ემზარ პაქსაძე აჭარის კმდს-ში მოადგილე აღარ არის – „ოჯახური პირობების გამო წავედი“

უკვე 9 თვეა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მართავს. ბოლო ორი თვეა სააგენტოს არც მოადგილე ჰყავს – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ემზარ პაქსაძემ თანამდებობა დატოვა. „ოჯახური პირობების გამო წამოვედი. ეს ჩემი, პირადი გადაწყვეტილება იყო… ადვოკატურას დავუბრუნდი,“ – უთხრა ემზარ პაქსაძემ „ბათუმელებს“ და უარყო სხვა მიზეზი, უთანხმოება, ან კონფლიქტი აჭარის …

ემზარ პაქსაძე აჭარის კმდს-ის დირექტორის მოადგილედ დანიშნეს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ემზარ პაქსაძე ამავე სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. 2020 წლიდან დღემდე ემზარ პაქსაძე „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსად მუშაობდა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მორიგი საკადრო ცვლილებები გასული წლის ნოემბერში დაიწყო – სააგენტოში ზაურ ახვლედიანი დააბრუნეს, როგორც მოვალეობის შემსრულებელი. მან ოლეგ ბოლქვაძე ჩაანაცვლა, …

როგორ სცადა მოშიმშილის „გაშავება“ აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტმა

„ადგილი აქვს აქციის  მონაწილეების მხრიდან პოლიტიკურ დაკვეთებს და პოლიტიკურ ჩარევებს მაუწყებლის ფუნქციებში, ზეწოლას თანამშრომლებზე, ზეწოლას მაუწყებელზე, რაც აკრძალულია კანონმდებლობით…“ – განაცხადა დღეს, 5 ივნისს, აჭარის ტელევიზიის და რადიოს საკადრო ბაზის განვითარების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ემზარ პაქსაძემ. მან ტელევიზიის სხვა მენეჯერებთან ერთად პრესკონეფერენცია გამართა და ჟურნალისტების დარწმუნება იმაში სცადა, რომ ალექსანდრე მილორავა, რომელიც უკვე მე-8 დღეა …

რა წერია ძმები ფეიქრიშვილების „აფეთქების საქმეში“ და რას ამბობენ დაკავებულები

„გოჩა თავდუმაძემ 2019 წლის ნოემბერში დაამზადა ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მომყვანი ელექტრომოწყობილობა…“ – აღნიშნულია დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ, რომელიც სუს-ის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი პროკურორი, მაია სილაგაძე აწერს ხელს. გოჩა თავდუმაძე ერთ-ერთია იმ 6 ბრალდებულს შორის, რომლებიც სუს-მა 30 იანვარს დააკავა. გამოძიების ვერსიით, ჯგუფი თბილისში ძმების – გიორგი და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობას ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით გეგმავდა. დაკავებული …

სტრასბურგის გადაწყვეტილებით, საავადმყოფოში გარდაცვლილი ბიჭის დედა კომპენსაციას მიიღებს

„უკვე შესაძლებელია გარდაცვლილ პირზეც მოითხოვოს ოჯახის წევრმა მორალური ზიანის ანაზღაურება. ეს პრეცედენტული გადაწყვეტილებაა,“ – ამბობს ადვოკატი ემზარ პაქსაძე. მისი დაცვის ქვეშ მყოფი გულნარა სარიშვილის სარჩელი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა. დღეს, 17 ივნისს, აღსრულების მოთხოვნით გულნარა სარიშვილმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა. გულნარა სარიშვილის შვილი – 25 გიორგი ბოლქვაძე 2004 წელს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. …

უქმდება ციხე, საიდანაც პატიმრები შაბათ-კვირას ოჯახში დადიან

ციხეში, საიდანაც პატიმრები შაბათ-კვირას ოჯახში დადიან, აღარავინ მოხვდება. სისხლის სამართლის კოდექსში უკვე ამოქმედდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც თავისუფლების შეზღუდვას ვეღარ შეუფარდებს მოსამართლე რომელიმე მსჯავრდებულს. მსჯავრდებულებს, რომლებსაც თავისუფლების შეზღუდვა აქვთ დაწესებული, ერთ დაწესებულებაში იმყოფებიან. მათ შაბათ-კვირას გარეთ გამოსვლის, ასევე პროფესიის მიღების და დასაქმების საშუალება აქვთ. თავისუფლების შეზღუდვის სპეციალურ დაწესებულებაში დღეს 33 პირი იხდის სასჯელს. შენობა 2014 წელს …

სათვალთვალო კამერის ჩანაწერები მხოლოდ პროკურორებისთვის

ვიდეო-სათვალთვალო კამერები, რომლებიც ქუჩასა თუ სხვადასხვა ობიექტის შესასვლელთან გვაფიქსირებენ, ხშირად გადამწყვეტი ფაქტორი ხდება სასამართლო პროცესში. რამდენჯერმე ვიდეოჩანაწერმა პოლიციელების მიერ ნათქვამის საპირისპირო სიმართლე დაადასტურა და პროკურატურამ საქმე წააგო. თუკი კერძო ობიექტის მფლობელი თანახმა არ არის, ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღების უფლება მხოლოდ პროკურატურას აქვს. ასეა იმის მიუხედავად, რომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის შესახებ პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციაში წერია. თავისი …

Exit mobile version