მთავარი,სიახლეები

სად გაითიშება 8 აპრილს შუქი ბათუმსა და ქობულეთში

07.04.2021
სად გაითიშება 8 აპრილს შუქი ბათუმსა და ქობულეთში

ბათუმში ხვალ, 8 აპრილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება:

კობალაძის, ინასარიძის, ფიროსმანის, ნინოშვილისა და მიმდებარე ქუჩებს, ასევე, ანგისის და ადლიის დასახლებებს.

ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება 11-დან 16 საათამდე შეიზღუდება. მიზეზი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

შუქი დროებით გაეთიშება ასევე ქობულეთის რამდენიმე სოფელსა და ქალაქ ქობულეთის ზოგიერთ ქუჩას:

ხალას, ჩაიუსუბანს, კვირიკეს, ბობოყვათსა და მიმდებარე სოფლებს; ასევე ქალაქ ქობულეთში დენის მიწოდება შეუწყდება თავისუფლების, რუსთაველის, კლდიაშვილის, გურამიშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.

აქ შუქი 12-დან საღამოს 6-ის ნახევრამდე გაითიშება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: