კობახიძემ ეკლესიას 1 ლარად ჰექტრობით მიწის ნაკვეთები გადასცა ნოემბერ-დეკემბერში 

2 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების ეკლესიისთვის, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემას ითვალისწინებს. კობახიძის განკარგულებით, საქართველოს ავტოკეფალიურ ეკლესიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად  გადაეცემა დაბა მანგლისში მდებარე 3194 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და ამ ნაკვეთზე დამაგრებული 3 შენობა. 2 დეკემბერს გამოცემული კიდევ ერთი განკარგულების მიხედვით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, …

სალიბაურის სკოლის ეზოს ნაწილი კობახიძემ ეკლესიას 1 ლარად გადასცა

საქართველოს მთავრობამ მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომელიც ხელვაჩაურის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის სარგებლობაში იყო, საკუთრებაში 1 ლარად გადასცა მართლმადიდებელ ეკლესიას. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ განკარგულებას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2024 წლის 17 ოქტომბერს მოაწერა. „1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 300 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, …

ბათუმის მერია არ არის თანახმა, ეკლესიას მიწა საკუთრებაში გადაეცეს

ბათუმის მერიამ უარი უთხრა მართლმადიდებელ ეკლესიას, ბესიკის ქუჩაზე მდებარე ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემაზე. უფრო სწორად, ეკლესია მიწის საკუთრებაში რეგისტრაციას მერიის გვერდის ავლით ცდილობდა, საჯარო რეესტრმა კი მერიას, როგორც მიწის მესაკუთრეს მიმართა – დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია ქონების ეკლესიისთვის საკუთრებაში გადაცემაზე. მერიის უარის შემდეგ, რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება შეწყვიტა. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია არ არის თანახმა, საჯარო რეესტრის ეროვნული …

ვის აძლევს ქობულეთის მერია უსასყიდლოდ, 99 წლით მიწის ნაკვეთსა და შენობას – აღნაგობა

სახელმწიფოს ერთი სტრუქტურა, კონკრეტულად ქობულეთის მერია, აპირებს უსასყიდლოდ გადასცეს მართლმადიდებლურ ეკლესიას მიწის ნაკვეთი იმ მოტივით, რომ მრევლს სალოცავი სჭირდება და ეკლესიის მშენებლობას ითხოვს. მეორე სტრუქტურა კი, კონკრეტულად ბათუმის მერია, იგივე მოტივს არ იზიარებს და მუსლიმებს მეჩეთის მშენებლობის უფლებას არ აძლევს მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამ თემის საკუთრებაა. 817 კვ.მეტრ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და 230 კვ.მეტრ შენობის …

ეკლესია ბათუმში 1926 კვ/მეტრ მიწას ითხოვს, რეესტრი მერიის დასტურს

მართლმადიდებელი ეკლესია ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე მდებარე 1926 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთის საკუთრებში დარეგისტრირებას ითხოვს. თუმცა, საჯარო რეესტრმა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოითხოვა. რეესტრი ასევე ითხოვს ბათუმის მერიისგან, დაადასტუროს თავისი პოზიცია ეკლესიისთვის აღნიშნული ქონების საკუთრებაში გადაცემაზე. საჯარო რეესტრი თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ „დაინტერესებული პირის [ანუ ეკლესიის] მიერ არ არის წარმოდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი …

ეკლესიას ტყეების საკუთრებაში გადაცემა ჯერ არ მოუთხოვია – სამინისტრო

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კანონით უფლება აქვს ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ მოითხოვოს ტყის საკუთრებაში გადაცემა – თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტარი. ეკლესიას საკუთრებაში ტყეს საქართველოს მთავრობა გადასცემს – ეკლესიის შესაბამისი განაცხადისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე. სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ზემოაღნიშნული წესით ეკლესიისთვის ტყის ფართობების გადაცემა არ მომხდარა. „ამ ეტაპზე სამინისტროს …

დღემდე საპატრიარქოს 17 მილიონი კვ.მეტრი ტყე აქვს გადაცემული სახელმწიფოსგან 

დღეს, 22 მაისს, საქართველოს პარლმანეტმა 79 ხმით დაამტკიცა კანონი, რომლის საშუალებითაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საშუალება ექნება ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარედ 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს. ამ თემაზე: საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა ამ კანონის მიღებამდე საპატრიარქოს სახელმწიფო ტყეს მიჩენის წესით გადასცემდა მართვაში, 20 წლის ვადით. ამ დრომდე, იმ დოკუმენტების მიხედვით, რაც …

Exit mobile version