65 000 ლარით დააჯარიმეს კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელმაც ფოთში ზღვა დააბინძურა

კამერუნის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა შავი ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 2000-მდე ლარი შეადგინა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (მუხლი 58 პრიმა 2, მე-7 ნაწილი) საფუძველზე, ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად ცნო და 65 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. კამერუნის დროშის ქვეშ მცურავ გემს …

სად არის აჭარაში წელს ზღვა ყველაზე სუფთა და ყველაზე ჭუჭყიანი? – კვლევის შედეგები

ზღვის სეზონის მოახლოებასთან ერთად კვლავ აქტუალური ხდება ზღვის წყლის ხარისხი, რომლის შესაფასებლადაც აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო პერიოდულ  ზღვის წყლის ხარისხის კვლევას ატარებს. ბოლო მონაცემების თანახმად, აჭარის სანაპიროზე ზღვის წყლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კერძოდ, იმ რვა წერტილში, საიდანაც პერიოდულად სინჯებს იღებენ, წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების კონცენტრაცია ზღვარს არ აღემატება, თუმცა ზოგან ეს მაჩვენებელი ზღვარს უახლოვდება. ზღვის …

შავი ზღვის დაბინძურებისთვის უცხოური გემი 65 000 ლარით დაჯარიმდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 58-ე მე-2 პრიმა მუხლის მე-7 ნაწილით ერთობლივად …

პირბადეებითა და პოლიეთილენის პარკებით დაბინძურებული ზღვა – წყალქვეშა კადრები [ფოტო]

აჭარაში ზღვის წყლის ხარისხს გეგმურად ორ მაჩვენებელზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებსა და ლაქტოზადადებითი ნაწლავის ჩხირების არსებობაზე ამოწმებენ, ბოლო შედეგების მიხედვით ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია. რაც შეეხება მარინოლიტერს – ზღვის ხილულ ნაგავს, რომლის უმეტესობა (83%) პოლიეთილენი და პლასტმასია, ახალი ტიპის ნარჩენები პირბადეები და რეზინის ხელთათმანები შეემატა. ამის შესახებ უცხოელი გარემოსდამცველებიც იუწყებიან და ადგილობრივი მოსახლეობაც …

პირბადეები და ხელთათმანები – ახალი ნარჩენები ზღვებსა და ოკეანეებში

ერთჯერადი პირბადეები, რეზინის ხელთათმანები და სანიტაიზერის ბოთლები, რომლებიც COVID19- ის პრევენციისთვის გამოიყენება, საბოლოოდ ქუჩებში, ზღვებსა და ველურ ბუნებაში ხვდება. მსგავს ნარჩენებს ბათუმის ქუჩებშიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით. COVID19-ის პრევენციისთვის გამოყენებული და გადაყრილი პირბადეები თუ რეზინის ხელთათმანები უკვე საგრძნობლად აბინძურებენ გარემოს. მიუხედავად მკაცრი რეკომენდაციისა, რომ  ეს ინვენტარი გამოყენების შემდეგ თავდახურულ ურნაში მოათავსონ, მსოფლიოს ყველა ქვეყნის, მათ …

მოხალისეები ბათუმიდან, რომლებიც გარემოს ასუფთავებენ

Trash Hero –არის საერთაშორისო მოხალისეობრივი პროექტი, ერთგვარი ეკოლოგიური მოძრაობა, რომლის ფარგლებშიც ადამიანები აგროვებენ ნაგავს ქალაქის შემოგარენში, რეკრეაციულ ზონებსა და სანაპიროებზე.  წელს ამ მოძრაობას მოხალისეები ბათუმიდანაც შეუერთდნენ. აპრილის შემდეგ მათ უკვე დასუფთავების 13 აქცია მოაწყვეს, რომლებშიც ჯამში 91 აქტივისტი იყო ჩართული, შედეგად კი 1206 კგ ნაგავი მოაგროვეს. Trash Hero Batumi-ის ერთ-ერთი ძირითადი წევრი, ანდრეი დიაჩენკო ამბობს, …

როგორ მკურნალობენ სისხლში ტყვიის მაღალ შემცველობას

საქართველოში „იუნისეფი“ სექტემბერში იწყებს 2-იდან 10 წლამდე ბავშვების გამოკვლევას სისხლში ტყვიის შემცველობაზე, რომლის შედეგებიც მომავალი წლის პირველ კვარტალში იქნება ცნობილი. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა ფიქსირდება და რა ზომებს უნდა მიმართოს პაციენტმა მკურნალობისთვის? „ბათუმელები“ ამ თემაზე პედიატრ თემურ მიქელაძეს ესაუბრა. ბატონო თემურ, როგორი მკურნალობა ენიშნებათ იმ პაციენტებს, რომლებსაც სისხლში ტყვიის …

პოლიეთილენის ბოთლები და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები ბათუმის მდინარეებში

ბათუმის მერია ბათუმში მდინარეების კალაპოტების წმენდის ფოტომასალას ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ მდინარე ბარცხანის ნაპირებიდან და კალაპოტიდან პოლიეთილენის ბოთლები და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები ამოიღეს. ბათუმის მიმდებარე და მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მდინარეები და ხევები საყოფაცხოვრებო ნარჩენებით მუდმივად ბინძურდება. მარინოლიტერი არის ზღვაში სხვადასხვა წარმოშობის ნაგავი. ეს შეიძლება იყოს: პოლიომერიული მასალა, პენოპლასტი, ქაღალდი, ტოტები, ფიჩხები და სხვა ნივთები, რაც მდინარეების …

გარემოს ეროვნული სააგენტო: მოერიდეთ გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვართან კონტაქტს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარატმენტი შავი ზღვის სანაპირო ზოლში ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) გამორიყვის ფაქტებთან დაკავშირებით კომპლექსურ კვლევებს აწარმოებს. ზღვის ძუძუმწოვრების გამორიყვის შემთხვევები ყოველ წელს ფიქსირდება და უმეტესად ზღვის ძუძუმწოვრის  დაღუპვის მიზეზი ტოქსიკო-პათოლოგიური ფაქტორია, რაც დაბინძურებას ან დაავადებას გულისხმობს.  ზღვის ძუძუმწოვრის ნავიგაციური ტრავმით ანუ მცურავი საშუალების (გემი, კატერი, …

საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის უცხოური გემი დაჯარიმდა

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარა. გემის კაპიტანს დაეკისრა საჯარიმო სანქცია 65 000 ლარის ოდენობით, რასაც დაემატა გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა. გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად გამოავლინეს. გემი საქართველოს ტერიტორიულ …

უცხო ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო-ფეკალური წყლებით ზღვა დააბინძურეს

პანამისა და სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან სამეურნეო-ფეკალური წყლებით ზღვა დააბინძურეს. გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 2 ფაქტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად გამოავლინეს. ორივე გემის კაპიტანს ფოთის საქალაქო სასამართლომ 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციები …

დაბინძურებული გრიგოლეთის პლაჟი [ფოტო]

გრიგოლეთის სანაპირო ზოლი, სუფსის გამგებლის მოადგილის, ნუგზარ ცინცაძის ინფორმაციით, ყოველი შტორმის შემდეგ სუფთავდება. „აღნიშნული პლაჟი  ყოველი წვიმის შემდეგ სუფთავდება, იწმინდება ის ნარჩენები რაც შტორმის დროს ზღვას გამოაქვს, პლაჟი არის ახალი დასუფთავებული,“ – ამბობს ის. ადგილზე დამსვენებლების მიერ, “ბათუმელებისთვის” მოწოდებულ ფოტოებში კი სანაპირო ზოლი სხვადასხვა, მათ შორის საყოფაცხოვრებო და ნაწილობრივ სამშენებლო მასალების ნარჩენებით არის დაბინძურებული. ფოტოები …

Exit mobile version