„მუხტის თვითდინებით ჩაცხრობა აღარ მოხდება“ – კვირიკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ საქართველოში პროტესტი გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურა. „მთავრობის გუშინდელი განცხადებებიდან ჩანს, რომ სიჯიუტემ აჯობა საღ აზრს – ხელისუფლება ჩაჭიდებულია იდეაფიქსს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი ივსება ძირითადად სახელმწიფო გადატრიალების მომხრეებით, რომელთაც ან არასწორად ესმით, ან არ უნდათ, რომ გაიგონონ მათი ნათქვამი. სიმართლე კი იმდენად …

„ოცნება დრამატულად აზიანებს საკუთარ ლეგიტიმაციას“ – გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი [2015-18 წლებში] ფეისბუქზე ეხმიანება „ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. „ევროინტეგრაციის პროცესის ცალმხრივად, თუნდაც დროებითი შეჩერების გამოცხადება არის საკუთარივე ამომრჩევლის მიმართ გაცემული ევროპისკენ ღირსეული სვლის დაპირების საპირისპიროდ განხორციელებული აბსოლუტურად გაუგებარი ქმედება და შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნების უგულებელყოფას. ამ ნაბიჯით ქართული ოცნება დრამატულად აზიანებს საკუთარ ლეგიტიმაციას, რაც ისედაც …

7 წელი და 5 პრემიერ-მინისტრი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე საქართველომ ოთხი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა და მეხუთეს მოლოდინშია. 2012 წელს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გახდა, რომელიც ამ პოსტს 2013 წლის 17 ნოემბრამდე იკავებდა. ივანიშვილი ქვეყანას პრემიერის რანგში 13 თვის განმავლობაში მართავდა. 2013 წლის ნოემბერში, მიუხედავად იმისა, რომ თანაგუნდელები ერთხმად სთხოვდნენ არ წასულიყო, ივანიშვილი თანამდებობიდანაც გადადგა და პოლიტიკიდანაც …

„ვჩეხავდი სერიოზულად“ – არჩილ ხაბაძე დეპუტატების ბიზნესინტერესებზე [ფარული ჩანაწერი]

ტელეკომპანია „პირველმა“ გადაცემა „პოლიტმეტრში“ ფარული ჩანაწერის ის ფრაგმენტი აჩვენა, სადაც, სავარაუდოდ, არჩილ ხაბაძე  [ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის] უცნობ პირს დეპუტატების: გია ვოლსკისა და ერეკლე ტრიპოლსკის აჭარაში ბიზნესინტერესებზე ელაპარაკება. ტელეკომპანია „პირველის“ განმარტებით, აუდიოჩანაწერი ერთსაათიანია და ესაა საუბარი ორ პირს შორის. TV „პირველს“ ინფორმაცია „ოცნების“ ბათუმელმა აქტივისტმა, არჩილ გვიანიძემ მიაწოდა. ამის შესახებ გვიანიძემ თავად განაცხადა გადაცემა „პოლიტმეტრში“. ფრაგმენტი …

პრეზიდენტი კვირიკაშვილისა და პატარაძის გადადგომის შესახებ

„პოლიტიკური თანამდებობიდან წასვლა, ისე, რომ არ უხსნი საზოგადოებას რატომ მიდიხარ, ერთის მხრივ შეურაცხმყოფელია, ხოლო მეორეს მხრივ არის დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის საწინააღმდეგო, იმიტომ, რომ გარკვეული მოლოდინის შექმნა, იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ემსახურება საზოგადოებას ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, არის განჭვრეტადი დემოკრატიული პროცესის ნაწილი. ჩემთვის დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რა არგუმენტით წავიდა პრემიერ-მინისტრი, რა იყო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების …

ზაზა სარალიძე პრემიერს: ვიცი, რომ განწირული ვარ ამ საქმიდან გამომდინარე

ახლახან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელ ფეისბუქში ზაზა სარალიძე გამოეხმაურა. პრემიერმა წუხელ, პირველ ივნისს თქვა, რომ ნებისმიერ მომენტში დატოვებს თანამდებობას, თუ დარწმუნდება, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანას წაადგება ან სიტუაციას განმუხტავს, თუმცა, მისივე თქმით, ეს მომენტი ახლა არ არის. „დიდი მადლობა ბატონო პრემიერო სამძიმრის გამოცხადებისთვის. ეხლა რაც შეეხება ხელახალ გამოძიებას. მაგ უმეცარი ნაბიჯით მე ვეღარ მომატყუებთ. …

მანდატურები მოსწავლეებს ახალი წესით შეამოწმებენ – პროექტი

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ცვლილებების პროექტი, რომელიც სკოლებში მოსწავლეების შემოწმებას შეეხება. ცვლილების მიხედვით, „პირადი გასინჯვა“, „უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებით“ შეიცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლის მოსწავლეებს მანდატურები აკრძალული ნივთის აღმოსაჩენად მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, განათლების მინისტრი დაამტკიცებს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს. „მნიშვნელოვანია, რომ პროცედურა აუცილებლად სკოლის წარმომადგენლის …

ბათუმში ფეხბურთის სტადიონის საძირკვლის ჩაყრისთვის ემზადებიან – ჩამოვა პრემიერიც 

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია 2018 წლის 21 იანვარს გაიმართება. ცერემონიას „ბათუმელების“ ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება. „20-21 იანვარი განიხილებოდა, თუმცა, ალბათ, უფრო 21 იანვარზე შევჯერდებით. რაც შეეხება პრემიერის ვიზიტს, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს,“ – გვითხრეს აჭარის მთავრობის აპარატში. ბათუმში, საფეხბურთო სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე აშენდება. სტადიონი UEFA-ას IV კატეგორიის იქნება და …

ბათუმის მერი: ბაღების დაფინანსების სისტემა შეიცვლება

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე მიიჩნევს, რომ ბაღების დაფინანსების საკითხი გადასახედია. როგორც მერი ამბობს, „გადახედვაში“ გულისხმობს დაფინანსების სისტემაში ცვლილებას. „ჩვენ რამდენიმე ვარიანტზე ვმუშაობთ, მათ შორის, ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ ვარიანტზე, ვაუჩერიზაციაზე, ასევე, იმაზე, დავტოვოთ თუ არა ბაღები სრულიად უფასო ან თანადაფინანსებით მშობლების მხრიდან. სამივე ვარიანტი განხილვაშია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ლაშა კომახიძე. „ბათუმელების“ კითხვაზე, როგორია პირადად მერის …

რა გვერდითი ეფექტი ექნება პრემიერის საჯარო გინებას

როგორ უნდა შეამციროს ხელისუფლებამ მოზარდებში ძალადობისა და აგრესიის მაჩვენებელი იმ ფონზე, როცა უმაღლესი თანამდებობის პირი და ქვეყნის მმართველი პოლიტიკური გუნდი აგრესიას „ღირსების“ სახელით ამართლებს? როგორია ხელისუფლების მესიჯები და რა გამოწვევების წინაშე დგას ახალი თაობა? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე საუბრობს. ანა, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, პოლიტიკურ ოპონენტს  კამათის დროს შეაგინა. …

პრემიერმა ბათუმში არც მაჟორიტარები დაასახელა და არც სია წარადგინა

დღეს ბათუმში საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ამომრჩეველს მხოლოდ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები წარუდგინა. პრემიერს  მაჟორიტარები არ დაუსახელებია, უცნობია ასევე „ოცნების“ პროპორციული სია ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში. პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ ბათუმისა და მუნიციპალიტეტების სია ჯერ კიდევ დაუზუსტებელია, რის გამოც მას ვერ წარადგენენ. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ პარტიაში ჯერჯერობით ვერც სიაზე შეთანხმდნენ და ვერც …

რა თქვა პრემიერმა ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ

ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი გაიხსნა. კონგრესის გახსნამდე, ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს, ჯანი ბუკიკიოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდნენ. „ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომპრომისი და ახლა მნიშვნელოვანია, ოპოზიციამაც შეხედოს ამ კომპრომისებს, როგორც მნიშვნელოვან მიღწევას,“ – აღნიშნა შეხვედრიდან გამოსულმა გიორგი კვირიკაშვილმა. მან არ დააკონკრეტა, რა იგულისხმება ხელისუფლების მხრიდან კომპრომისში. „მე მადლობა გადავუხადე ვენეციის …

საქართველოს და თურქეთის პრემიერ-მინისტრების არაოფიციალური ვახშამი ბათუმში

საქართველოს მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, დღეს, 15 მარტს, თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არაოფიციალურ ვახშამზე ბათუმში შეხვდებიან. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბინალი ილდირიმი ართვინის პროვინციაში იმყოფებოდა და იქედან ჩამოდის ბათუმში. „გიორგი კვირიკაშვილი თავის თურქ კოლეგას ვახშამზე უმასპინძლებს, რომელიც მცირე ხნით, ტრანზიტულად ჩერდება ბათუმში. ის რომ პრემიერები ორმხრივ ურთიერთობებზე და მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს …

შაჰინის სკოლა პრემიერ-მინისტრს მიმართავს

შაჰინის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ელგუჯა დავითაძე საქართველოს პრემირს გიორგი კვირიკაშვილს, განათლების მინისტრს ალესანდრე ჯეჯელავას და სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს მიმართავს და სთხოვს, დაიცვან 340 მოსწავლის უფლებები. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: იძულებული ვართ, თქვენი ყურადღება მივაპყროთ იმ უკანონობაზე, რომელიც ხორციელდება ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მიმართ, რომელიც  23 წელია ფუნქციონირებს  და დღეისათვის მასში 340 მოსწავლე  სწავლობს. 2017 წლის  …

პრემიერ-მინისტრი მაღალმთიან აჭარაში ამომრჩევლებს ხვდება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, 13 სექტემბერს, ამომრჩევლებს დაბა ქედაში, 9 მაისის პარკში შეხვდა და მათ მაჟორიტარობის კანდიდატები ანზორ ბოლქვაძე [პარლამენტში] და ხვიჩა შარაშიძე [უმაღლეს საბჭოში] წარუდგინა. პრემიერთან ერთად ქედაში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები. „ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო ადამიანი, მისი ღირსება, უფლება და ისეთი ფუნდამენტალური უფლება – როგორიცაა ჯანმრთელობის დაცვა. დღეს …

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი: ოქტომბრის დასაწყისში ვიზალიბერალიზაცია იქნება

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ კონფერენცია – „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა და იოჰანეს ჰანმა პრესისთვის განცხადებები გააკეთეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა  ევროპის სამეზობლო პოლიტიკას, აღმოსავლეთ პარტნიორობასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებს. როგორც იოჰანეს ჰანმა …

სასტუმრო „კასტელო მარეს“ გახსნის ცერემონიალის სტუმრები [ფოტო]

დღეს, 25 ივნისს, ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი “კასტელო მარე” ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. სასტუმრო რუსეთის მოქალაქეს, მოსკოვის ყოფილ ვიცე-მერს სოსო ორჯონიკიძეს ეკუთვნის. სასტუმროს გახსნაზე თავად სოსო ორჯონიკიძეც იმყოფებოდა. სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი “კასტელო მარე” შედგება 8 სხვადასხვა კატეგორიის 90 ნომრისგან. იგი მოიცავს შიდა და გარე საცურაო აუზს, სპა …

პრემიერმა ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა

16 მარტს ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის აპრილამდე უნდა დასრულდეს. „საყოველთაო ჯანდაცვა ჩვენთვის არის პრიორიტეტი. ის, რომ ჯანდაცვა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ამავე დროს ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ობიექტის გახსნით,“- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. „მნიშვნელოვანია, რომ ტურისტულ ქალაქს მსგავსი თანამედროვე სტანდარტების ახალი …

Exit mobile version