ხულოში, შუახევსა და ქედაში სასწავლო პროცესი შეწყდა

ხულოში, შუახევსა და ქედაში სასწავლო პროცესი დღეს, 13 თებერვალს, ყველა საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში შეწყდა. მიზეზი დიდთოვლობაა. განათლების რესურსცენტრებში გვითხრეს, რომ ბავშვებმა სკოლებში მისვლა ვერ შეძლეს. „ადმინისტრაცია იყო მისული, მაგრამ ბავშვებმა ვერ შეძლეს მისვლა… რომელიმე სხვა კვირის შაბათს ავანაზღაურებთ ამ გაცდენილ დღეს,“ – ამბობს ედუარდ მიქელაძე, ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი. სასწავლო პროცესის შეწყვეტის ანალოგიური მიზეზი …

დოლიძე, სტურუა და წილოსანი აჭარის მაუწყებლის მრჩევლებად დაამტკიცეს

აჭარის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 25 ოქტომბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩევლებად დაამტკიცა თამილა დოლიძე, სოსო სტურუა და თამარ წილოსანი. თამილა დოლიძე და სოსო სტურუა მმართველი პარტიის ფრაქციების მიერ იყვნენ დასახელებული, ხოლო თამარ წილოსანი [ევროპული საქართველოს] და დიანა ვაშაყმაძე ოპოზიციის მიერ დასახელებული კანდიდატები არიან. უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, თამილა დოლიძემ უმაღლესი საბჭოს წევრებისგან 14 …

როგორ იქცა 4 წელი 5 წლად? – აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს კანდიდატის დიპლომი

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი „ქართული ოცნება“ დღეს, 25 ოქტომბერს, თამილა დოლიძის არჩევას აპირებს. კანონი მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატს მაგისტრის ხარისხს სთხოვს ან მასთან გათანაბრებულს. თამილა დოლიძემ ინსტიტუტში 4 წელი ისწავლა, რაც მისი დიპლომიდან ჩანს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 8 ოქტომბერს გაცემულ დოკუმენტში მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატს ჩაუწერა, რომ …

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის კონკურსზე

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ქარტიის საბჭო ეხმიანება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც შეაჩერა ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მეოთხე კონკურსი კონკურსის ბოლო დღეს. „მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ნატა იმედაიშვილმა პროცესზე პოლიტიკურ გავლენებზე მიანიშნა, ეჭვები გამოთქვა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია ზოიძემ, თავად მაუწყებლის ჟურნალისტები კი ქარტიასთან გამოთქვამენ შიშს, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება დირექტორის არჩევაში ხელისუფლების …

ასწრებს თუ ვერა აჭარის ტელევიზიის მოქმედი მრჩეველთა საბჭო ახალი დირექტორის არჩევას

დღეს, 27 აგვისტოს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 4 წევრის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. საქმიანობის უფლებამოსილების ვადა ეწურებათ და საბჭოს დატოვებენ: ნატა იმედაიშვილი, ირაკლი დარცმელიძე, ბეჟან გობაძე და გიორგი ირემაძე. საბჭოში დარჩება მხოლოდ ერთი წევრი, გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც ერთი წლის წინ აირჩიეს მრჩეველთა საბჭოს წევრად. ამჟამად აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გამოცხადებული აქვს კონკურსი აჭარის …

კურორტი გოდერძი [ფოტორეპორტაჟი]

ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ „გოდერძიზე“ მიმდინარე ზამთრის სეზონი აპრილის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. კურორტის ცენტრალურ მოედანზე განთავსებულია რესტორანი, სწრაფი კვების, თხილამურებისა და ბურანების გასაქირავებელი ობიექტები. მოწყობილია 200-მეტრიანი მცირე დახრილობის სათხილამურო ტრასა ბავშვებისთვის და დამწყები მოთხილამურეებისთვის. „გოდერძიზე“ მრავალმილიონიანი პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი, ან უკვე დაწყებულია, თუმცა გართობისა და დასვენებისთვისაც არის შესაბამისი პირობები.  

შაბათ-კვირას აჭარაში გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის სინოპტიკოსთა ინფორმაციით, შაბათ-კვირას, 20-21 იანვარს, აჭარაში გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. ზღვა დამშვიდდება და ჰაერი სანაპირო რაიონებში 13-15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 6 -7 გრადუსი დაფიქსირდება. აჭარის მთიანეთში ბოლო დღეებში თოვდა, თუმცა შაბათ-კვირას გამოიდარებს. მოსალოდნელია დღისით +5, ღამით კი -5 გრადუსი ყინვა. ორშაბათსაც უმეტესად უნალექო იქნება აჭარის სანაპირო …

კურორტ გოდერძიზე ბათუმიდან ვერტმფრენი იფრენს

სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ახალი სეზონიდან ტურისტებს ვერტმფრენი მოემსახურება. ვერტმფრენის რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით სახელმწიფო სპეციალურ პროგრამაზე მუშაობს, რომლის განხორციელებაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირების სახით მოხდება. „გოდერძი რიზორტის” ხელმძღვანელის, ზურა ჭურკვეიძის ინფორმაციით, ვერტმფრენი რეისებს კურორტის მიმართულებით ბათუმიდან განახორციელებს.  პერიოდულობა და ბილეთის ფასი,  მისი თქმით, ჯერ დადგენილი არ არის. „ვერტმფრენი ბათუმიდან  გოდერძის მიმართულებით ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში დაინიშნება და ექვს ადამიანზე იქნება …

Exit mobile version