5 ადვოკატი ბათუმიდან დეპუტატობას აპირებს

წინასაარჩევნოდ ხუთი ადვოკატი, რომლებიც ბათუმში მუშაობენ, პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანდა. „ქართველ ნაციონალისტთა ერთობის“ სახელით დეპუტატობას აპირებენ შემდეგი ადვოკატები: დავით ჯაფარიძე, ვაჟა მელაძე, მერი ცინარიძე, პაატა ნაკაიძე, მზია დიასამიძე. „ჩვენ გვინდოდა ახალი პარტიის დაფუძნება, რომელსაც ექნებოდა ასეთი სახელი „დამცველთა ერთობა – მესამე ძალა“, მაგრამ ეს პროცედურულად ვერ მოვასწარით… ამიტომ ვარჩიეთ იმ პარტიასთან თანამშრომლობა, რომელიც 90-იანი წლებიდან არსებობს. …

ადვოკატი: ბათუმის ციხეში ბრალდებულს ვერ შემახვედრეს

„დაახლოებით სამი საათი ველოდი ბრალდებულთან შეხვედრას. ბათუმის ციხე მას შემდეგ დავტოვე, როცა ციხის ადმინისტრაციამ ვერ მიპასუხა კონკრეტულად, როდის მოხერხდებოდა ბრალდებულთან ჩემი  შეხვედრა,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე. მისი თქმით, პრობლემები პანდემიის დროს გაჩნდა, როცა ადვოკატები თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფებს შეხვედრების ოთახში ვეღარ ხვდებიან და ამისთვის ე.წ. პაემნების ოთახს იყენებენ, რომელიც მინითაა გადატიხრული. ასეთი ოთახი ბათუმის მე-3 …

რა წერია ძმები ფეიქრიშვილების „აფეთქების საქმეში“ და რას ამბობენ დაკავებულები

„გოჩა თავდუმაძემ 2019 წლის ნოემბერში დაამზადა ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მომყვანი ელექტრომოწყობილობა…“ – აღნიშნულია დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ, რომელიც სუს-ის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი პროკურორი, მაია სილაგაძე აწერს ხელს. გოჩა თავდუმაძე ერთ-ერთია იმ 6 ბრალდებულს შორის, რომლებიც სუს-მა 30 იანვარს დააკავა. გამოძიების ვერსიით, ჯგუფი თბილისში ძმების – გიორგი და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობას ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით გეგმავდა. დაკავებული …

ვინ არის 4 ბათუმელი, რომლებიც აფეთქებით მკვლელობის საქმეზე სუს-მა დააკავა

„აფეთქებით 2 პირის მკვლელობის საქმეზე“ დაკავებული ექვსი პირიდან 4 ბათუმელია. დაკავებულთა ვინაობის შესახებ სუს-ი ინფორმაციას არ ავრცელებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებული არიან: აჭარის უშიშროების ყოფილი თანამშრომელი, გოჩა თავდუმაძე, ასევე გიორგი აბაშიძის მეგობრები და ასლან აბაშიძის დაცვის წევრი, როლანდ ბერიძე მეტსახელად „ჩაკია“, აბაშიძის დაცვის წევრი იური მჟავანაძე და ასევე აბაშიძის დაცვის კიდევ ერთი თანამშრომელი, რომლის ვინაობაც „ბათუმელებმა“ …

მარიხუანის გამოძალვისთვის სამ პირს 15 წლამდე პატიმრობა ელის

მარიხუანის გამოძალვისა და ჯგუფური ყაჩაღობისთვის სამ ბრალდებულს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. განაჩენს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. შემთხვევა ჩაქვის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. დაზარალებულად ცნობილმა მამუკა ა.-მ პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ  მასთან სახლში სამი კაცი მივიდა და მარიხუანას სთხოვდნენ, უარის მიღების შემდეგ კი სახეზე დანა დაადეს და ყურის მოჭრით ემუქრებოდნენ. დაზარალებულს სხეულზე …

ნარკოტიკის შემოტანაში ბრალდებული ბათუმის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

„მთავარი მტკიცებულება ვიდეოჩანაწერია, რომელმაც ამხილა პოლიციელების სიცრუე,“ – აცხადებს ადვოკატი დავით ჯაფარიძე. ის ბათუმის საქალაქო სასამართლოში ავთანდილ დეკანაძის ინტერესებს იცავდა. დეკანაძეს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა. პროკურატურის ვერსიით, ავთანდილ დეკანაძეს, რომელიც დაკავებამდე ბათუმში ტაქსის მძღოლად მუშაობდა, სარფის საბაჟოზე, 2016 წლის 7 მაისს, უკანონოდ შეძენილი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი შემოჰქონდა. საქმეში რამდენიმე პოლიციელის ჩვენებაა. სამართლდამცველებმა მოსამართლესაც …

„ლაშა დეკანაძის საქმეზე განაჩენი დაუსაბუთებელია“

ლაშა დეკანაძე ერთადერთი მსჯავრდებულია „ბათუმის აქციის საქმეზე“, რომელმაც დანაშაული არ აღიარა. მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა 2 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ შეფასებით, სასამართლოს ეს განაჩენი დაუსაბუთებელია. ლაშა დეკანაძე 12 მარტის დილას დააკავეს და ადმინისტრაციული წესით გაასამართლეს წვრილმანი ხულიგნობისთვის. მას მოსამართლე სალიხ შაინიძემ 5 დღით მიუსაჯა პატიმრობა. პატიმრობიდან გამოსულ დეკანაძეს პროკურატურამ …

Exit mobile version