მთავრობა გასართობი ღონისძიებების შეზღუდვას განიხილავს

დღეს, 15 ივლისს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ სატელევიზიო ეთერში საუბრისას აღნიშნა, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესებასთან ერთად, ისინი გასართობი ღონისძიებების შეზღუდვასაც განიხილავენ. „ეპიდემიური სიტუაცია უარესდება. ბოლო ერთი კვირაა ახალი შემთხვევების მაჩვენებელი რჩება 1000-ს ზემოთ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ინფექცია ვრცელდება და ძალიან აქტიურად თუ არ ჩავერიეთ, ეს გავრცელება კიდევ უფრო მეტი იქნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. …

გამყრელიძე: პიკი მოსალოდნელია აპრილის ბოლოს, მაისის პირველ კვირებში

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს, 21 აპრილს, უწყებათაშორისი საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჰელსმეტრიკის მონაცემებით, საქართველო კოვიდპანდემიის მესამე ტალღის პიკში აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ორ კვირაში შევა. „იმატებს ყველა ინდიკატორი. 10 000 მოსახლეზე ბოლო ორი კვირის მანძილზე ინციდენტობა ანუ ახალი შემთხვევები 82%-ით გაიზარდა. ასევე იმატებს დადებითობის მაჩვენებელი. იცით, რომ დღეს …

გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება, ჩამიგდეს ვიდეოები, სადაც ახალგაზრდები იკრიბებიან

დღეს, 30 მარტს, საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება და მაჩვენებლები საყურადღებოა: „პრევენციული ღონისძიებების დაცვა და იმუნიზაციის პროცესის გააქტიურება – სხვა გამოსავალი ეპიდემიასთან ბრძოლის არ არის“. „ეპიდსიტუაცია, სამწუხაროდ, ქვეყანაში უარესდება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველა ის მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, მხედველობაში მაქვს ინციდენტობა 100 …

დიდი ალბათობით ავცდებით მესამე ტალღას, თუ ასე გავივლით მარტსა და აპრილს – გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღეში ქვეყანაში ეპიდსიტუაციის მცირედით გაუარესების ტენდენცია შეინიშნება და თუ ეს ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება, საჭირო გახდება გარკვეული გამკაცრება, პირველ რიგში კი, უკვე დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრება. „ბოლო დღეებში გაჩნდა ტენდენცია ეპიდსიტუაციის გაუარესებისკენ, მე არ ვიტყვი, რომ ნახტომისებური ზრდა გვაქვს, მაგრამ …

გამყრელიძე: პირბადის ტარების მაჩვენებელი შემცირებულია, უნდა ავწიოთ 95%-მდე

დღეს, 24 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილიზირდება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. „ჩვენ ვთანამშრომლობთ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტთან, რომელიც ითვლის ჩვენთან პირბადის ტარების მაჩვენებელს. ეს მაჩვენებელი გაზრდილი იყო 72%-მდე, ბოლო მონაცემებით, ბოლო კვირაში გვაქვს კლება – 62%. ეს ნიშანია იმისა, რომ …

თუ ვირუსი სხვა რეგიონებსაც მოედო, საპროტესტო მუხტი გაძლიერდება – ინტერვიუ

საპროტესტო აქცია ბათუმში 7 ოქტომბერს იმ პირობით შეწყდა, რომ აჭარის მთავრობაში აქციის მონაწილეების პრობლემებს შეისწავლიან. რამდენად შესაძლოა გაძლიერდეს სოციალური პროტესტი, როცა პანდემიის პირობებში აჭარაში შეზღუდვები ძალაში გაურკვეველი ვადით რჩება და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან პოლიტიკურ შედეგზე? – „ბათუმელები“ სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ესაუბრა. ბატონო იაგო, პანდემიის პირველ ეტაპზე თქვენ ამბობდით, რომ ეს მუშაობდა ხელისუფლების სასარგებლოდ, …

ბათუმის სამშობიარომ Covid 19-ით ინფიცირებული 7 ორსული მიიღო

კორონავირუსით დაინფიცირებულ ორსულებს ბათუმის სამშობიარო სახლში უმკურნალებენ. კლინიკამ დღეს, 14 სექტემბერს, 7 პაციენტი უკვე მიიღო. ბათუმის სამშობიარო სახლის ადმინისტრაციის განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის იზოლირებული ბლოკი მოეწყო და აქ სულ 22 ორსული ქალის მიღებაა შესაძლებელი. იზოლირებული იქნებიან კოვიდინფიცირებული პაციენტების ჩვილებიც. რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლი 9 სექტემბერს რამდენიმე დღით დაიკეტა, როცა კორონავირუსი აქაც დაფიქსირდა. კლინიკის ადმინისტრაციაში …

ენმ-მ აჭარაში ეპიდსიტუაციაზე რეაგირების ალტენატიული გეგმა შეიმუშავა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ექიმმა ლევან ანთაძემ, რომელიც პანდემიის საწყის ეტაპზე კლინიკა „მედალფას“ ხელმძღვანელობდა [სწორედ ამ კლინიკაში იღებდნენ კოვიდპაციენტებს – ავტ], დღეს, 7 სექტემბერს, ბრიფინგზე ეპიდსიტუაციაზე რეაგირების ალტერნატიული გეგმა წარადგინა. მისი შეფასებით, „ოცნების“ მთავრობა პანდემიას პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს. „ქართულმა ოცნებამ უნდა დაამთავროს პანდემიის გამოყენება პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, რადგან ასეთი ყალბი მიდგომა იწვევს უნდობლობას არამარტო …

Exit mobile version