გონიოს ციხეში რომაული ყაზარმის ანალოგი ააგეს – დაიხარჯა 264 999 ლარი

გონიოს ციხის ტერიტორიაზე რომაული ყაზარმის ანალოგი ააგეს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, ყაზარმაში სამუზეუმო სივრცე იქნება, სადაც „გონიოს ციხის ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, თვალნათლივ დაინახონ „გაცოცხლებული“ რომაელი ჯარისკაცების ყოფა-ცხოვრება“. სააგენტოს ცნობით, რომაულ ყაზარმაში განთავსებული იქნება ჯარების მეთაურის ოთახი, ჯარისკაცების საძინებელი, იარაღის შესანახი ოთახი, რომაული სამზარეულო და სხვა დამხმარე სათავსო. გონიოს ციხეზე რომაული ყაზარმის მშენებლობისა და …

„პროცესში განიხილება ეს მიწებიც“ – საკრებულოს თავმჯდომარე გონიოს ციხესთან მშენებლობებზე

დღეს, 16 ნოემბერს, გონიოში მცხოვრებმა ადამიანებმა მაგისტრალი დაახლოებით 15 წუთით გადაკეტეს. ისინი მშენებლობებზე ნებართვას ითხოვენ გონიოს ციხის მიმდებარედ. მიწის ნაკვეთების დასაბრუნებლად გონიოელებს მრავალწლიანი სასამართლო დავა ჰქონდათ, საბოლოოდ მათ მიწის ნაკვეთები გადასცეს, თუმცა სასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსით და იმ პირობით, რომ იქ არაფერი აშენდებოდა. მაგისტრალის გადაკეტვიდან მალევე აქციის მონაწილეებთან ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გამოჩნდა გზავნილით: „განიხილება ეს მიწის …

გონიოს ციხეზე კივის ხეივნის რეკონსტრუქციისთვის 85 ათასი ლარი დაიხარჯება

გონიოს ციხეზე კივის ხეივნის რეკონსტურქციისათვის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 85 ათას ლარს დახარჯავს. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ხეივანში არსებული რკინის კონსტრუქცია უნდა დაიშალოს და ახალი, ხის კონსტრუქცია უნდა გაკეთდეს. ხეივნის სიგრძე 200 მეტრი იქნება და ფიჭვის ხის მასალისგან მოეწყობა. სამუშაოების წარმოებაზე ტენდერი 30 მარტს გამოცხადდა. სატენდერო განაცხადების მიღება 20 აპრილს სრულდება.

გონიოს არქეოლოგიური ზონა ბეტონის ქვეშ

გონიოს ციხის მიმდებარედ არსებული არქეოლოგიური ზონა სულ უფრო და უფრო მეტად  ექცევა ბეტონის ქვეშ. 2004 წლიდან დღემდე ამ ზონაში ჯერ საცხოვრებელი სახლები, შემდეგ კი დამხმარე ნაგებობები გაჩნდა და მათი რიცხვი თანდათან იზრდება. ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში სპეციალისტები შიშობენ, რომ გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორია, როგორც საკვლევი არქეოლოგიური ზონა, შესაძლოა სრულად აღმოჩნდეს ბეტონის ქვეშ და დაიკარგოს უნიკალური არქეოლოგიური …

ავანსად გადარიცხული 93 990 ლარი – გონიოში რომაული ბანაკი ვერ მოეწყო

გონიოს ციხეში რომაული ბანაკის მოსაწყობად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სახელშეკრულებო თანხა – 93 990 ლარი წინასწარ, ავანსად გადაურიცხა, თუმცა კომპანიამ ვალდებულება არ შეასრულა. სააგენტომ „ჭედა 2012“-ს ხელშეკრულება შეუწყვიტა, 18 407 ლარით დააჯარიმა და დაწყებული სამუშაოების დასრულების მიზნით ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. სატენდერო თანხა 31 ათასი ლარია. შესყიდვების სააგენტოს პორტალზე ატვირთული დოკუმენტებიდან ჩანს, …

ლითონის ღობე გონიოს ციხის დასაცავად – ციხე ნაწილობრივ შეიღობება

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გონიოს ციხის გალავანს ერთი მხრიდან ლითონის ღობეს შემოავლებს. ღობე ციხის ერთ კედელთან [კვარიათის მხარეს, სასაფლაოსა და ციხის გალავანს შორის] მოეწყობა. სააგენტო „გონიოს ციხის მიმდებარედ დამცავი ღობის მოწყობის სამუშაოებს“ ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. სატენდერო თანხა 14 500 ლარია. „საპროექტო წინადადებით განსაზღვრულია გონიო-აფსაროსის სამხრეთ კედლის გარე პერიმეტრზე, სამანქანე გზის მიმდებარედ გარემო ფაქტორებისაგან დამცავი …

როგორი იქნება რომაული ბანაკი გონიოს ციხეში

გონიოს ციხის ტერიტორიაზე რომაული ბანაკისთვის ანგარისა და ამფითეატრის მოწყობა იგეგმება, ასევე დაიდგმება კარვები და განთავსდება რომაული ბანაკისთვის დამახასიათებელი საბრძოლო და სხვა ინვენტარი. ბანაკის მოსაწყობად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 220 ათასზე მეტი ლარი აქვს გამოყოფილი. „რომაული ბანაკი, ეს არის კონცეფცია. ისტორიულად ციხეში რომაული გარნიზონები იდგა და როგორი ტიპის კარვებშიც ცხოვრობდნენ, იმის ანალოგიური გაკეთდება. შევისყიდით შესაბამის …

უნიკალური აღმოჩენა გონიოში

მიმდინარე წელს პირველად, ქართულ-პოლონური ერთობლივი არქეოლოგიური გათხრები გონიო-აფსაროსის ციხის კედლებს გარეთ ჩატარდა. არქეოლოგების ვარაუდით, თავდაპირველ რომაულ ციხეს განსხვავებული ფორმა და ზომა ჰქონდა. მათი ვარაუდი გამართლდა და გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა თავდაცვითი კედლის საძირკვლის ორი რიგი. აღსანიშნავია, რომ ისინი განსხვავდებიან არა მარტო კონსტრუქციით, არამედ თარიღითაც. ადრეული კედელი აფსაროსის პირველი რომაული გარნიზონის ადგილსამყოფელი უნდა ყოფილიყო. ბოლოდროინდელი გათხრების …

„მეტრო ჯორჯია პეტროლმა“ გონიოს ციხესთან სამშენებლო ნარჩენები დაყარა – დაწყებულია გამოძიება

გონიოს ციხის მიმდებარედ, არქეოლოგიური დაცვის ზონაში, სამშენებლო ნარჩენები შეიტანეს. კანონდარღვევა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დააფიქსირა, რის შემდეგაც პოლიციის გონიოს განყოფილებას მიმართეს და ფოტომასალაც მიაწოდეს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის მეორმოცე მუხლით, არქეოლოგიური დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც გამოიწვევს ზონაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას, განადგურებას, მისი აღქმის გაუარესებას ან ხელს შეუშლის მასზე სრულფასოვანი მეცნიერული კვლევის …

რატომ ვერ იმუშავა აუდიო გიდებმა ბათუმის მუზეუმებში

აუდიო გიდები სხვადასხვა ენაზე ბათუმის მუზეუმებისთვის – ეს მოთხოვნა უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურის და სპორტის კომისიამ ჩაწერა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის შენიშვნებში. კომისიის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი ამბობს, რომ ეს მხოლოდ შეთავაზებაა მთავრობისთვის და კონკრეტულად ჯერ არ იცის, რომელ მუზეუმს სჭირდება აუდიო გიდის სერვისი, ან რა დაჯდება ეს. ბათუმში აუდიო გიდების სერვისი ქართულ და უცხო ენებზე …

პირველად გონიოს ციხეზე მშვილდოსანთა ტურნირი გაიმართება

2017 წლის 20 ოქტომბერს, 15:00 საათზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მშვილდოსნობის ფედერაციის ჩართულობით, პირველად გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში ჩატარდება მშვილდოსანთა ტურნირი. გონიოს თასის მოსაპოვებლად შეჯიბრი ჩატარდება როგორც ვაჟთა, ასევე, ქალთა ორ ასაკობრივ კატეგორიაში. ტურნირს  ყოველწლიური, ტრადიციული ხასიათი მიეცემა და გარდა პროფესიონალი სპორტსმენებისა, მომავალში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მოყვარულებსაც. მათ …

გონიოს ციხის ორ კოშკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გონიოს ციხის ორი [N2 და N3] კოშკის რეაბილიტაციისთვის 89 ათას ლარს დახარჯავს. სააგენტომ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს დასრულდება. გონიოს ციხის ტერიტორიაზე სამუშაოები არქეოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდება. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2014 წლის იანვრიდან 2017 წლის იანვრამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს მინიმუმ 3 საფორტიფიკაციო სახეობის ძეგლებზე რეაბილიტაციის …

რას ნახულობენ ყველაზე ხშირად ტურისტები აჭარაში

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ივნისში აჭარაში ტურისტულ ადგილებში ვიზიტორების განსაკუთრებული მატება იყო.  2017 წლის 6 თვეში კი აჭარას, ყველა ადმინისტრაციული საზღვრის გავლით,  583 340 ვიზიტორი ესტუმრა. დეპარტამენტის მონაცემებით: [checklist] ბათუმის ბოტანიკური ბაღი პირველია იმ ტურისტულ ადგილებს შორის, რომელსაც ივნისში ყველაზე მეტი 33 891 ვიზიტორი ეწვია, რაც 31%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. ბოტანიკური ბაღი ბათუმიდან 9 …

კატაპულტები 41 ათას ლარად გონიოს ციხისთვის

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საალყო მანქანების – კატაპულტების [სამი ცალი] დამზადებაში მაქსიმუმ 41 400 ლარს გადაიხდის. სატენდერო პირობების თანახმად, უნდა დამზადდეს არამოქმედი პატარა, დიდი და მოქმედი პატარა კატაპულტები. კატაპულტები უკვე არსებული სარეკონსტრუქციო პროექტის მიხედვით დამზადდება. გონიო-აფსაროსის მუზეუმ ნაკძალში განსათავსებელი საინჟინრო [საალყო] მანქანების დამზადებისა და მონტაჟის სამუშაოების შესყიდვაზე სააგენტოს მიერ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში წინადადებების …

Exit mobile version