მოქალაქეები იღებენ სმს შეტყობინებას ავტომობილის დაჯარიმებაზე – რას ამბობს შსს

რამდენიმე დღეა მოქალაქეები ტელეფონებზე იღებენ შეტყობინებას, ე.წ „საგზაო პოლიციის ბიუროს“ სახელით, თითქოსდა მათი ავტომანქანა მოძრაობის წესების დარღვევის გამო დაჯარიმდა და თუ ჯარიმის თანხას 15 დღეში არ გადაიხდის მეპატრონე, მათი საბანკო „ანგარიშები გაიყინება“. „ვადის გასვლიდან მე-7 დღიდან ყოველდღიურად დაგერიცხებათ 5.76%-იანი დაგვიანებული გადახდის საკომისიო. თუ ჯარიმის გადახდას გადადებთ 30 დღეზე მეტი ვადით, კომპეტენტური სასამართლო გაყინავს თქვენს საბანკო …

ევროპისა და აზიის ფერმებში ფრინველის გრიპი ვრცელდება

ბოლო დღეებში ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (OIE) ევროპასა და აზიაში ფრინველის მძიმე გრიპის რამდენიმე აფეთქება დააფიქსირა. ჩინეთში ამ წლის მონაცემებით უკვე 21 ადამიანი დაინფიცირდა ფრინველის გრიპის H5N6 ქვეტიპით, რაც ამ ვირუსის გავრცელების 2020 წლის მთლიან მაჩვენებელზე მეტია. სამხრეთ კორეაში დაფიქსირდა ვირუსის აფეთქების შემთხვევა ფრინველის ფერმაში. ინფორმაცია ამის შესახებ ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ორშაბათს სამხრეთ კორეის …

ჯანმო ვირუსის მეორე ტალღაზე – სიფრთხილე გვმართებს შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ რაიანმა ჯანმოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ უცნობია, როდის იქნება ვირუსის მეორე ტალღა. შესაბამისად, თითოეულმა ქვეყანამ, კონკრეტული შეზღუდვების მოხსნის დადებითი ეფექტების განხილვისას, ასევე უნდა შეისწავლოს ამ ღონისძიებების გატარების შედეგად დაავადების შემობრუნების პოტენციური ნეგატიური ეფექტი. „ეს უნდა განისაზღვროს კონტექსტის მიხედვით – მოსახლეობის რა რაოდენობა ცხოვრობს ქალაქში და რა რაოდენობა …

განიცდის თუ არა მუტაციას COVID19-ის გამომწვევი ვირუსი? – ჯანმოს პასუხი

განიცდის თუ არა მუტაციას COVID19-ის გამომწვევი ვირუსი? ამის შესახებ განმარტება ჯანმოს ბოლო ბრიფინგზე ჯანმოს ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელმა მარია ვან კერჰოვმა გააკეთა. „ჩვენ ვთანამშრომლობთ ვირუსოლოგების ლაბორატორიათა გლობალურ ქსელთან მთელი მსოფლიო მასშტაბით. ისინი დეტალურად სწავლობენ და აკვირდებიან იმ ვირუსების გენის თანმიმდევრობას, რომლებიც ცირკულირებენ მთელს მსოფლიოში. ამ დროისთვის ცნობილია მთლიანი გენის სულ ცოტა 10 000 თანმიმდევრობა. …

ჯანმო არაფერს მალავს – ტედროს გებრეისუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა აშშ-ს ბრალდების საპასუხოდ თქვა, რომ ჯანმოს არანაირი საიდუმლო არ აქვს: „ინფორმაციის მიღების პირველი დღიდან ორგანიზაციას არაფერი დაუმალავს არც ერთი ქვეყნისთვის, მათ შორის, არც აშშ-სთვის. არ არსებობს საიდუმლო ჯანმოში. რაიმეს საიდუმლოდ შენახვა საფრთხის შემცველია, რადგან ეს ჯანმრთელობის თემაა, ინფორმაცია უნდა გავრცელდეს დაუყოვნებლივ“. რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა …

გრიპის შემთხვევებმა იკლო, თუმცა უმჯობესია უსაფრთხოების ნორმები კვლავ დაიცვათ

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევების რაოდენობამ იკლო, თუმცა გრიპის სეზონის დასრულებამდე უმჯობესია მოსახლეობამ კვლავ იხელმძღვანელოს რესპირაციული ინფექციების თავიდან ასაცილებლად არსებული მარტივი რეკომენდაციებით. გრიპის სეზონი მიმდინარე წლის მაისის თვეში დასრულდება: “ამ დროისთვის შემთხვევათა რაოდენობა კლებულობს, სხვა წლების გრაფიკებსაც რომ დააკვირდეთ, იქაც შეინიშნება ეს ტენდენცია, თორემ გრიპის სეზონი ოფიციალურად 2020 წლის მე-20 …

აჭარაში 5 წლის ბავშვი მენინგოკოქცემიით გარდაიცვალა

პირველ მაისს ბათუმის დედათა და ბავშვთა  ცენტრში ხუთი წლის ბავშვი გარდაიცვალა მენინგოკოქცემიის დიაგნოზით. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ცენტრში გვითხრეს, ბავშვი ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან იყო. „როცა ცუდად გახდა ბავშვი, ის მაშინვე  გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ სამწუხაროდ ბავშვი გარდაიცვალა,“ – ამბობს ნინო ნიჟარაძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი. მისი თქმით, მენინგოკოქცემიის 1-2 შემთხვევა თითქმის ყოველ წელს ვლინდება და აქედან ერთი …

რა არის წითელა და როგორ ავიცილოთ იგი თავიდან

ბოლო პერიოდში აჭარის რეგიონში წითელას მიმართ ეპიდდაძაბული სიტუაციაა, იანვარში აჭარაში წითელას 35-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის მთლიან მაჩვენებლზე მეტია. წითელა მწვავე დაავადებაა, რომლის გამომწვევი ვირუსიც ადამიანიდან ადამიანს ჰაერით გადაეცემა. წითელა სახიფათოა ყველა ასაკში, მაგრამ 5 წლამდე ასაკის და 20 წელს გადაცილებულ ადამიანებში შესაძლოა სერიოზული გართულებების მიზეზი გახდეს. ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ინფექციონისტი ნატო მიშველიძე, …

აჭარაში გრიპის შემთხვევებმა იმატა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, აჭარაში გრიპისა და სხვა რესპირატორული დაავადებებით ამბულატორიული შემთხვევების (ILI) მომართვიანობა ყოველ 100 000 მოსახლეზე შეადგენს 404-ს [საქართველოს საშუალო მაჩვენებელი 252,1-ია]. ცენტრის ინფორმაციით, უკანასკნელი 2 კვირის მონაცემებით ფიქსირდება შემთხვევათა მატების ტენდენცია, რაც დამახასიათებელია გრიპის ეპიდსეზონისათვის. შემთხვევათა 80% კი რეგისტრირდება ქალაქ ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში. რაც შეეხება გრიპისმაგვარ დაავადებათა ჰოსპიტალურ შემთხვევებს (SARI), შემთხვევათა რაოდენობა უკანასკნელი …

Exit mobile version