არჩილ ხაბაძე და მისი პარტნიორის კომპანია კვარიათში ახალი კომპლექსის აშენებას გეგმავენ

შპს „გუმბათი რეზიდენსი“ კვარიათში, სანაპიროსთან ახლოს, თავისივე მშენებარე კომპლექსის წინ, ახალი მასშტაბური პროექტის მშენებლობას გეგმავს, კომპანიამ სამშენებლოდ ერთ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი [9454 კვ.მეტრი] კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და ვალდებულების შესრულების პირობით დაირეგისტრირა. ახალი პროექტები დაიწყეს ან გეგმავენ სხვა კომპანიებიც, კვარიათში სანაპიროს პირველ ზოლში მაღლივი მშენებლობებისთვის ადგილების ათვისება გრძელდება. როგორც ჩანს, დაბალ სახლებს აქაც მასშტაბური პროექტებით ჩაანაცვლებენ, …

„გუმბათი ჯგუფი“ ბათუმის ძველი ავტოსადგურის ინოვაციურ ბიზნეს ცენტრად გადაქცევას გეგმავს

გუმბათი ჰაბი „გუმბათი ჯგუფმა“ ახლახან შეიძინა სს „ბათუმის ავტოსადგურის“ მაჟორული წილი, დაგეგმილია სამომავლოდ 100%-იანი წილის გამოსყიდვა. კომპანია 150 მილიონამდე დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. პროექტის მიზანი არსებული სივრცის თანამედროვე, მრავალფუნქციურ ბიზნეს ცენტრად გარდაქმნაა. ახალი კომპლექსი მოიცავს სავაჭრო ცენტრს, სასტუმროს, საცხოვრებელ კომპლექსს, საოფისე სივრცეებს, საპარკინგე ზონას, სწრაფი კვების ობიექტებს, ბავშვთა გასართობ ცენტრს და საბანკო მომსახურების პუნქტებს. ეს …

„გუმბათი ჯგუფმა“ თანამშრომლები შარმ-ელ-შეიხში დასასვენებლად გაუშვა

„გუმბათი ჯგუფმა“ წარმატებული წლის შემდგომ თანამშრომლები შარმ-ელ-შეიხში 5-ვარსკვლავიან სასტუმროში გაუშვა დასასვენებლად 8 დღით. „კომპანიის თითოეული წევრი არის ღირებული. გუნდს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ორიენტირებულია კომპანიის წარმატებაზე, კომპანიამაც აუცილებლად უნდა დაუფასოს შრომა,”- ამბობს „გუმბათი ჯგუფის“ დირექტორი ლაშა ბალაძე. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ უკვე მეორედ მოუწყო თანამშრომლებს მსგავსი დასვენება.

„ბულვარ ფოინთი“ – „გუმბათი ჯგუფის“ პროექტი ახალ ბულვარში

სამშენებლო კომპანია „გუმბათი ჯგუფი“, საზაფხულო სეზონს, თანამედროვე პროექტით ხსნის, რომელიც ახალ ბულვარში, ზღვასთან ახლოსაა განთავსებული. აპარტოტელის ტიპის კომპლექსი „ბულვარ ფოინთი“ მრავალფუნქციურია და თანამედროვე ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. მოიცავს ღია აუზს, კაფეს, სპა და ფიტნეს ცენტრს. რესეფშენს, რომელიც აერთიანებს მიმღებს, მოსასვენებელ და გასართობ სივრცეებს, კეთილმოწყობილ სკვერს, 106 ავტომობილზე გათვლილ, მიწისქვეშა და მიწისზედა, პარკინგს. პროექტი – „ბულვარ ფოინთის“ უპირატესობებია: …

„გუმბათი ჯგუფი“ 24 წლისაა

საიდან დაიწყო ჩვენი ისტორია? სამშენებლო და დეველოპერული სფერო საქართველოში პირველ ნაბიჯებს დგამდა, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენც შეგვეტანა ამ მიმართულებების განვითარებაში საკუთარი წვლილი. 1998 წლიდან ჩაეყარა საფუძველი გუმბათი ჯგუფს და მას შემდეგ უკვე 24 წელია ვქმნით ღირებულებებს, რომლებიც საუკუნეებს გაუძლებს. ათასობით ადამიანმა შექმნა  საკუთარი ისტორია ჩვენს აშენებულ პროექტებში. ამიტომაც, განვაგრძობთ ზრდასა და განვითარებას, კვლავ გთავაზობთ უმაღლეს …

„გუმბათი ჯგუფი” მადრიდის უძრავი ქონების საერთაშორისო ფესტივალზე წარსდგა

სამშენებლო დეველოპერული კომპანია „გუმბათი ჯგუფი“ ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში უძრავი ქონების საერთაშორისო ფესტივალში იღებს მონაწილეობას. უძრავი ქონების გამოფენა SIMA EXPO 26 – 28 ნოემბერს იმართება, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სამშენებლო კომპანიები საკუთარ პროექტებს წარუდგენენ ვიზიტორებს. როგორც გამოფენის ესპანური ორგანიზატორები აღნიშნავენ, წელს SIMA EXPO-ზე წარმოდგენილია სრულიად განსხვავებული კონცეფციის მქონე სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები; წლევანდელ გამოფენაზე უპირატესობა მიენიჭა კომპანიებს, …

ზღვით სავსე დილა გუმბათი რეზიდენსში

სანაპიროს ულამაზესი ხედები, ევკალიპტის ტყეები, სუფთა და მშვიდი ზღვა –  გუმბათი რეზიდენსის ახალ პროექტში მყუდრო და მშვიდი ცხოვრებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. 12-სართულიანი აპარტოტელის სტილის კომპლექსი ზღვის პირველ ზოლში მდებარეობს და აერთიანებს 103 სხვადასხვა ზომის აპარტამენტს. ყველა აპარტამენტიდან იშლება პანორამული ხედები ზღვაზე. კომპლექსს აქვს 2-სართულიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი. კომპლექსი მოიცავს: ღია აუზს, სპა, ფიტნესცენტრებს, ლაუნჯს, დახურულ რესტორანს …

„გუმბათი გორგასალზე“ – საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმის ცენტრალურ პარკთან ახლოს

პროექტი „გუმბათი გორგასალზე“  გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურითა და დახვეწილი დიზაინით. კომპლექსი მდებარეობს ბათუმის პრესტიჟულ უბანში, ცენტრალურ პარკთან ახლოს. მშენებლობა ხორციელდება სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში და 100%-ით დაფინანსებულია. ფასადი მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით, ძვირადღირებული კერამიკით, აგურისა და ხის ფაქტურის მასალით, რაც ეფექტურია ქალაქის კლიმატურ პირობებში. კომპლექსს აქვს რესეფშენი – 24/7 და მასთან დაკავშირებული სერვისები. ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესი …

„გუმბათი ხეივანში“- საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმის ცენტრალურ სტადიონთან

პროექტი „გუმბათი ხეივანში“ გუმბათი ჯგუფის  ერთ-ერთი გამორჩეული და დასრულებული პროექტია ბათუმში, ქალაქის ახალ უბანში – გმირთა ხეივანში. პროექტის უნიკალური არქიტექტურა აერთიანებს 3 საცხოვრებელ კომპლექსს და ამავე სივრცეში განთავსებულ თანამედროვე სტანდარტების ბიზნესცენტრს. გუმბათი ჯგუფი გაძლევთ შესაძლებლობას გახდეთ თანამედროვე არქიტექტორული სტილით შექმნილი უბნის ბინადარი. ჩვენ გთავაზობთ თქვენზე მორგებული გადახდის პირობებს და შესაძლებლობას შეიძინოთ ბინა დაბრკოლებების გარეშე. გუმბათი …

„გუმბათი რეზიდენსი“ – საინვესტიციო აპარტამენტები კვარიათში „გუმბათი ჯგუფისგან“

თანამედროვე სტილი მოითხოვს, რომ საცხოვრებელი სივრცე აერთიანებდეს ცხოვრების, დასვენების, გართობის ელემენტებს და ეს ყველაფერი ჰარმონიულად უნდა იყოს შერწყმული. ცხადია, მნიშვნელოვანია შენი საცხოვრებელი ადგილი იყოს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, რომელიც შესაძლებლობას მოგცემს დატკბე ბუნების უნიკალური ხედებით. ყველაფერთან ერთად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, არ გიწევდეს ფიქრი ყოფით საკითხებზე, რომელიც მუდმივად თან სდევს მრავალფუნქციურ კომპლექსში ცხოვრებას. ზუსტად ამ იდეით …

„კვლევითი ინსტიტუტის“ ყოფილი შენობა ბათუმში ისევ გაიყიდა

ბათუმში, ნინოშვილის #23-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ყოფილი ინსტიტუტის შენობა, სადაც რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ ცნობილი ფილმის, მონანიების კადრები გადაიღო, ისევ გაიყიდა. მისი ახალი მფლობელი შპს „გუმბათი ჯგუფია“, კომპანიამ ამ ქონებაში 1 მილიონ 125 000 დოლარი გადაიხადა. ყოფილმა მესაკუთრემ შპს „Tam Geo”-მ ეს ქონება: ყოფილი ინსტიტუტის ორსართულიანი შენობა ბათუმის ბულვართან [513,3 კვ.მ.] და მასზე …

შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა 5-7%-ით გააძვირებს მშენებლობას – მშენებელი

„უსაფრთხოების ნორმების დაცვა დაახლოებით 5-7 პროცენტით გააძვირებს პროექტს… გააჩნია. ზოგიერთ შემთხვევაში, 10 პროცენტამდეც გაიზრდება,“ – ამბობს ამირან ბერიძე. ის სამშენებლო კომპანია „გუმბათი ჯგუფის“ დირექტორია. მას ვესაუბრეთ ხარჯებზე, რომლის გაღებაც სამშენებლო კომპანიებს უწევთ მას შემდეგ, რაც კანონი შეიცვალა და შრომის უსაფრთხოების რეგულირება გამკაცრდა. მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან შრომის ინსპექციას ნებისმიერ სამშენებლო ობიექტზე შეუძლია შესვლა და იქ …

რესტორანი „პორტა ბათუმი”- ქალაქის სავიზიტო ბარათი

ბათუმის შემოსასვლელში – პორტის მოპირდაპირე მხარეს, თანამედროვე ტიპის ქართული რესტორანი „პორტა ბათუმი“ გაიხსნა. რესტორანი საზეიმოდ გუშინ, 27 დეკემბერს, გაიხსნა. რესტორანი ზონებადაა დაყოფილი. აქ მოსულ სტუმარს შეუძლია იმ დარბაზში გაატაროს საღამო, რაც მის გემოვნებასა და განწყობას შეეფერება. სტუმრების განკარგულებაშია კლასიკური და თავისუფალი დარბაზები, სახინკლე, სადაც მხოლოდ ხინკალს მიირთმევენ და მარანი ტრადიციული ატრიბუტებით, სადეგუსტაციო ღვინოებით. რესტორნის საზეიმო …

Exit mobile version