27 ივნისს, ბათუმში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და შვედეთის საელჩოს ორგანიზებით სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა ფორუმი, რომელიც შეეხებოდა განახლებადი მომავლის დაფინანსების საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. შეხვედრის მონაწილეები იყვნენ ფინანსურ ინსტიტუტები, კერძო სექტორის ლიდერები და გარემოსდაცვითი ექსპერტები. მათ ერთად განიხილეს ინოვაციური დაფინანსების მოდელები, საჯარო/კერძო სექტორის თანამშრომლობა და მწვანე ეკონომიკის გაძლიერება ქვეყანაში. საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების …
Tag Archives: ელექტრო ენერგია
შუახევის სოფლებს ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდება
დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი აჭარის სოფლებს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. შუახევის მუნიციპალიტეტში კი უკვე მეოთხე დღეა გათიშულია დენი. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა დაბას და მიმდებარე სოფლებს. „დილიდან კომპანიის ტექნიკური სამსახური გასულია აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად“-გვეუბნებიან ენერგო კომპანიაში. მოსახლეობა უშუქობის გამო ვერ მუხტავს ტელეფონებს, რის გამოც შეფერხებულია კავშირი ადგილობრივ მოსახლეობასთან.
სად გაითიშება 8 აპრილს შუქი ბათუმსა და ქობულეთში
ბათუმში ხვალ, 8 აპრილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება: კობალაძის, ინასარიძის, ფიროსმანის, ნინოშვილისა და მიმდებარე ქუჩებს, ასევე, ანგისის და ადლიის დასახლებებს. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება 11-დან 16 საათამდე შეიზღუდება. მიზეზი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია. შუქი დროებით გაეთიშება ასევე ქობულეთის რამდენიმე სოფელსა და ქალაქ ქობულეთის ზოგიერთ ქუჩას: ხალას, ჩაიუსუბანს, კვირიკეს, ბობოყვათსა და მიმდებარე სოფლებს; …
Continue reading “სად გაითიშება 8 აპრილს შუქი ბათუმსა და ქობულეთში”
როდის ჩაირთვება შუქი ხელვაჩაურში
ხელვაჩაურში რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, შუქი გუშინ ღამით გამოირთო. კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროენერგია ავარიულად, ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს გაითიშა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზოგიერთ აბონენტს გუშინვე ჩაურთეს შუქი, 100-მდე აბონენტთან კი, დაახლოებით 40 წუთში ჩართავენ ელექტროენერგიას.
რა შემთხვევაში არ გადაიხდი შუქის ფულს, თუკი მთაში ცხოვრობ
მთაში მცხოვრებ მოქალაქეებს აინტერესებთ, იმ შემთხვევაში, თუკი მოიხმარეს, მაგალითად, 200 კვტ/საათზე მეტი ელექტროენერგია, გავრცელდება თუ არა პანდემიის პირობებში დაწესებული ახალი შეღავათები მათზე [მთაში აქამდე გარკვეული შეღავათით სარგებლობდნენ მთის კანონის საფუძველზე]. რა შემთხვევაში არ გადაიხდის შუქის ფულს პანდემიის პირობებში ის ოჯახი, რომელიც მაღალმთიან სოფელში ცხოვრობს? – კითხვაზე პასუხი „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ამ ეტაპზე არ აქვთ. კომპანიას ვთხოვეთ …
Continue reading “რა შემთხვევაში არ გადაიხდი შუქის ფულს, თუკი მთაში ცხოვრობ”
ბონში შუქი გაითიშა – „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განმარტება
ბათუმში, ბონის დასახლებას ელექტროენერგია არ მიეწოდება. კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ შუქის მიწოდება დაახლოებით ერთ საათში აღდგება. კომპანიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეწყდა და ამ დროისთვის უცნობია, ავარიის ზუსტი მიზეზი. ადგილზე რამდენიმე ბრიგადა მუშაობს. დენის გარეშე ბონის ბაზრის მიმდებარე დასახლებაა დარჩენილი.
სად ჩაქრება შუქი ბათუმში – უახლოესი 3 დღის განრიგი
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს. ბათუმში, 06:00-დან 10:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 4448 აბონენტს შემდეგ ქუჩებზე: მაიაკოვსკი ნონეშვილი შავშეთი ერისთავი ჭიჭინაძის და მიმდებარე ქუჩებს ასევე თამარის, ახალშენის და ფერიის დასახლებების ნაწილში. ხულოში, 12:00-დან 14:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 7 აბონენტს სოფელ ქვემო ვაშლოვანში. 10 ივნისს, ბათუმში, 05:00-დან 09:00 …
Continue reading “სად ჩაქრება შუქი ბათუმში – უახლოესი 3 დღის განრიგი”
ხვალ ბათუმში 4500 ოჯახი შუქის გარეშე დარჩება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 21 მარტს, შუქის გარეშე ბათუმში 4516 ოჯახი დარჩება. შუქი დილის 12 საათზე ერთი საათით გაითიშება მაიაკოვსკის, ნონეშვილის, შავშეთის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე თამარის დასახლების ნაწილში, ფერიასა და ახალშენში. ელექტროენერგიის მიწოდება დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე შეიზღუდება ქობულეთის სოფლებშიც: კვირიკეში, სამებაში, ციხისძირში. ქალაქ ქობულეთში: აღმაშენებლის, მემედ აბაშიძის, თავისუფლების, რუსთაველისა და მიმდებარე …
Continue reading “ხვალ ბათუმში 4500 ოჯახი შუქის გარეშე დარჩება”
ბათუმში ხუთზე მეტ ქუჩაზე ხვალ შუქი გაითიშება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ბათუმში 4892 აბონენტს დილის 11-დან 6 საათამდე. ბათუმში შუქის გარეშე დარჩება ზ.გორგილაძის, ფიროსმანის, ჯავახიშვილის, თამარ მეფის გამზირის, ლერმონტოვისა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობა, ასევე სოფლებში: წინსვლაში, სალიბაურში, განთიადში, თამარის დასახლების ნაწილში. შუქი გაითიშება აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც: ქობულეთში – 10:00-დან 17:00 საათამდე შუქი შეეზღუდება …
Continue reading “ბათუმში ხუთზე მეტ ქუჩაზე ხვალ შუქი გაითიშება”
სად გაითიშება ხვალ შუქი ბათუმში
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხვალ, 14 მარტს, ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება. ბათუმში ელექტროენერგია გაითიშება ნონეშვილის, ქუთაისის, 9 აპრილის და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებზე. ასევე, ელექტროენერგიის გარეშე დარჩება თამარის, სალიბაურისა და სამხედრო დასახლებების ნაწილი, სულ – 4386 აბონენტი. შეზღუდვა დილის 11-დან საღამოს 6 საათამდე გაგრძელდება. ელექტროენერგიის მიწოდება ასევე შეეზღუდება: ხულოში 556 …
ბათუმში ხვალ 147 ოჯახი შუქის გარეშე დარჩება
ბათუმში მცხოვრებ 147 აბონენტს ხვალ, 8 თებერვალს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მონაცემებით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დილის 11 საათიდან 18 საათამდე შეუწყდება გრიბოედოვის, რუსთაველის, ხიმშიაშვილის ქუჩებზე მცხოვრებ ოჯახებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, შუქის გარეშე დარჩება ასევე ხულოში 1100 აბონენტი, შუახევსა და ქედაში – 1000, ქობულეთში – 636, ხოლო ხელვაჩაურში 540 აბონენტი.
„ენერგო-პრო ჯორჯია”: რადგან 150 კაცს ეხებოდა შუქის გამორთვა, ამიტომ არ გავაფრთხილეთ
ბათუმში, მემედ აბაშიძის, ლუკა ასათიანისა და რუსთაველის ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიმდინარეობს გეგმიური სამუშაო, კონკრეტულად – ტრანსფორმატორის გამოცვლა და შუქის მიწოდება სავარაუდოდ, ერთი საათის შემდეგ აღდგება. კომპანიის ინფორმაციით, შუქი დაახლოებით 150-მდე აბონენტს აქვს გათიშული. რატომ არ გააფრთხილეთ მოსახლეობა წინასწარ, რასაც კანონმდებლობაც გავალდებულებთ? – …
„ენერგო პრო-ჯორჯიას“ ცნობით 1400 აბონენტს ელექტროენერგია შეეზღუდება
„ენერგო პრო – ჯორჯიას“ ინფორმაციით, დღეს 1 ნოემბერს, ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1400 აბონენტს. ზემო აჭარის რაიონის სოფლებში ხიხაძირი, წაბლანა და კვატია. 2 ნოემბერს 11:00-დან 15:00 საათამდე, 400 აბონენტს ბათუმში, – საცხოვრებელ კომპლექს „მაგნოლიაში“ და „პროგრესში“.
აჭარის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება
დღეს, 16 სექტემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 12:00-დან 17:00 საათამდე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წიქარეულში, მასაურსა და წინსვლაში, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდბა 250 აბონენტს. 19 სექტემბერს, 12:00-დან 14:00 საათამდე, ელექტროენერგია შეუწყდება 1730 აბონენტს ქედის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში – წონიარისი, ცხმორისი და დანდალო. 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ბათუმში მცხოვრებ 7577 აბონენტს – ურეხის დასახლებაში, ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, ბაგრატიონის, ორბელიანის, აღმაშენებლის, ტაბიძის, ლეონიძის, პუშკინის, …
Continue reading “აჭარის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება”
სამი წელი ელექტროენერგიის გარეშე
„ეს არის მოწმობა, რითაც დასტურდება, რომ სხვა თვითნებურად შესახლებულებს მიეწოდებათ ელექტროენერგია. თუ სხვებისთვის შეიძლება, რატომ არ შეიძლება ამ ოჯახისთვის?“ – ჰკითხეს ადვოკატებმა სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარეს – კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს. ამ უწყებებს მოქალაქე დავით ცინცაძე უჩივის. მისი ოჯახი მესამე წელია ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. ის მწვანე კონცხზე, ყოფილი სანატორიუმის შენობაში 2006 …