ბათუმში მშენებარე კორპუსიდან კაცი ჩამოვარდა და დაიღუპა

ბათუმში, ანგისის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მეჩვიდმეტე სართულიდან კაცი გადმოვარდა. ინფორმირებული პირის თქმით, ის კონკრეტულ ბინაში სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად იყო მისული. „კორპუსის აივანს ჯერ კიდევ არ აქვს მოაჯირები, ახლა მონტაჟდება. ხელოსანი აივანზე არ უნდა გასულიყო, გასასვლელებიც დალუქულია, არავინ იცის, როგორ ან რატომ გადავიდა“, – ამბობს ადგილზე მყოფი პირი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს კაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.

EMC-ი მუშების დაღუპვაზე: მნიშვნელოვანია, რეგიონებში შრომის ინსპექტორების არსებობა

ბოლო ორ დღეში, 7 და 9 ივნისს, მშენებლობაზე ორი მუშა დაიღუპა,  მათგან ერთი ბათუმში, მეორე – მარნეულში. არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ი მუშების დაღუპვას ეხმიანება და იმ პრობლემებზე მიუთითებს, რომლებიც ამ თვალსაზრისთ სიტუაციის გამოსწორებას შეუწყობდა ხელს. „საკანონმდებლო დონეზე გატარებული რეფორმისა და შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერების მიუხედავად, სახელმწიფო დღემდე ვერ ახერხებს სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული მუშებისთვის ღირსეული და უსაფრთხო …

ბიზნესმენი, რომლის კომპანიებშიც 6 თვეში 2 მუშა დაიღუპა, რა დაადგინა გამოძიებამ?

„მიმდინარეობს გამოძიება“, – გვიპასუხეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, როცა ზუსტად 6 თვის წინ ბათუმში ერთ-ერთ მშენებლობაზე მუშის დაღუპვის გამოძიების შესახებ ვიკითხეთ. მაშინ, 2019 წლის 7 ნოემბერს, ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების გადაკვეთაში, მშენებლობიდან 23 წლის ანრი მახარობლიძე ჩამოვარდა და დაიღუპა. გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო. ამავე მუხლით დაიწყო გამოძიება ორი დღის წინ, 7 ივნისს, …

ბათუმში მშენებლობაზე დაღუპული მუშა 28 წლისაა, დამსაქმებელი „სი ემ სი მეზღვაურია”

დღეს, 7 ივნისს, ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ მშენებლობაზე ახალგაზრდა კაცი მე-16 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა.  28 წლის იაკობ თავდგირიძე ამ ობიექტზე მუშად მუშაობდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. მშენებელი კომპანია „სი ემ სი მეზღვაური“ ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის მიმდინარე წლის იანვარში ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 30 ათასი ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ უწყებაში …

რა მოხდა მშენებლობაზე, სადაც დღეს 23 წლის მუშა დაიღუპა

რა მოხდა მშენებლობაზე, სადაც 23 წლის მუშა, ანრი მახარობლიძე დღეს, 7 ნოემბერს, დაიღუპა? – სახელმწიფო უწყებებს მომხდარზე სხვადასხვა ვერსია აქვთ. კომპანია „გიგეროს“ დამფუძნებელმა, გია დოლიძემ კი გვითხრა, რომ ჩვენს კითხვებს ჯერ ვერ უპასუხებს, რადგან გამომძიებლების კითხვებს პასუხობს. შემთხვევა ბათუმში, 26 მაისისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში მოხდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა მუშა „მედცენტრში“ გადაიყვანა, თუმცა კლინიკაში თქვეს, …

შეაჩერებს თუ არა კანონის შეცვლა მუშების დაღუპვის სერიას [ვიდეო]

მშენებლობებზე დაღუპულთა თუ დაშავებულთა სტატისტიკა ისევ მძიმეა. ასეა იმის მიუხედავად, რომ კანონი შეიცვალა, შეიქმნა შრომის ინსპექცია, მშენებარე ობიექტებზე კი, შრომის უსაფრთხოების მენეჯერები გამოჩნდნენ… მხოლოდ 2011-2018 წლებში საქართველოში საწარმოო შემთხვევების შედეგად 1081 ადამიანი დაშავდა და 376 დაიღუპა. 2019 წელს სამშენებლო ობიექტებზე 13 მუშა გარდაიცვალა. ერთ-ერთი დაღუპული – 16 წლის მოზარდი იყო.  ბოლო საკანონმდებლო ცვლილება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ …

393 დაღუპული და 1097 დაშავებული მუშა საქართველოში – 9 წლის სტატისტიკა

მედია ყოველ კვირა იტყობინება დასაქმების ადგილებზე დაშავებული და დაღუპული მუშების შესახებ. 2011-2019 წლის სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში  საწარმოო შემთხვევების შედეგად  393 მუშა დაიღუპა, 1097 კი  – დაშავდა. 2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის რიგი ნორმები ამოქმედდა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის EMC-ის შეფასებით, ეს ცვლილებები წინგადადგმული ნაბიჯია შრომის ინსპექტირების მექანიზმის გაძლიერების კუთხით. თუმცა ჯერ …

საპროტესტო აქცია ბათუმში მუშების დაღუპვის გამო

დღეს, პირველ აპრილს, ბათუმის ევროპის მოედანზე სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისში დაღუპული მუშების გამო საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ შექმნას ეფექტური მექანიზმი, რომელიც დაიცავს დასაქმებულთა უსაფრთხოებას. მარიამ მუთიძე, სამოქალაქო აქტივისტი: „დღევანდელი აქციის გზავნილია, გვქონდეს ისეთი შრომითი კოდექსი, რომელიც იქნება ადამიანის უსაფრთხოების გარანტი. შეთანხმებული მოქმედება მთავრობასა და ბიზნესს შორის, რომელიც ადამიანის სიცოცხლეზე გადის, უნდა დამთავრდეს და …

ბათუმში ევროპის მოედანზე მუშების დაღუპვის გამო აქცია გაიმართება

დღეს, პირველ აპრილს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, გუშინ თბილისში დაღუპული მუშების – დათო აბესაძისა და ედვარდ ვარიშოვის პატივსაცემად აქცია გაიმართება. აქცია სამოქალაქო აქტივისტების მიერ იმართება, რომლის მიზანი დაღუპული მუშების სახელით, შრომის უსაფრთხოების კონტროლის გამკაცრების მოთხოვნაა. საპროტესტო აქცია 19:00 საათზე გაიმართება. გუშინ, 31 მარტს, თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტის II და III კორპუსებს შორის მიწა ჩამოწვა. ჩამოშლილმა მიწამ ორი მუშა მოიყოლა, მათი …

Real Palace-ს დირექტორი: არ ვიცი გადმოვარდნილი მუშა გადარჩება თუ არა

„არ ვიცი გადარჩება თუ არა – სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები ვერაფერს მეუბნებიან, არ მეუბნებიან რომ გადარჩება, არც იმას მეუბნებიან, რომ ვერ გადარჩება. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია“, – უთხრა „ბათუმელებს“ ედნარ ხიმშიაშვილმა, კომპანია Real Palace დირექტორმა. სწორედ ამ კომპანიის სამშენებლო ობიექტის მე-10 სართულიდან გადავრადა გუშინ, 24 ივნისს, მუშა. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული, უფრო …

მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა

ლუკა ასათიანის ქუჩაზე, კომპანია „შველას“ მშენებარე კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, გამოძახებულ ბრიგადას მუშა ადგილზე გარდაცვლილი დახვდა, მაგრამ იქ მყოფთა მოთხოვნით, ის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ძალიან დაბნეულები ვართ, ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. არაფერი ვიცით, რა მოხდა, ჩვენც ახლა გავიგეთ,” – გვიპასუხეს კომპანია “შველას” სამშენებლო დაფაზე მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე. ადგილზე მყოფი მუშები  ამ …

Exit mobile version