68 წლის ვეტერინარი ქედიდან 22 სოფელს ემსახურება: „პენსია არ გეკუთვნისო“

„22 სოფელი მაბარია. დილას 5 საათზე უნდა დავიწყო მუშაობა, ვიდრე საქონელს საძოვარზე გაუშვებენ. საღამოობით ვმუშაობ ასევე გვიანობამდე, რომ მოვასწრო ყველასთან მისვლა,“ – თავის სამუშაოს აღწერს ვახტანგ ბერიძე. ის ექიმი-ვეტერინარია და ქედაში, სოფელ კოკოტაურში შევხვდით. ვახტანგ ბერიძე უკვე 44 წელია ექიმ-ვეტერინარად მუშაობს, მას აქეთ, რაც უმაღლესი დაასრულა და ქედაში დაბრუნდა. მისი ყოველდღიურობა აჩვენებს: რატომ გახდა მილევადი …

80 წლის ვეტექიმი ქობულეთიდან, რომელიც 1800 პირუტყვს მკურნალობს

„ქობულეთში 17 სოფელს ვემსახურები, დაახლოებით 1800 საქონელია, წელიწადში ორჯერ მაინც უნდა მივიდე თითოეულთან… მაგის გარდა, ძაღლია, კატაა, ღორი ცოტას ჰყავს ძალიან,“ – ამბობს 80 წლის ავთანდილ მიქელაძე. ის  ვეტერინარია და მის სამსახურზე გვიყვება. „აჭიდან და ქაქუთიდან მოყოლებული, ჩამოვყვები სოფლებს: ლეღვა, სკურე, ჩეხედანა…“ – თითებზე ითვლის 17 სოფელს 80 წლის კაცი, სადაც მას გადაადგილება ყოველდღიურად უწევს. …

შუახევში ვეტერინარულ კლინიკას ააშენებენ

დაბა შუახევში ვეტერინარული კლინიკა აშენდება. მშენებლობისთვის 55 131 ლარია გამოყოფილი. ტენდერი კი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა[ა]იპ აგროსერვისცენტრმა გამოაცხადა. კლინიკა დაბა შუახევში მშენებარე ერთსართულიან სასაწყობო მეურნეობაზე დაშენდება. პროექტის თანახმად ვეტერინარული კლინიკა მოეწყობა „აგროსერვისცენტრის“ დაპროექტებული საჩითილე მეურნეობის დამხმარე შენობის ავტოპარკინგის ტერიტორიაზე. არსებულ ერთსართულიან სასაწყობო მეურნეობაზე დააშენებენ ფართობს, სადაც მოეწყობა ვეტერინალური კლინიკა და ჩითილების სარეალიზაციო პუნქტი. ვეტერინარული …

ვეტერინარი ცხოველთა თავშესაფრიდან

ეკატერინე ბოგატოვა ვეტერინარია. ბათუმის ცხოველთა თავშესაფარში მუშაობს და დღეში საშუალოდ 10-12 ოპერაციას აკეთებს. თავშესაფარი, სადაც ბათუმის მერიის დაფინანსებით უპატრონო ცხოველების აღრიცხვა და სტერილიზაცია-კასტრაცია ხდება, აეროპორტის გზატკეცილზე მდებარეობს. უკვე ექვსი წელია ეკატერინე ამ გზაზე დადის, იგი თავშესაფრის მთავარი ვეტერინარია. ჩემი ბავშვობის ოცნება ავისრულე ცხოველთა თავშესაფარში მუშაობითო – ამბობს. ყვება, რომ ექვსი წლის იყო, როცა ამბობდა, „ძაღლის …

ვინ უმკურნალებს ცხოველებს? – „საქართველოში ვეტერინარები აღარ გვეყოლება“

„მთაში ყოფნისას იყო შემთხვევა, როდესაც სხვა სოფლიდან ღამე გამომიძახეს, პირუტყვი ავად გაუხდათ. ღამე ფეხით ვერ წავედი, ტრანსპორტი არ იყო. დილით უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა. თუმცა, რომ დავათვალიერე, დროული დახმარების შემთხვევაში მისი გადარჩენა შეიძლებოდა,“ – დანანებით ამბობს 57 წლის ბადრი შავაძე, რომელიც 33 წელია ხულოს მუნიციპალიტეტის 8 სოფლის ერთადერთი ვეტექიმია. მთლიანობაში ხულოს მუნიციპალიტეტის 80-მდე სოფელს სულ 7-8 …

Exit mobile version