2025 წლის აგვისტოში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ „რუს მშვიდობისმყოფელებზე“ ნათქვამი მალევე უარყო. ცილი დამწამეს, არ მითქვამსო – განაცხადა, თუმცა მისი ოჯახის წევრების „რუსულ კავშირებს“ და ამ კავშირებით „დიდი ფულის კეთების“ შესაძლებლობას თუ გავითვალისწინებთ, ალბათ უფრო გასაგები გახდება, რატომ „წამოსცდა“ ომგამოვლილი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს ოკუპანტი ქვეყნის ჯარის მიმართ საკუთარი განწყობის შესახებ. დავით რაზმაძე ცოტა ხნის …
Tag Archives: დავით რაზმაძე
ექსპერტიზამ ლიბიაში დაღუპული მეზღვაურის სხეულზე ჭრილობა და დაზიანებები აღმოაჩინა – რ2
ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედარს, სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, დაზიანებები აღენიშნებოდა. ამის შესახებ “რუსთავი 2” ავრცელებს ინფორმაციას. ტელეკომპანიის ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი მან ექსკლუზიურად მოიპოვა. დასკვნაში წერია, რომ “გვამის შორსწასული ლპობითი ცვლილებების გამო” მეზღვაურის სიკვდილის ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია. მასში ასევე საუბარია დაზიანებებზე, ჭრილობასა და მათ მდებარეობაზე. “სხეულის ხრწნის გამო, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა სიკვდილის …
ლიბიიდან ჩამოსვენებულ ქართველ მეზღვაურს დღეს გორში დაკრძალავენ
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 7 მარტს, გორში დაკრძალავენ ქართველ მეზღვაურს, დავით რაზმაძეს, რომლის ცხედარიც ლიბიიდან გუშინწინ ჩამოასვენეს. ქართველი მეზღვაური მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემ MV Dogan Bey-ზე მუშაობდა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი ლიბიის ნავსადგურ Misurata-ში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან გაუჩინარდა ღამით, მორიგეობის დროს. ფაქტი მოხდა 7 იანვარს, მაგრამ დავით რაზმაძის …
Continue reading “ლიბიიდან ჩამოსვენებულ ქართველ მეზღვაურს დღეს გორში დაკრძალავენ”
საგარეო საქმეთა სამინისტრო: გარდაცვლილ მეზღვაურს ამ კვირაში გადმოვასვენებთ
51 დღის წინ ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაური დავით რაზმაძე საქართველოში მიმდინარე კვირაში უნდა გადმოასვენონ. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა მიაწოდა. “პროცედურა დაწყებულია გადმოსვენების. ლიბიის პროკურატურამ გასცა ნებართვა გადმოსვენებაზე. გარდაცვლილი გადასვენებულია ქალაქ მისტრადადან ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულ ავიაკომპანიებთან, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს შესაბამისი რეისის დაჯავშნა, რომ გარდაცვლილი გადმოვასვენოთ …
Continue reading “საგარეო საქმეთა სამინისტრო: გარდაცვლილ მეზღვაურს ამ კვირაში გადმოვასვენებთ”
საგარეო: ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის გადმოსვენების პროცედურა დაიწყო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის, დავით რაზმაძის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურები დაიწყო. “ეგვიპტეში საქართველოს საელჩოსთვის ლიბიური მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაწყებულია დავით რაზმაძის საქართველოში გადმოსვენების პროცედურა და მიმდინარეობს მუშაობა გადამზიდავ ავიაკომპანიასთან,” – უთხრეს “ბათუმელებს” საგარეო საქმეთა სამინისტროში. დავით რაზმაძე მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემ MV Dogan Bey-ზე მუშაობდა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის …
Continue reading “საგარეო: ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის გადმოსვენების პროცედურა დაიწყო”
42 დღე გარდაცვალებიდან – ქართველი მეზღვაური საქართველოში ჯერ კიდევ არ გადმოუსვენებიათ
ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაური დავით რაზმაძე ჯერ ისევ არ გადმოუსვენებიათ საქართველოში. 42 დღეა ოჯახი მის ცხედარს ელოდება, ოფიციალური უწყებებისგან კი მხოლოდ დაპირებებს იღებენ. „42-ე დღეა დღეს, რაც ბავშვი გარდაიცვალა და მისი ცხედარი ჯერ არ გადმოუსვენებიათ. ცოდვა რად მინდა, ყურადღება კი არის, ყოველდღე გვირეკავენ – საგარეოდან, შსს-დან, მაგრამ ყოველდღე ერთი და იგივე ამბავი აქვთ – გვეუბნებიან მიდის …
ქართველი მეზღვაური ლიბიაში გემიდან ღამით გაუჩინარდა – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
ლიბიაში ქართველ მეზღვაურს ეძებენ. დავით რაზმაძე 7 იანვარს გაუჩინარდა, თუმცა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ამის შესახებ 16 იანვარს შეატყობინეს. დავით რაზმაძე მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემ MV Dogan Bey -ზე მუშაობდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი ლიბიის ნავსადგურ Misurata-ში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან ღამით, მორიგეობის დროს გაუჩინარდა. „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა …