ბათუმში ახალ ველობილიკებს მოაწყობენ – რა წერია საკრებულოს მიერ დატმკიცებულ გენგეგმაში

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში 10-ზე მეტი წელია არსებობს ველობილიკები, იმართება ველომსვლელობები და ველომარათონები, ველოსიპედით გადაადგილება პრაქტიკული დანიშნულებით ბათუმში მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილისთვის არის აქტუალური. მიმდინარე ურბანიზაციისა და მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პარალელურად, ქალაქში გაძლიერდა ზეწოლა ურბანული ტრანსპორტის სისტემებზე, ველოსიპედით მოძრაობა სამანქანო გზაზე არ არის უსაფრთხო, ველობილიკებისა და ტროტუარების დიდი ნაწილი კი ავტომობილების საპარკინგე სივრცედ არის გამოყენებული. …

რას ითვალისწინებს ბათუმის ველოგადაადგილების გენერალური გეგმა

მიუხედავად ველოქალაქის სტატუსისა, ბათუმის ველობილიკებზე მუდმივად პარკირებული ავტომანქანების გამო, ხშირად შეუძლებელია ქალაქში ველოსიპედით კომფორტულად გადაადგილება. საპარკინგე ადგილების სიმცირის გარდა ქალაქში მწვავედ დგას ავტომანქანების გამონაბოლქვით დაბინძურებული ჰაერის პრობლემაც, თუმცა ბათუმში პრიორიტეტულ ტრანსპორტად კვლავ მსუბუქი ავტომობილი რჩება. ბათუმის ველოგადაადგილების გენერალურ გეგმაში, რომელზე მუშაობაც დასასრულს უახლოვდება, ასახულია ბათუმში ველოინფრასტრუქტურისა და დიზაინის შემუშავებასთან დაკავშირებული რეკომენდაციებიც. გეგმა ითვალისწინებს მთელი ქალაქისთვის …

სად გაქრა „ბათუმიველოს“ ველოსიპედები? – მერია კომენტარს არ აკეთებს

პანდემიის დროს „ბათუმიველოს“ სერვისი გაუმჯობესების ნაცვლად, გაქრა – ტერმინალებში ველოსიპედი საერთოდ აღარ დაგხვდებათ. ბულვარში სასეირნოდ გასულ ადამიანებს მუნიციპალური ველოსიპედებით სარგებლობის შესაძლებლობა უკვე მეორე წელია აღარ აქვთ. „ბათუმიველოდან“ ბათუმის ბულვარში ველოსიპედების გასაჩერებელი მოწყობილობაღა შემორჩა. „ბათუმიველოს“ სისტემის განახლება ბათუმის მერიამ 2020 წლის ზაფხულში გადაწყვიტა, რაც თავად მოძველებული ველოსიპედების რეაბილიტაციას და საბარათე სისტემის შემოღებას ითვალისწინებდა. „სისტემის განახლება“ ამჯერად …

ბათუმში ველოსიპედისტს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების გადაკვეთაში, ადამიანს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. თვითმხილველის თქმით, დაშავებული უკვე გადაიყვანა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცნობით, დაშავებული „მედცენტრში“ გადაიყვანეს. დაშავებული 42 წლის ქალია, რომელსაც კვლევები უტარდება. კლინიკა „მედცენტრის“ ინფორმაციით, იგი კონტაქტურია. ადგილზე უკვე მუშაობენ სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის …

პოლიციამ სამი ველოსიპედის ქურდობისთვის ერთი პირი დააკავა

პოლიციამ სამი ველოსიპედის ქურდობის ბრალდებით 1976 წელს დაბადებული რ.მ ბათუმში დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ორი ნაქურდალი ველოსიპედი ნივთმკიცების სახით ამოიღეს. ველოსიპედები აგვისტოსა და სექტემბერში მოიპარეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე.  

ველომოყვარულთათვის “არამეგობრული” ბათუმი

ბათუმში ველოინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად ველოსიპედისტები მომრავლდნენ, მაგრამ დღემდე მათთვის განკუთვნილ ველობილიკებზე არანაკლები რაოდენობით შეხვდებით ქვეითებსა და წესების დარღვევით პარკირებულ ავტომობილებს. უკვე ხუთი წელია ბათუმის ზღვისპირა პარკსა და ქუჩებზე ჯამში 20 ათასი კვ/მეტრი სიგრძის წითლად გამოყოფილი ველოტრასები და ფასიანი ველოტრანსპორტი – „ბათუმველო“ ფუნქციონირებს. თუმცა, ველოსიპედი, როგორც საქალაქო ტრანსპორტი, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაინც ვერ იქცა. ევროპის ქალაქებში ხშირად …

Exit mobile version