როდის გამოაქვეყნებენ სასამართლოს განაჩენებს – „კორპორატივიზმს მზის შუქი არ აწყობს“

„კორპორატივიზმს არ აწყობს საჯაროობა,“ – ამბობს იურისტი კახა წიქარიშვილი, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილებების საჯაროობაზე ვესაუბრეთ: ვნახავთ თუ არა განაჩენებს, თუკი „ქართული ოცნება“ იმ კანონპროექტს მიიღებს, რაც სასამართლო აქტების გასაჯაროებას ითვალისწინებს კონკრეტული პირობით? ვენეციის კომისია ახალ დასკვნაში საქართველოს შესახებ „კორპორატივიზმს“ არქმევს კლანს სასამართლოში და მკაფიოდ ამბობს, რომ „ოცნების“ მიერ დაგეგმილი სასამართლო რეფორმა არ მოიტანს ფუნდამენტურ ცვლილებებს. გაკრიტიკებულია …

რა ტერმინი მოუძებნა ვენეციის კომისიამ ქართულ სასამართლო კლანს – ინტერვიუ იურისტთან

„ვენეციის კომისია ზოგადად აფასებს უშუალოდ შემოთავაზებულ ცვლილებებს, ჩვენ შემთხვევაში კი, კომისია ადაპტირდა ამ ხრიკებთან და აფასებს არა კონკრეტულ ცვლილებას, არამედ კონტექსტს,“ – ეს შთაბეჭდილება შეექმნა საია-ს ყოფილ თავმჯდომარეს, იურისტ ნიკა სიმონიშვილს ვენეციის კომისიის მორიგ დასკვნაზე, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმას ეხება საქართველოში. რა არგუმენტით მიიჩნია ვენეციის კომისიამ, რომ საქართველო კომისიის რეკომენდაციებს არ ასრულებს და ეს არ …

რა არ მოსწონს ეუთო/ოდირს და ვენეციის კომისიას საარჩევნო კანონის ცვლილებებში

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია დასკვნას აქვეყნებენ. დასკვნაში ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი ხაზს უსვამენ სტაბილურობის მნიშვნელობას. „საარჩევნო კანონმდებლობაში ხშირი ცვლილებების შეტანის პრაქტიკა საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის მთლიანობას და დემოკრატიის კონსოლიდირებისთვის გაწეული ძალისხმევის შელახვის საფრთხეს ქმნის“, – ვკითხულობთ დასკვნაში. ერთ-ერთი შენიშვნა, რასაც ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია უსვამენ ხაზს, არის მათი შთაბეჭდილება იმაზე, რომ …

საპატრიარქოს შესახებ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება ვენეციის კომისიის გამოცემაში მოხვდა

ვენეციის კომისიის ახალ გამოცემაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 5 გადაწყვეტილება მოხვდა. ვენეციის კომისიის გამოცემა (e-Bulletin on Constitutional Case-Law) აერთიანებს ევროპის კონტინენტზე და მის მიღმა საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ორგანოების პრეცედენტული მნიშვნელობის სასამართლო პრაქტიკას. ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ვენეციის კომისიის გამოცემაში მოხვდა, საპატრიარქოს ეხება. საუბარია 2018 წლის 3 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია „ქონების შესახებ“ კანონის კონკრეტული ჩანაწერი. ეს …

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

მომავალი წლის ივნისში, ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი გაიმართება. კონგრესს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, ჯანი ბუკუკიოც მიიღებს. კონგრესის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ზაზა თავაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ვენეციაში შეხვედრის დროს ესაუბრა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ასევე სიტყვით გამოვიდა ვენეციის კომისიის 109-ე პლენარულ სხდომაზე. ზაზა თავაძემ ისაუბრა საქართველოს საკონსტიტუციო …

Exit mobile version