მამალაძის პატიმრობის გახანგრძლივებაში მეუფე პეტრეს დიდი როლი აქვს – მიტროპოლიტი დიმიტრი

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აფასებს დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხზე და ამბობს, რომ დეკანოზის პატიმრობის გახანგრძლივებაში ჭყონდიდის ყოფილ ეპისკოპოსს „უსაზღვროდ დიდი წვლილი აქვს“. „მოლოდინი გვქონდა, რომ გათავისუფლდებოდა, იმიტომ რომ ჩვენ, სინოდმა მივიღეთ გადაწყვეტილება და მივმართეთ შუამდგომლობით. ის, რომ მისი ძმა გამოვიდა და იძახდა, რომ ვითომ დიალოგი იყო პრეზიდენტთან [რომ არ შეეწყალებინა], ეს სრული …

„ეპისკოპოსმა მითხრა, რომ მომკლავენ“ – დეკანოზ მამალაძის ძმა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა – თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს, რომ ერთ-ერთი ეპისკოპოსი დაემუქრა და უთხრა, რომ მოკლავენ. „ერთ-ერთ ჩემს ინტერვიუში ვთქვი რო რაც ჩემმა ძმამ მამა გიორგიმ იცის ყველაფერს ვიტყვი მეთქი და ყველა წერილს გავასაჯაროვებდი რამაც დიდი გამოხმაირება გამოიწვია. ამ თემასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპისკოპოსთან მქონდა შეხვედრა (სახელს ჯერ შეგნებულად არ ვწერ), რომელმაც დამემუქრა …

მღვდელმსახური ნიკოლოზი: მამა გიორგი ვაზიარე, მას მარჯვენა მხარე აქვს გაჩერებული

ბათუმის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ნიკოლოზი ცოტა ხნის წინ გამოვიდა ღუდუშაურის კლინიკიდან, სადაც მან დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარა. დეკანოზი წუხელ გადაიყვანეს საპატიმრო დაწესებულებიდან კლინიკაში. კლინიკიდან გამოსულმა მღვდელმსახურმა ნიკოლოზ გიგიტაძემ ჟურნალისტებს უთხრა: „ვაზიარე მამა გიორგი. მოსული ვიყავი. როგორც ვიცით, ამჟამად მოთავსებულია საავადმყოფოში და ამან დააჩქარა მისი ზიარების საკითხი. უნდა ჩამოვსულიყავი ორშაბათისთვის და მეზიარებინა, მაგრამ …

დეკანოზი გიორგი მამალაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

მსჯავრდებული გიორგი მამალაძე, წინასწარი დიაგნოზით, ჰიპერტონული კრიზი, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა (მცირე ინსულტი), N9 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ამ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. “მიმდინარე წლის 15 თებერვალს, 18.38 საათზე გიორგი მამალაძემ შეუძლოდ იგრძნო თავი. დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ მას 18.41 საათიდან გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო …

ეპარქიის პრესსპიკერი: მეუფე დიმიტრი გიორგი მამალაძის უდანაშაულობაში დარწმუნებული არ არის

„დიდი მადლობა, რომ მიყვირიხართ“, – თქვა მამა იოანემ, როცა მას დღევანდელ საპროტესტო აქციაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა კითხვებზე პასუხი აგრესიული ფორმით მოსთხოვეს. „თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას?“ – ჰკითხა სასულიერო პირს დეკანოზის ძმამ. „თქვენ მე არ მაძლევთ საუბრის საშუალებას,“ – მიმართა აქციის მონაწილეებს სასულიერო პირმა. „თქვენ მატყუარა ხართ,“ – უთხრეს ეპარქიის პრესსპიკერს, მამა იოანეს …

გაუთქმელობის ვალდებულება – დეკანოზი გიორგი მამალაძე პარლამენტის წინააღმდეგ

საკონსტიტუციო სასამართლომ განმწესრიგებელ სხდომაზე უკვე განიხილა გიორგი მამალაძის, გიორგი ფანცულაიას და მია ზოიძის სარჩელი. ეს სარჩელი საერთო სასამართლოებში ე.წ. „ციანიდის საქმის“ განხილვის შემდეგ შევიდა. საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, განიხილავს თუ არა არსებითად გიორგი მამალაძის სარჩელს. დავის საგანი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის მუხლია, რომლის მიხედვითაც „პროკურორი, გამომძიებელი ვალდებულია უზრუნველყოს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ …

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია: მინიშნება კეთდება მამალაძის ქმედებებთან მიტროპოლიტ დიმიტრის კავშირზე

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ თავის ვებ გვერდზე ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით. განცხადების ტექსტს უცვლელად ვაქვეყნებთ: „დეკანოზ გიორგი მამალაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, ვხედავთ რა საზოგადოების დიდ ინტერესს აღნიშნული საქმისადმი, ჩნდება გარკვეული კითხვები, რომელზედაც ამ ეტაპზე პასუხის გაცემამ შესაძლებელია შეაფერხოს გამოძიების პროცესი, გამოძიების დასრულების შემდეგ შედგება შეხვედრა ჟურნალისტებთან და …

გიორგი მამალაძის პირველი მხარდამჭერი აქცია ბათუმში

ამ წუთებში [14:20] ბათუმში, ბარბარეს სახელობის ეკლესიის მიმდებარე სკვერში დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციაზე არ ისმის მიმართვის ტექსტები. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიგა მოწყობილი აცხადებს, რომ საქმის სირთულიდან გამომდინარე ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია და აუცილებლად გაგრძელდება. „დღეს შევიკრიბეთ ნიშნად სოლიდარობისა მამა გიორგის მეგობრები, მრევლი, ნათესავები და მხარდაჭერას ვუცხადებთ დაკავებულ დეკანოზს… ამ უსამართლობასთან ბრძოლაში …

საია: გიორგი მამალაძის საქმეზე ინფორმაცია საზოგადოებას ცალმხრივად მიეწოდება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს. საიას განცხადებით, ამ საქმეზე საზოგადოება ცალმხრივად არის ინფორმირებული. „ბათუმელები“ განცხადების ტექსტს სრულად გთავაზობთ: „დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განზრახ მკვლელობის მომზადებისათვის არის დაკავებული, ამ დრომდე არ ეძლევა საკუთარი პოზიციის საზოგადოებისათვის გაცნობის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა პროკურატურას ანიჭებს უფლებამოსილებას, პროცესის მონაწილე …

კანონდარღვევა რეაგირების გარეშე

 

ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მოქალაქე შოთა გუჯაბიძემ პოლიციას კანონდარღვევის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე წმ. ბარბარეს ეკლესიის ფასადის უნებართვოდ შეცვლის შესახებ აცნობა. ეკლესიის ფასადი ექვსი თვის მანძილზე მთლიანად შეიცვალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ საქმეზე ამ დრომდე მოკვლევა მიმდინარეობს.  

Exit mobile version