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა: …

ზაზა ხალვაშის განმარტება – რატომ ვერ მოხვდა ოპერატორი მამუკა ჩხიკვაძე ASC-ის ნომინანტთა სიაში 

ქართული ფილმის – “ნამეს” ოპერატორმა გიორგი შველიძემ 9 თებერვალს, ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების მიერ დაწესებული მთავარი პრიზი მიიღო საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის. ის ნომინირებული იყო წლის აღმოჩენის სექციაში. ოპერატორის წარმატება ბათუმში განხილვის საგანი გახდა, რადგან ფილმზე რეალურად ორი ოპერატორი მუშაობდა – გიორგი შველიძე და მამუკა ჩხიკვაძე. ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების ASC-ის დაჯილდოების ნომინანტი კი მხოლოდ გიორგი შველიძე გახდა. ბათუმის …

ლოს ანჯელესში ზაზა ხალვაშის „ნამეს” პირველი ჩვენება გაიმართება

დღეს, 7 ნოემბერს, აშშ-ში, ლოს ანჯელესში „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ კამპანიის ფარგლებში ზაზა ხალვაშის ფილმის, „ნამეს“ პირველი, ოფიციალური ჩვენება გაიმართება. ეროვნული კინოცენტრის ცნობით, დამატებით ორ ჩვენებას 11-15 ნოემბერს EFP (European Film Promotion) გაუწევს ორგანიზებას. ჩვენებებს ამერიკის კინოაკადემიის წევრები, კინოფესტივალის წარმომადგენლები, ცნობილი უცხოური გამოცემების ჟურნალისტები და საერთაშორისო ბაიერები დაესწრებიან. „ნამეს“ მსოფლიო პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე 2017 …

საქართველო „ოსკარზე“ ზაზა ხალვაშის ფილმს, „ნამეს“ წარადგენს

საქართველოს კინოცენტრში შექმნილმა საგანგებო კომისიამ გადაწყვიტა, რომ „ოსკარზე“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში საქართველოს კანდიდატი ფილმი ზაზა ხალვაშის „ნამე“ იქნება. გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრის საფუძველზე დღეს, 31 აგვისტოს, იქნა მიღებული. „ნამე“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია და საქართველო-ლიტვა-საფრანგეთის კოპროდუქციას წარმოადგენს. „ნამე“ საქართველოს მთებში, პატარა, ტრადიციულ სოფელში მცხოვრები მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამეს და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს. ძმებიდან ერთი …

ცისნამი – შიშთან ბრძოლაში გამარჯვებული გოგო ზაზა ხალვაშის ფილმიდან „ნამე”

გუშინ, 2 მაისს, ბათუმის კინოთეატრ „აპოლოში“ ზაზა ხალვაშის ფილმის – „ნამეს“ ჩვენება დასრულდა. რეჟისორი ფილმზე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა, მასვე ეკუთვნის ფილმის სცენარიც. „ნამე“ ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებით გადაიღეს და საქართველო-ლიტვის ერთობლივი ნამუშევარია. „ნამე“ გასულ წელს ტოკიოს 30-ე კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში აჩვენეს. მთავარ როლს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი, მარისკა დიასამიძე ასრულებს. ასევე მონაწილეობენ ხულოს დრამატული თეატრის …

„ნამე“ – ზაზა ხალვაშის ახალ ფილმს „აპოლოში“ აჩვენებენ

19 აპრილიდან ქართველი რეჟისორის, ზაზა ხალვაშის ახალ ფილმს – „ნამე“ კინოთეატრებში აჩვენებენ, მათ შორის ბათუმის „აპოლოშიც“. „ნამე“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია და საქართველო-ლიტვა-საფრანგეთის კოპროდუქციას წარმოადგენს. „ნამე“ საქართველოს მთებში, პატარა, ტრადიციულ სოფელში მცხოვრები მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამეს და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს. ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე – მოლა, ხოლო მესამე – მღვდელი. სოფელში მაჰმადიანები …

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გადადგომას ითხოვს

 

აჭარის ტელევიზიის ხუთწევრიანი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ  ზაზა ხალვაშმა თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით უკვე მიმართა ამ საბჭოს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურა ბეჟან გობაძემ,  საბჭოს წევრმა. 

Exit mobile version