55-ათასამდე პირველკლასელს ადაპტირებული „დედაენა“ საჩუქრად დაურიგდება

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ატარებს ფასთა კვლევას 2019-2020 სასწავლო წლისთვის „დედაენის“ I კლასის  სახელმძღვანელოს დაბეჭდვასა და ტრანსპორტირებაზე. სააგენტოს ინფორმაციით, „დედაენა“ ორ ნაწილად [პირველი და მეორე ნაწილი – თითოეული 55 000 ტირაჟით] დაიბეჭდება. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად დაიბეჭდება ადაპტირებული, განახლებული „დედაენა“, რომელიც დამატებით სახელმძღვანელოს სახით, პირველკლასელებს საჩუქრად დაურიგდებათ. „2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ სკოლებში …

ბავშვს 1912 წლის ლექსიკით ვერ დავხვდებით – მასწავლებელი დედაენის სკოლაში დაბრუნებაზე 

პრემიერმა და განათლების მინისტრმა საზეიმოდ გამოაცხადეს, რომ სკოლებში გოგებაშვილის „დედაენას“ აბრუნებენ. პრემიერის აზრით, „დედაენის“ დაბრუნება ეროვნული იდეაა და ის სასწავლო პროგრამიდან „უპასუხისმგებლო ადამიანებმა ამოიღეს“. თუმცა განათლების სამინისტროში ისიც ითქვა, რომ  საუბარია არა უშუალოდ „დედაენის“ შემოტანაზე, არამედ გოგებაშვილის მეთოდზე. რატომ არ უნდა ვასწავლოთ 21-ე საუკუნის ბავშვებს 1912 წლის სახელმძღვანელოთი, – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების სპეციალისტს თათა ჭანტურიას …

სამინისტროს სკოლებში ადაპტირებული „დედაენა“ შეაქვს

სექტემბრიდან საჯარო სკოლებში გოგებაშვილის ადაპტირებული „დედაენა“ შეაქვთ. ამის შესახებ განათლების სამინისტრომ საუბარი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. სფეროთი დაინტერესებული ზოგიერთი პირი გოგებაშვილის „დედაენას“ თანამედროვე მოთხოვნებთან შეუსაბამოდ მიიჩნევს, ზოგიერთი კი მისი სკოლებში დაბრუნების მომხრე იყო. დღეს, 15 ივლისს, ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი იმყოფებიან. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სკოლებში „დედაენის“ …

დაბრუნდება თუ არა გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლაში – სამინისტროს განმარტება

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ სამინისტრო აპირებს, სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დააბრუნოს. სფეროთი დაინტერესებული პირების ერთი ნაწილი გოგებაშვილის „დედა ენას“ თანამედროვე მოთხოვნებთან შეუსაბამოდ მიიჩნევს, ნაწილი კი მისი სკოლებში დაბრუნების მომხრეა. რას გულისხმობს მინისტრი „დედა ენის“ დაბრუნებაში მაშინ, როცა სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები უკვე შესულია? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ჰუმანიტარულ და სოციალურ …

Exit mobile version